05.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ინტერნეტ გამოცემა რუსთავის თვითმმარველობის წინააღმდეგ

4 ოქტომბერს პრესაგე.ტვ-იმ რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელს, კახა გუგენიძეს წერილით მიმართა. ინტერნეტ გამოცემის რეგიონალური კორესპოდენტი, მანონ ბოკუჩავა  ითხოვდა ინფორმაციას  2010-2011 წ. რუსთავის თვითმმართველობის მიერ თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიების შესახებ. ,, ინფორმაცია მოგვაწოდეთ სრულად: პრემიის გაცემის თარიღი, ოდენობა და მიმღები საჯარო მოხელის მითითებით” – ვკითხულობთ თვითმმართველობისთვის გაგზავნილ წერილში.

მეორე საჯარო ინფორმაცია, რომელის მოწედებასაც presage.tv-ი ითხოვდა, რუსთავის თვითმმართველობის ავტოპარკის განახლებას ეხება. კონკრეტულად კი მედიასაშუალება ინტერესდებოდა, რუსთავის თვითმმართველობის მიერ 2011 წელს შეძენილი შკოდა-ოქტავია-ს მარკის მანქანებით.

წერილის პასუხად კი  თვითმმართველობამ ჟურნალისტს შეატყობინა, რომ შკოდა-ოქტავია-ს მარკის მანქანების შეძენის საკითხი ,, მოწესრიგებულია” ,,ლიბერთი ბანკთან” დადებული ხელშეკრულებით.

 აღნიშნული ხელშეკრულება ინტერნეტ გამოცემისთვის არ დაუციათ. რაც შეეხება ინფორმაციას პრემიებთან დაკავშირებით, რუსთავის თვითმმართველობამ მიუთითა  საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრუს #47 დადგენილებაზე. სადაც, არ აღმოჩნდა ინფორმაცია 2010-2011 წელს გაცემულ პრემიებზე. დადგენილებაში არც ის კონკრეტული სია იყო, რომელიც პრემიის ოდენობასა და გაცემის თარიღს ნათელსხდიდა.

 პრესაგე.ტვ-იმ იგივე მოთხოვნით მეორედ მიმართა რუსთავის თვითმმართველობას, თუმცა თვითმმართველობის მე-2 საპასუხო წერილიც პირველის შინაარს იმეორებდა.

 11 ნოემბერს პრესაგე.ტვ-ის ჟურნალისტმა, მანონ ბოკუჩავამ საჯარო ინფორმაციის მიღება-გავცელებაში ხელის შეშლის გამო, სარჩელით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

 სარჩელის მომზადებაში პრესაგე.ტვ-ის ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რუსთავის ოფისი დაეხმარა. სასამართლოზე ჟურნალისტის ინტერესებს საიას იურისტი, მიხეილ ლურსმანაშვილი იცავს.

10 თებერვალს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა შედგა. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა მოსამართლე, ეკატერინე პართენიშვილს გააცნეს  თავიანთი არგუმენტები.

საკრებულოს იურისტებმა, ლალი მაისურაძემ და ლალი მეტრეველმა განაცხადეს, რომ პრემირებული საჯარო მოხელეების  სიები, მართლაც,  არ იყო იმ საიტზე, რომელსაც საპასუხო წერლში უთითებდნენ. მათი თქმით, პრემიები საჯაროა მხოლოდ საჯარო სამსახურში მყოფი თანამდებობის პირების. მოპასუხეები განმარტავდნენ, რომ ჟურნალისტს რიგითი საჯარო მოხელეებისგან ნებართა უნდა აიღო, თუ ისინი დართავდნენ ნებას გაცნობოდა მათ შემოსავლებს,  თვითმმართველობაც მიაწვდიდა ხსენებულ ინფორმაციას. 

რაზეც ინტერნეტ გამოცემის მოსარჩელეებმა განმარტებებვი გააკეთეს. მათი თქმით, ქვეყანაში არსებობს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, სადაც წერია, რომ ღია და საჯაროა ინფორმაცია საჯარო მოხელეთა შრომითი ანაზრაურების შესახებ, მათ შორის პრემიებზე.  განაცახეს, რომ  საჯარო მოხელე ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებს. შესაბამისად, არა თუ ჟურნალისტს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს  უფლება იცოდეს რა ანაზღაურებას და პრემიებს იღებს მის მიერ დაქირავებული საჯარო სამსახურში მყოფი პირი.

 დავის მეორე საგანი იყო ,,შკოდა-ოქტავიას” მარკის ავტომობილების საკითხი. მოპასუხე მხარემ სასამართლოს წარუდგინა აღნიშნული ბანკის წერილი, სადაც დაფიქსირებული იყო ბანკის პოზიცია. ,,ლიბერთი ბანკი”  წერილის თანახმად თვითმმართველობას სთოვდა მათ შორის დადებული ხელშეკრულება  არ გაეხადა საჯარო.

 სასამართლოს პაექრობის დროის მონაკვეთში კი თვითმმართველობის იურიტებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა, ოღონდ მხოლოდ თვითმმართველობისთვის. მოპასუხე მხარე კი თვლის, რომ ნებისმიერი გარიგება, რასაც მოყვება საბიუჯეტო თანხის ხარჯვა საზოგადოებისთვის ღია ინფორმაციაა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკატერინე პართენიშვილი  მოდავე მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტიელას 17 თებერვალს გააცნობს.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=37

Related Posts

რუსთავში მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური შპს/აიპების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას გეგმავენ

რუსთავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს, რუსთავის თვითმმართველობა მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური იურიდიული პირების  თანამშრომლებისთვის ხელფასების,...

„ალტ ინფოსა“ და ქვემო ქართლის ტელევიზია TV4-ს შორის დადებული ხელშეკრულება

ორგანიზაციამ Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი კომუნიკაციების კომისიისგან თავისი წერილის საპასუხოდ, მიიღო ინფორმაცია დოკუმენტზე, რომელზე დაყრდნობითაც დაიწყო თანამშრომლობა „ალტ ინფოსა“ და TV4-ს...

შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებს ქვემო ქართლის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორი გაეცნო

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში. სწორედ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ონლაინ შეხვედრა ქვემო...

საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ

პარტია „ევროპული საქართველო”-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ოლქის წევრობაა,...

მოწონებული და დაწუნებული არქიტექტურული მიგნებები

დავინტერესდით რუსთაველების აზრით, რომელი ახალი ნაგებობა არის ქალაქის არქიტექტურაში მათთვის ყველაზე მოსაწონი. ასევე გვაინტერესებდა, რომელი არქტიტექტურული მიგნება არის რიგითი რუსთაველებისთვის...

თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში

Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე. კომპანია...

რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის მოსახლეობას თვითმმართველობებისგან საჯარო ინფორმაცია სრულფასოვნად არ მიეწოდება

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევა სამი ბლოკისგან შედგება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება. სტატიაში ქვემო...

ქალები და მობილობა

კვლევა სახელწოდებით „ქალები და მობილობა – ქალთა ყოველდღიური გადაადგილების ასპექტები“ განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, რეგიონალური პროგრამის „მდგრადი ურბანული...

კონკურსი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამაში...

„ბორკილები“ ციხის პერსონალისთვის

კვლევა „პენიტენციური სისტემის პერსონალი“ მოამზადა ორგანიზაციამ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის.“ [ავტორი ნატალია ცაგარელი] კვლების ძირითადი მიგნებები: კანონმდებლობაში აქცენტი კეთდება მხოლოდ...

მარის არხის დასახლებაში, უკვე მერამდენე „მთავრობას“ სთხოვენ საცხოვრებელი სახლების დაკანონებას / “Mari Kanalı” məntəqəsində artıq neçənci “hökumətdən” yaşayış evlərinin qanuniləşdirilməsini tələb edirlər

რუსთავის მარის არხის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ე.წ ბარაკული ტიპისაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს შენობები დიდი ხნის წინ აშენდა...

43 წლის ფატიმა შაიბაზოვა დახმარებას ითხოვს

რუსთავში, ინტერნატების დასახლების ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში 43 წლის ფატიმა შაიბაზოვა ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. შაიბაზოვას საცხოვრებელი ,,ბინა”  3კვ.მეტრია....

რუსთავის მუნიციპალიტეტმა, 2019-2020 წლებში, ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების ნაწილის დროულად განხორციელება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსების მართვა რესურსების...

სოციალურად დაუცველი და საშუალო ფენის მრავალშვილიანი ოჯახები კვლავ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე

მრავალშვილიანი დედობა – ბედნიერებასთან ერთად უდიდეს ფიზიკურ და ემოციურ შრომასაც ნიშნავს. საქართველოში ბევრი შვილის ყოლა, თუ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ...

,,რუსთავის საპატრულო პოლიციამ დაიცადა, სანამ კარგად გვცემდნენ და შემდეგ მათ ნაცვლად ჩვენ დაგვაკავა“ – ინციდენტი რუსთავში –

22 სექტემბერს რუსთავში ,,ქართული ოცნების” პლაკატების გასაკრავად გასულ კოალიციის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებულები იხსენებენ, მათ თავდაპირველად ბოძებზე პლაკატების გაკვრისთვის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *