25.05.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ არ იციან ამ ადამიანებმა, ან რამდენი რამ იციან არასწორად.

ბევრი მიზეზი აქვს პრობლემას, მაგრამ ახლა წარსულის უცოდინრობაზე მინდა ვწერო. სხვებს რა ვუთხრა, როდესაც აღმოჩნდა რომ მეც ბევრი არაფერი ვიცი, ძალიან მაგარ, ჩვენ ფემინისტ ქალებზე.

ამიტომ შევუდექი საქმეს, გადავეშვი წყაროებში  და ახლა ნადავლს თქვენც გიზიარებთ.

ეკატერინე [კეკე] მელიქიშვილი-მესხი დაიბადა თბილისში, 166 წლის წინ. როგორც წყაროები გვიყვებიან, ეკატერინე შეძლებულ ოჯახში გაიზარდა და კარგი განათლებაც მიიღო. 19 წლის ასაკში უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა შვეიცარიაში.

წარმოგიდგენიათ?! საუკუნე-ნახევრის წინ კი არა, ახლაც, ბევრისთვის ოცნებად რჩება შვეიცარიაში განათლების  მიღება.  ეკატერინემ იქ დაამთავრა გიმნაზია, შემდეგ მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება. ასევე, შვეიცარიაში გახდა საზოგადოება „უღელის“ წევრი, რომელიც ციურიხში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა დააარსეს. იქ, გატარებული წლები ნაყოფიერი აღმოჩნდა კეკესთვის. დაეუფლა გერმანულ და ფრანგულ ენებს, გაეცნო იმ დროის პროგრესულ იდეებს და თან აქტიურად ადევნებდა თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ასევე გახდა ოდესის უნივერსტეტში ქალთა უმაღლესი კურსების გახსნის ინიციატორი და მისი პირველი ქალი დეკანი. ხელმძღვანელობდა საოჯახო სტამბას, იყო გამომცემლობა „სხივის“ ერთ–ერთი დამაარსებელი, საზოგადოება „განათლების“ დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ლიტერატორ ქალთა წრის წევრი.

თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთანაც“.  წერდა, თარგმნიდა ინგლისურიდან, გერმანულიდან, რუსულიდან. დროებაში გამოაქვეყნა შკლარევსკის მოთხრობის – „ქალის შრომის“ საკუთარი თარგმანი, 1872 წელს კი – მიმოხილვითი კვლევა, „მეთვრამეტე საუკუნის ამერიკელი ქალები“. ასე, რომ იცოდეთ, ბევრი წლის წინაც, გვყავდნენ ფემინისტური მოძრაობის საინტერესო წარმომადგენლები. ერთ-ერთი კი ეკატერინეა – მწერალი, მთარგმნელი და  გამომცემელი.


ეკატერინე [კეკე] მელიქიშვილი-მესხი და ლიდია მეგრელიძე

მეორე ფემინისტი ქალი, რომელზეც მინდა მოგიყვეთ, ლიდია მეგრელიძეა. 12 წლის იყო, როდესაც  დედა გარდაეცვალა. დაობლების შემდეგ, სოფელ აკეთში დეიდამ წაიყვანა. დედის გარდაცვალებამ ლიდია დეპრესიაში
ჩააგდო. სწორედ მაშინ, დაუმეგობრდა ლიტერატურას. კითხულობდა რენანს,
ჰექსლის, ბოკლს, დაუახლოვდა მესამე დასს. ჩაერთო იმ დროისთვის „უკანონო“ საქმიანობაში, მართავდა წარმოდგენებს, რომლის შემოსავალი
ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს ხმარდებოდა. მონაწილეობდა პოლიტიკურ
საქმიანობაში, ქალთა უფლებების დაცვაში, დრამატული წრის, განათლების
საზოგადოების დაარსებაში. ამავდროულად წერდა ლექსებს. 1905 წელს იყო ფოთის რსდმპ ორგანიზაციის წევრი, 1906 წელს მეუღლესთან ერთად ხრიალეთში მალავდა ფოთის კომიტეტის “არალეგალურ” სტამბას. 1915 წელს „ახალ კვალში“ დაიბეჭდა მისი წერილების სერია „მშრომელ ქალთა მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში“. ამავე წელს დააარსა ფოთის ქალთა საზოგადოება, რომლის თავმჯდომარედ თავად აირჩიეს. საზოგადოებასთან დააარსა ორი სკოლა: საკვირაო სკოლა წერა-კითხვის უცოდინართათავის და საღამოს კურსები მცირეწლოვან ნოქრებისთვის [ნოქარი -დაქირავებული გამყიდველი]

ორი წლის შემდეგ კი აირჩიეს ფოთის საქალაქო საბჭოში და იყო პირველი ქალი, რომელიც ამ საბჭოს წევრი გახდა. 1925 და 1927 წლებში გამოსცა საბავშვო ლექსების ორი პატარა კრებული. მისი ლექსები და მოთხრობები იბეჭდებოდა დაწყებითი სკოლის სახელმძღვანელოებში. 1934 წლიდან გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1935-1936 წლებში მოგზაურობდა ვლადიკვაკვაზში, ბაქოში, მოსკოვსა და ლენინგრადში.

წყაროებმა ჩვენამდე ის ამბავიც მოიტანეს, რომ ლიდია მეგრელიძე 8 შვილს ზრდიდა სიღარიბეში და საოჯახო საქმე მის საზოგადოებრივ ცხოვრებას ზღუდავდა.

შენ იამაყე და გააგრძელე ისტორია, მე კი მალე სხვა ფემინისტ ქალებს გაგაცნობ.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

QvemoQartli.ge

Related Posts

სასმელი წყალი – ნორიოს აუხდენელი ოცნება

სოფელ ნორიოს, 25კმ აშორებს დედაქალაქს, თუმცა ცხოვრების წესი და სირთულეები, სიახლოვის მიუხედავად, აქ სულ სხვაა. მწვანე ხეივანს შევყავართ სოფელში. ნორიოს...

მეორე ქესალო – „ ჩვენ ფაქტობრივად ვეღარ ვეწევით სოფლის მეურნეობას“

სოფელი მეორე ქესალო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სიახლოვეს მდებარეობს. დასახლება საგრძნობლად შესამჩნევი უსწორმასწორო რელიეფით გამოირჩევა. სოფელი ცნობილია, თავისი მწვანე გუმბათიანი მეჩეთით, რომელიც...

საქართველო კარგავს პოლიტიკური ნიშნით დევნილთა „სამოთხის“ სტატუსს

ფოტო: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, წითელი ხიდი   კეთილი ლეგენდა იმის შესახებ, რომ საქართველო არის თავშესაფარი მისი არა დემოკრატიული მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი...

“როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”

კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა.

რაჭისუბანი: „არ დაადგა საშველი, არც სასმელი წყალი გვაქვს და არც სარწყავი“ / Raçisubani: “Heç nə kömək etmədi, nə içməli nə də suvarma suyumuz yoxdur”

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი რაჭისუბანი ქართული რეალობისთვის,  საშუალო სოფლებს მიეკუთვნება: 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, სოფელში 597 ადამიანი ცხოვრობს. სხვა სოფლების...

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით...

წინწყაროს ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი...

პანდემია და სასმელი წყლის გარეშე მყოფი სოფელი / Pandemiya və susuz qalmış kənd

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი სამგორი, უკვე მრავალი წელია სასმელი წყლის მოლოდინშია. 800-მდე ოჯახს წლებია სასმელად ვარგისი წყლის ყიდვა უწევს.  ადგილობრივები...

„როგორ მოიქცევა ონლაინ გაკვეთილზე და დაუჯერებს კი მასწავლებელს?!“ – ქალების შრომის ტვირთი პანდემიისას (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მრავალი სფერო, ახლებური მიდგომისა და დღის წესრიგის შეცვლის, საჭიროების წინაშე დადგა. პანდემიის დაწყებიდან მალევე, ბევრმა კერძო თუ...

პანდემიასთან დაკავშირებით რეგულაციების ნაწილი შეიცვალა

მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში კოვიდ-უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები, დამატებითი...

მაჟორიტარობის კანდიდატი: „ოცნების“ წარმომადგენელი მეზობლებს საარჩევნო უბანზე, მხოლოდ, გასაუბრების შემდეგ უშვებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია მაისურაძე, ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს. აცხადებს, რომ „ოცნების“ აგიტატორები დღეს, მთელი დღის მანძილზე,...

ხშირად დასმული კითხვები COVID-19-თან დაკავშირებით // Covid-19 haqqında tez-tez verilən suallar

1) რა არის კორონავირუსი? კორონავირუსები   ვირუსების  დიდი  ოჯახია, რომელიც   ფიქსირდება   ადამიანასა   და  ცხოველში. ადამიანებში   ცნობილია   კორონავირუსის   რამდენიმე   ტიპი, რომელიც   სასუნთქი  ...

რუსთავის მუნიციპალიტეტმა, 2019-2020 წლებში, ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების ნაწილის დროულად განხორციელება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსების მართვა რესურსების...

გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი – პარტიები კვლავ არ ენდობიან ქალებს

მაშინ, როდესაც ხელისუფლება აქტიურად საუბრობს ქალთა უფლებებზე, საჭიროებაზე რომ გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თითქმის ყველა არჩევნებზე ვხედავთ, რომ...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *