18.05.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

იაფი, მაგრამ არაკომფორტული – მუნიციპალური ტრანსპორტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ერთ-ერთი ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით მგაზრობა რუსთავშია. ყვითელი ავტობუსით სარგებლობისთვის რუსთაველები 20 თეთრს იხდიან, თუმცა ავტობუსების რაოდენობით უკმაყოფილოები არიან.

,, ავტობუსის ლოდინი 10-15 წუთი გვიწევს. როცა მოდის ან უკვე სავსეა, ან გზადაგზა ისე ივსება, რომ შიგნით სუნთქვა  ჭირს. ვერ ვირტყვი, რომ ეს, მხოლოდ, დღის პირველ ნახევარში ხდება. ბოლო პერიოდი, სულ ასეთი სიტუაციაა ” – ამბობს №7 ავტობუსში მჯდომი ნანა ბიწაძე.

ჩვენც დღის განმავლობაში 10სთ, 3სთ და 5სთ ვიმგზავრეთ ყვითელი ავტობუსით. ,,გადაიწიეთ”, ,,შემჭიდროვდით” – იმეორებდა მძღოლი. მგზარების სავსე ავტობუსში ახალი მგზავრის  ამოსვლა პრობლემა იყო. ასევე პრობლემა იყო გაჩერებაზე ჩამავალი მოქალაქეების გატარება. ,,წიხლით ვართ ჩატენილები” – ერთმანეთს შესჩიოდნენ მგზავრები.

,, დღეს ქალაქს 17 ავტობუსი ემსახურება. თავიდან გვყავდა 12 და შემდეგ დავამატეთ 5.  ავტობუსების გაზრდის საჭიროებაზე საუბარი მიდის, თუმცა კონკრეტულად ვერ გეტყვით როდის მოხდება მათი დამატება” – ამბობენ რუსთავის მერიაში.  კომენტარს  მერიის პრესსამსახური აკეთებს.

რუსთავის საკრებულოს ბოლო სხდომაზე – 15 თებერვალს, არ განუხილავთ მუნიციპალური ტრანსპორტის დამატების საკითხი, თუმცა ავტობუსის გაჩერებებზე    საინფორმაციო ტაბლოების განთავსებისა და  მათი პროგრამული უზრუნველყოფისთვის 93 300 ლარი გამოყვეს.

რუსთაველ მგზავრებს უახლოეს მომავალში, შეეძლებათ უკვე საინფორმაციო ტაბლოზე ადევნონ თვალყური, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ სასურველი ავტობუსის ლოდინი. 

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=71

Related Posts

რუსთავის მუნიციპალიტეტმა, 2019-2020 წლებში, ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების ნაწილის დროულად განხორციელება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსების მართვა რესურსების...

ივანიშვილთან ახლობლობა კერძო სკოლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმი” აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად ,, მილენიუმის ” 152 მოსწავლე...

გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს

დღეს, თბილისი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორუმს მასპინძლობდა ბიზნესფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები – ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი, შაჰინ მუსტაფაევი და ბიზნეს საზოგადოება...

„ქართული ოცნების“ შემომწირველების კომპანია რუსთავში, გასართობი ცენტრის მშენებლობისთვის, ხეებს ჭრის

ეს მშენებარე სავაჭრო-გასართობი ცენტრი შპს „ნიუს მოლს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი, დავით კაპანაძე 2018 წლიდან „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მას ამ დროისთვის...

დაკარგული ტრადიციები და სასუქზე დამოკიდებული ნიადაგი

თინათინ მოსიაშვილი ვახტანგისი საქართველოს სასაზღვრო სოფელია აზერბაიჯანის საზღვართან. 2014 წლის აღწერით, აქ 2375 ადამიანი ცხოვრობს. აქაურები, გარდაბნის რაიონის სხვა სოფლების...

“კომპანია RMG -ის დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი” – მწვანე ალტერნატივა

„მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია RMG – ის მუშაობის არეალში, ბოლნისისა და...

„შენ გაჰყვები გადასატან ყუთს, ყავასაც მომიდუღებ“ – დაპირისპირების შესახებ რუსთავის მე-17 საარჩევნო უბანზე (ვიდეო)

8 სექტემბერს, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა პარტია „ევროპული საქართველოდან“ ეკატერინე ისახანაშვილმა, მე-17 საარჩევნო უბანზე, მისი ინფორმაციით,...

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ამერიკელი მოხალისე

„ვიცი, რომ ერთ დღეს თეთრიწყარო სასიამოვნო მოგონებებით გამახსენდება” – ამბობს თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, მალია მულენი, რომელიც ცენტრში სამუშაოდ ამერიკის...

სოფლად მცხოვრები ქალების დღე

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება. საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს...

ხატისოფელი: სოფლად მცხოვრები ქალები და კოვიდპანდემია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხატისოფელში 420 ადამიანი სახლობს, აქედან 105 პენსიონერია, 18 წლამდე მოზარდი კი – 87.  სოფელი ორ ნაწილად არის გაყოფილი:...

ლემშვენიერა – დევნილებისა და ეკომიგრანტების სოფელში ყურადღებას ითხოვენ / Lemşveniera – qaçqınların və ekomiqrantların kəndində diqqət tələb edirlər

ლემშვენიერა – ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელი, ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელში, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეოება, 1987 წელს სვანეთიდან  ჩამოასახლეს....

ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ბედი გაურკვეველია

2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რუსთავის მერიის მიერ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. ითქვა, რომ...

ფატი შავაძე – მოქალაქეთა მონაწილეობას განაპირობებს, როდესაც მათ აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა ეძახიან და როცა პასუხობენ

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი...

საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ

პარტია „ევროპული საქართველო”-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ოლქის წევრობაა,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *