მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც შელესილი კედლებიდან აგურები ჩანს. ,, ერთხე აქ უცხოელები იყვენ მოსულები და გვითხრეს 21-ე საუკინეში ასეთ ადგილას, როგორ ცხოვრობთო?

გვაქვს სარწყავი წყლის პრობლემა, სამ დღეში ერთხელ მოდის. გაზი გვქონდა, მაგრამ ახლა აღარაა. მიწები უნაყოფოა, შეიძლება მთელი ზაფხული ისე გავიდეს ერთხელ არ მოწვიმოს. აბა, რა გაიხარებს ასეთ მიწაზე? თქვენც, ხომ ხედავთ მინდვრებზე კაკტუსებია ამოსული „- საუბრობენ ადგილობრივები. მათი თქმით, შემოსავლის ერთდერთი წყარო მესაქონლეობაა.

,, წინათ ჯანდარის ტბაზე გავდიოდით და ბადით ვთევზაობდით. ახლა გვითხრეს ტბა აზერბაიჯანის მხრიდან ვიღაცამ შეისყიდა და თევზი გასამრავლებლად ჩაყარა-ო. ადგულობრივი პოლიცია ამის გამო ბადით თევზაობას გვიშლის. ამისთვის დაჭერილიც ყავდათ ხალხი. ეს არის სამართალი? ჩვენსავე ტბაზე თევზი ვერ დაგვიჭერია და სახლში ვერ მიგვიყვანია”.

ლემშვენიერაში ყოფნისას ჯანდარის ტბაზე ორი მეთევზე შევნიშნეთ, თუმცა როგორც კი მივუახლოვდით ნავში ჩასხდნენ და ტბის ე.წ კამიშებით (მცენარე) დაფარულ ნაწილს შეაფარეს თავი.

ჯანდარის ტბა, ძირითადად მტკვრის წყლით ივსება, რომელიც მასში გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით შედის. ადგილობრივები თევზის დაჭერას, ახლა სწორედ, ამ არხში ცდილობენ. მათი საუბრებით ვიგებთ, რომ ტბაში ბადით თევზაობის აკრძალვა სოფლისთვის ყველაზე მთავრი პრობლემაა.

სოფელში ნახევარი-საათის ინტერვალით დადის გარდაბნის სამარშუტო ტაქსი. ლემშვენიერას გამგეობა და პოლიცია ერთ შენობაშია მოკალათებული. მათ ეზოში კი პირუტყვი ისვენებს. შენობის შესასვლელში რკინის ორნამენტებით შესრულებული მასიური ჭიშკარია. ეზოში მდგარი, უკვე, დამტვრეული რკინის ლამპიონებით მიხვდებით, რომ ოდესღაც ეს შენობა და მისი ეზო კარგი არქიტექტურული ნამუშევარი იყო. ასეთი ლამპიონები და ორნამენტებით გაფორმებული კედლები დღეს ბევრ სოფელში არ არის. შენობის პირველ სართულზე ერთი-მეორის მიყოლებით მწვანე დამტვრეული სკამები დგას. ადვილი მისახვედია, რომ აქ ოდესღაც სოფლის კლუბი იყო.

ლემშვენიერაში გარდაბნის სამარშუტო ტაქსს ნახევარი-საათი ელოდებიან. სოფლის ტრანსპორტშიც მთავრი სასაუბრო თემაა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის აკრძალვაა.

აღნიშნულ თემაზე გარდაბნის რაიონის თვითმმართველობაში სასაზღვრო წესებზე საუბრობენ.

,, არსებობს კანონი საზღვრის დაცვის შესახებ. სადაც საუბარია, რომ საზღვრიდან 5 კილომეტრში გადაადგილება სპეციალური საშვით უნდა ხდებოდეს. ის მოქალაქეები, რომელთაც საზღვრის პირას მიწები აქვთ, სწორედ, ამ საშვებით გადაადგილდებიან. ვფიქრობ, რომ ალბათ მსგავსი შეზღუდვების გამო იკრძალება ბადით თევზაობა. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ტბა ვინმემ შეიოძინა. ამ თემზე ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ. შეგიძლიათ მიმართოთ ეკონომიკის სამინისტროს და მის რეგიონალურ წარმომადგენლობას” – საუბრობს, გარდაბნის რაიონის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, ხანახმედ გარიბოვი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=105