01.10.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2021 წლის შეფასება – ძირითადი მიგნებები

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2021 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28%-ია, რაც უთანაბრდება 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

2021 წლის შეფასების შედეგებით, პირველი ბლოკის მაჩვენებელი – საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – 2019 წლის შედეგებთან მიმართებით, 2%-ით გაუმჯობესდა (25%-დან 27%-მდე), მაჩვენებელი იგივე დარჩა მეორე ბლოკში – ელექტრონული მმართველობა (32%), ხოლო მესამე ბლოკის – მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება – მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 6%-ით შემცირდა (29%-დან 23%-მდე).

შეფასების პროცესში ჩართული შემფასებლების მოსაზრებით, აღნიშნულ შედეგებზე ზეგავლენა რამდენიმე ფაქტორმა იქონია:

პირველი, COVID-19 პანდემიამ. შეფასების დროს თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე იყო გადასული ან ავადმყოფობის გამო ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას. აღნიშნული გარემოებების მიზეზით, ხშირად შეფერხებული იყო მუნიციპალიტეტებიდან ინფორმაციის დროულად მიღების, ელექტრონული პლატფორმების მართვის და განახლების პროცესი. პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებდა მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობებსაც, რაც მესამე ბლოკის მაჩვენებლების გაუარესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. აქვე შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა პანდემიის ვითარებასთან სწრაფი და ეფექტიანი ადაპტირება, რაც შესაძლებელი იყო თუნდაც ელექტრონული მმართველობის ინსტრუმენტებზე მეტი აქცენტის გაკეთებით. 2021 წლის შეფასებისას ელექტრონული მმართველობის ბლოკში იგივე მაჩვენებელი და მესამე ბლოკის შედეგის არსებითი გაუარესებაც ამას ადასტურებს.

მეორე, 2021 წელი წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების წელს. იყო შემთხვევები, როდესაც იმ მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელები, რომლებიც მომდევნო არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებდნენ  ნაკლები ენთუზიაზმით უდგებოდნენ მიმდინარე მუნიციპალური საკითხების მართვას და მათ შორის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის საკითხებს. ამასთან, ზოგ მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების შედეგად მოსული ახალი ხელმძღვანელობა არ იზიარებდა წინამორბედის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე პასუხისმგებლობას, მაგალითად, საქმიანობის ანგარიშების წარდგენასთან დაკავშირებით.

მესამე, მუნიციპალიტეტებში არსებული არამდგრადი საკადრო პოლიტიკა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეიცვალა თანამშრომლები, რომლებიც 2017-2019 წლებში მუშაობდნენ მუნიციპალიტეტში და იცნობდნენ ინდექსს და შეფასების სპეციფიკას. ახალ თანამშრომლებს შედარებით უჭირდათ პროცესის მართვა, რაც შედეგებზეც აისახა.

ამასთან, შეფასების შედეგები მიუთითებს, რომ გეოგრაფიულ (მაღალმთიანობა) და დემოგრაფიულ (ეთნიკური უმცირესობები) ფაქტორებს ზეგავლენა აქვს მუნიციპალიტეტების გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხზე. აღნიშნული მახასიათებლების მქონე მუნიციპალიტეტების შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა მუნიციპალიტეტების საშუალო მაჩვენებელს. აგრეთვე, მკვეთრად მცირეა მათი შედეგების გაუმჯობესების დინამიკაც. საინტერესოა, რომ საქართველოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, სადაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 1/3 ცხოვრობს, გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის მაჩვენებლით ჩამორჩება თითქმის ყველა სხვა თვითმმართველ ქალაქს.

აქვე უნდა აღინიშნოს მუნიციპალიტეტების დადებით შედეგებზე საერთაშორისო დონორების დახმარების პროგრამებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცალკეული ინიციატივების/პროექტების პოზიტიური ზეგავლენა, მათ შორის, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში ჩართულ მუნიციპალიტეტებზე.  როგორც წესი, სწორედ ასეთ მუნიციპალიტეტებს აქვთ შედეგების პოზიტიური დინამიკა.

ამავდროულად, სამივე (2017, 2019, 2021) ეროვნული შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა სტაბილურად მაღალი შედეგის და დადებითი დინამიკის მქონე მუნიციპალიტეტები (მაგ., რუსთავი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, ოზურგეთი), რაც მიუთითებს მათ მზაობასა და ინსტიტუციურ დამოკიდებულებაზე გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

რუსთავი – არჩევნების პირველი ტურის შედეგი

რუსთავის საარჩევნო უბნების შედეგები სრულად დაითვალეს. ამომრჩევლებმა, რომელთაც ხმა ქალაქის 88 საარჩევნო უბანში მისცეს, რუსთავის საკრებულო ამგვარად დააკომპლექტეს: “ნაციონალურ მოძრაობას“...

მოწონებული და დაწუნებული არქიტექტურული მიგნებები

დავინტერესდით რუსთაველების აზრით, რომელი ახალი ნაგებობა არის ქალაქის არქიტექტურაში მათთვის ყველაზე მოსაწონი. ასევე გვაინტერესებდა, რომელი არქტიტექტურული მიგნება არის რიგითი რუსთაველებისთვის...

დამკვირვებელი “ოცნებას” საარჩევნო უბნიდან ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებს

რუსთავის მე-16 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია “სამოქალაქო პლატფორმა 2020”-ის დამკვირვებელმა, თეონა იაკობიშვილმა საჩივარი დაწერა. იაკობიშვილის თქმით, დღის პირველ-ნახევარში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა...

ბოლნისში ISFED-ის რეგიონული ოფისი იწყებს მუშაობას

ქალაქ ბოლნისში  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) რეგიონალური ოფისი გაიხსნა, რომელიც ფარავს ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 11...

ქვემო ქართლის ტელევიზია TV 4-მა „ალტ-ინფოს“ ტრანსლირება დაიწყო

ქვემო ქართლის ტელევიზია TV 4-მა, რომელსაც რუსთავის და გარდაბნის ბიუჯეტებიდან ასობით ათასი ლარის ტენდერი აქვს მოგებული, ეთერში პრორუსული, პროპაგანდისტული, ანტი-დასავლური...

“ქალების თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში, ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს” – პირველი ფემინისტები

რელიგიურმა ადამიანებმა იციან ხოლმე თქმა, – კამათში არ იბადება ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, საუკუნეების წინ დაიბადა – კამათში მხოლოდ წყენა იბადება-ო. მაგრამ...

წყლის რესურსები და ევროკავშირის პოლიტიკა /Su resursları və Avropa İttifaqının siyasəti

მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს. მთლიანად საქართველოს მტკნარი წყლის რესურსები წარმოდგენილია: მდინარის ჩამონადენის ზედაპირული და მიწისქვეშა მდგენელებით,...

რეკომენდაციები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, კორონავირუსიის პანდემიასთან დაკავშირებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისთვის. დამსაქმებლის...

factcheck.ge – დეზინფორმაცია: ვიქტორია ნულანდმა უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის არსებობა დაადასტურა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ფართომასშტაბიანი ომის პარალელურად გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით საინფორმაციო შეტევა. ამჯერად, სოციალურ ქსელში გავრცელდა მტკიცებები,...

თვითმმართველობის საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი არ ქვეყნდება

ოთხი თვეა, რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე საკრებულოს სხდომის თარიღი წინასწარ არ ქვეყნდება. თარიღის გამოუცხადებლობა პრობლემაა ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილისთვის. ისინი საინტზე...

2 ტონა 25 ლარი – მარტყოფში სასმელ წყალს კვლავ ყიდულობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტყოფი, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი სოფელია. მარტყოფში დღეს  7400-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ცენტრალურ გზებზე ავტომობილები აქტიურად...

თეთრიწყაროში სოციალური თემატიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამუშაო ჯგუფში ელიან

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორცილებს და მისი...

რუსთავში ოპოზიცია საარჩევნო უბნებში კომისიის „დამოუკიდებელ“ წევრებად მმართველი პარტიის აგიტატორების დანიშნვაზე საუბრობს

#20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა ჩატარდა. განხილვისთვის სამი საკითხი წარადგინეს: რუსთავის 45-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის არჩევა; #21,...

თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში

ქვემო ქართლში პროექტის ფარგლებში:  “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” – ვორქშოფების სერია გაიმართა. მომხსენებლებმა მიმოიხილეს შრომის...

ვახტანგისში, მოსახლეობის ნაწილს, კორონავირუსის არსებობის არ სჯერა / Vaxtanqisidə əhalinin bir qismi koronavirusun varlığına inanmır

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვახტანგისი – განსაკუთრებული ტერიტორიული მდებარეობით გამოირჩევა. ვახტანგისთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის. თემში 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ძირითადი შემოსავლის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *