43 წლის ფატიმა შაიბაზოვა დახმარებას ითხოვს

რუსთავში, ინტერნატების დასახლების ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში 43 წლის ფატიმა შაიბაზოვა ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

შაიბაზოვას საცხოვრებელი ,,ბინა”  3კვ.მეტრია. მის საწოლსა და საპირფარეშოს ნახევარი მეტრიც არ აშორებს. ამბობს, რომ კანალიზაციის სუნი დაძინების საშუალებას არ აძლევს. საკუთარი ნივთები ჩანთებში უდევს და მათი დასაწყობი ადგილი არ აქვს.

,,ჩემი შვილები ჩემთან არ იზრდებიან. 3  და 1 წლის   გოგო-ბიჭი მყავს – ილია და მარიამი.  მე და ჩემი მეუღლე გავშორდით. მეორე შვილის შეძენისას ჩემმა  მულებმა დაგვაშორეს.  ნივთები და ტანისამოსი ოთახიდან გამომიყარეს და ამ საკუჭნაოში შეყარეს.  ამ ოთახზე ოთახი არ ითქმის. ხომ ხედავთ საწოლის გვერდით საპირფარეშოა. საკუჭნაოშვი ვცხოვრობ.

ბავშვები მეცოდებოდნენ ასეთ გარემოში ცხოვრებისთვის და სოციალურ მუშაკს გადავეცი. ისინი ახლა რუსთავში ადგილობრივ ოჯახებში იზრდებიან. მათთან ხშირად დავდივარ და  რითიც შემძლია ვეხმარები  ‘ – საუბრობს ფატიმა შაიბაზოვა.

მის დახმარებას მეზობლებიც გვთხოვენ. ,, არაერთხელ ფიზიკურად გამისწორდნენ. მე მათთან ძალით ვერაფერს გავხტი. დახმარებისთვის თითქმის ყველას მივმართე, მაგრამ პასუხი ვერსაიდან მივიღე. განცხადებები მერიაში და ყველგან მაქვს შეტანილი. „- დასძენს შაიბაზოვა.

მას ჯერ არ მიუმართავს  პოლიციისთვის. როგორც შაიბაზოვა ამბობს, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბინის გამო გახტა. მისი თქმით, მის კუთვნილ ბინაში  დღეს ყოფილი მეუღლე ცხოვრობს.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=118