01.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სახალხო ზეიმით აღნიშნეს. რეგიონის მუნიციპლაიტეტებმა კარვის ფორმის სტენდებზე, მათი რაიონის ფოტოები განათავსეს. კარვებთან სუფრები გაიშალა. განსაკუთრებით ხმურიანი თეთრიწყაროს წარმომადგენლობა იყო. ტრადიციულ აზერბაჯანულ საკრავებზე უკრავდნენ. თეთრიწყაროს დამკვრელების ხმა ზეიმის მთავარ სცენამდე მიდიოდა.

სცენაზე ქართველ მომღერლებთან ერთად აზერბაიჯანიდან ჩამოსული სტუმრებიც გამოჩნდნენ. მათ მსმენელი ოვაციით ხდებოდა. ახალგაზრდებს საქართველოს დროშები დაჰქონდათ. მარნეულის გამგეობის შენობის მეზობლად სკვერში ორი სუფრა გაიშალა. იქვე მზადდებოდა მწვადები. კვამლი სცენიდან მოშორებით მდგარ მსმენელამდე აღწევდა.

მარნეულის საპატრულო პოლიცია გზებზე წესრიგის დაცვას ცდილობდა, თუმცა რატომღაც ადგილობრივ მოსახლეობაში ქართული ენის მწირი ცოდნა ავიწყდებოდა. ,,ცხრაას თხუთმეტი გაწიე მანქანა!” – რამდენჯერმე

გაიმეორა საპატრულო პოლიციის მანქანიდან სამართალდამცავმა. სიტყვების ადრესატს კი რეაქცია არ ჰქონდა.

,,პრეზიდენტს ველოდებით. ის ტრადიციულად ჩამოდის ჩვენთან ნოვრუზ ბაირამის მისალოცად.

ეს დღე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც მას შევხვდებით შემდეგ მთელი წელი ისე ვიცხოვრებთ” – საუბრობდა, მარნეულელი სეიმურ ისმაილოვი.

ზეიმს ძირითადად მამაკაცები ესწრებოდნენ.

რაიონებიდან ჩამოსული სტუმრებიდან ერთ-ერთი განსაკუთრებული დმანისის მუნიციპალიტეტი იყო. მათ სააკაშვილის პორტრეტი ჰქონდათ დახატული. ბავშვები სურათთან ფოტოებს იღებდნენ. თავად სააკაშვილი კი ამ დროს გერმანიაში კონფერენციას ესწრებოდა.

,, ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ნოვრუზ ბაირამი ჩემთვის ისეთივე ახლობელი და ძვირფასია, როგორც ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული საქართველოში. ამ დღეს მეც თქვენთან ერთად ვხარობ და იმედის თვალით შევყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს. ნოვრუზობა ოჯახური დღესასწაულია და მეც, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დადგომას უკავშირდება” – წერია პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.

პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს ნოვრუზ ბაირამი მარნეულში სტუმრობით მიულოცეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, მიხეილ მაჭავარიანმა.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=120

Related Posts

43 წლის ფატიმა შაიბაზოვა დახმარებას ითხოვს

რუსთავში, ინტერნატების დასახლების ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში 43 წლის ფატიმა შაიბაზოვა ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. შაიბაზოვას საცხოვრებელი ,,ბინა”  3კვ.მეტრია....

ფატი შავაძე – მოქალაქეთა მონაწილეობას განაპირობებს, როდესაც მათ აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა ეძახიან და როცა პასუხობენ

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი...

ერთი ყველასთვის – ყველა ერთისთვის

დღეს, სამოქალაქო სოლიდარობის აქცია, თბილისისი ექვს მოედანზე, ერთროულად დაიწყო. ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული...

“განსაკუთრებით ბევრი დარღვევა მარნეულის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა”- ადამიანის უფლებათა ცენტრი

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნების დღის მონიტორინგს ახორციელებდა ქვემო ქართლის რეგიონში. საარჩევნო მარათონის დასრულების შემდეგ, ცენტრმა გაანალიზა დარღვევების მასშტაბი, მათი...

“ქალების თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში, ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს” – პირველი ფემინისტები

რელიგიურმა ადამიანებმა იციან ხოლმე თქმა, – კამათში არ იბადება ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება, საუკუნეების წინ დაიბადა – კამათში მხოლოდ წყენა იბადება-ო. მაგრამ...

იაფი, მაგრამ არაკომფორტული – მუნიციპალური ტრანსპორტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ერთ-ერთი ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით მგაზრობა რუსთავშია. ყვითელი ავტობუსით სარგებლობისთვის რუსთაველები 20 თეთრს იხდიან, თუმცა ავტობუსების რაოდენობით...

რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის მოსახლეობას თვითმმართველობებისგან საჯარო ინფორმაცია სრულფასოვნად არ მიეწოდება

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევა სამი ბლოკისგან შედგება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. სტატიაში ქვემო...

უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების...

რეპორტაჟი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ცურტავი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის...

“ამ ადგილმა აგვირჩია” — გაიცანით გოგო, რომელიც წალკაში საოჯახო ბიზნესს მართავს

ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს. კოტეჯი “დაშბაშის პანორამა” მდინარე ხრამის ხეობაში, პატარა გორაკზე, მისივე...

კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქრება

საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა....

16 შესაძლებლობა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

სტუდენტებისთვის Erasmus+ ევროკავშირი Erasmus+ პროგრამის საშუალებით მრავალფეროვან სასწავლო შესაძლებლობებს გთავაზობთ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ სტუდენტების გაცვლით პროგრამაში ევროპის უნივერსიტეტებში საბაკალავრო,...

„ბორკილები“ ციხის პერსონალისთვის

კვლევა „პენიტენციური სისტემის პერსონალი“ მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის.“ [ავტორი ნატალია ცაგარელი] კვლების ძირითადი მიგნებები: კანონმდებლობაში აქცენტი კეთდება მხოლოდ...

„განახლებული რეგიონები“ და მმართველი გუნდის კანდიდატების საარჩევნო კამპანია

[ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა] 26 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში...

,,რუსთავის საპატრულო პოლიციამ დაიცადა, სანამ კარგად გვცემდნენ და შემდეგ მათ ნაცვლად ჩვენ დაგვაკავა“ – ინციდენტი რუსთავში –

22 სექტემბერს რუსთავში ,,ქართული ოცნების” პლაკატების გასაკრავად გასულ კოალიციის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებულები იხსენებენ, მათ თავდაპირველად ბოძებზე პლაკატების გაკვრისთვის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *