01.10.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

დმანისის მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით, ქვეყნის მასშტაბით, 33-ე ადგილზეა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით 33-ე ადგილს იკავებს. ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში კი რუსთავისა და გარდაბნის შემდეგ, მესამე ადგილზეა.

ინდექსი, მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობას და მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულებას ორ წელიწადში ერთხელ აფასებს. ბოლო შეფასების მიხედვით, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა, დმანისის მერია 24%-ი აქვს, ხოლო საკრებულოს 32%.

ადგილობრივი თვითმმართველობის იდნექსი, მუნიციპალიტეტის მუშაობის ხარისხს სხვადასხვა კრიტერიუმით იკვლევს.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის დინამიკის მიხედვით, ბოლო ანგარიშში, მერიას -6% უფიქსირდება, საკრებულო კი +2%, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით, მერიის საქმიანობის ხარისხის უარესდება, საკრებულოსი კი მცირედით უმჯობესდება.

ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დმანისის მუნიციპალიტეტს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კრიტერიუმში აქვს. დმანისის როგორც მერია, ასევე საკრებულო, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, არ აქვეყნებს შემდეგი სახის ინფორმაციებს:

  • ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას;
  • გამოცხადებული კონკურსების შედეგებს;
  • სამართლებრივი აქტებს, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების და შედეგების გასაჩივრების წესებს;
  • მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაციას;(აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო.)
  • დასაქმებულთა სამუშაოს აღწერილობის შესახებ ინფორმაციას;

დაბალი მაჩვენებელია, ასევე, შესყიდვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაში. ინდექსის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ირკვევა რომ მუნიციპალიტეტი არ აქვეყნებს, წლიური შესყიდვების შესახებ ინფორმაციას. მიუწვდომელია ასევე, მათ მიერ გამოცხადებულ შესყიდვებზე და მიმდინარე ტენდერებზე ინფორმაციაც. უცნობია, რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები.

თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, დაბალი შეფასება ფიქსირდება დმანისის მუნიციპალიტეტის, ქონების შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფაშიც. ვებგვერდზე მიუწვდომელია,  როგორც უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ დმანისს, ადმინისტრაციული ხარჯების გამოქვეყნების კრიტერიუმში 25% აქვს, მაინც ბუნდოვანია, რიგი საკითხები, რის აღმოსაფხვრელადაც, მუნიციპალიტეტს რეკომენდაციის სახით, რამდენიმე დავალება განუსაზღვრეს.

ესენია: როგორც მერიის, ისე საკრებულოს შემთხვევაში, ცალკე გამოქვეყნდეს სამივლინებო ხარჯების შესახებ შემდეგი ინფორმაცია: თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად), ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ (ცალ-ცალკე) განხორციელებულ მივლინებებზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია.

ასევე,  საიტზე თვალსაჩინო ადგილას გამოქვეყნდეს ინფორმაცია, როგორც მერიის, ისე საკრებულოს შემთხვევაში, წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ, შემდეგი სახით: რესტორნის/სასტუმროს დასახელება და ხარჯები, დამსწრეთა რაოდენობა, საჩუქრის დასახელება და ღირებულება და მიზანი.

როგორც 2021 წლის ინდექსის ანგარიშიდან ვიგებთ, დმანისის მუნიციპალიტეტი, არც სოციალური სერვისების შესახებ აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას. მუნიციპალიტეტმა, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, საჭიროა განახორციელოს შემდეგი სახის რეკომენდაცია:

გამოქვეყნდეს ყველა მოქმედი სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, ვინ არის ბენეფიციარი, დახმარების ოდენობა, მიმართვის წესი იმ სოციალურ სერვისებზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი სთავაზობს (შინ მოვლის პროგრამები, ახალშობილის ოჯახის დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახის დახმარება, სოციალურად დაუცველთა დახმარება, შშმ პირთა დახმარება, მარჩენალ დაკარგული ოჯახის დახმარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება და ან სხვა)

ისევე როგორც, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას, დმანისსაც, საკრებულოს სხდომის ოქმების გამოქვეყნების მიმართულებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ინდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტი არ უზრუნველყოფს ვებგვერდზე, საკრებულოს კომისიების, ბიუროების და საკრებულოს სხდომის ოქმების გამოქვეყნებას. ასევე, მრჩეველთა საბჭოს და დასახლების საერთო კრების ოქმების გასაჯაროებას.

გარდა ამისა, მოსახლეობის მონაწილეობა, ზემოთ აღნიშნულ სხდომებსა თუ კრებებზე არ არის სრულფასოვნად უზრუნველყოფილი. მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, წინასწარ დაგეგმილ შეხვედრებზე და იმ კონკრეტულ საკითხებზე, თუ რაზე უნდა მოხდეს მსჯელობა. აგრეთვე, არ არის უზრუნველყოფილი სხდომების ტრანსლაცია, რაც ელექტრონული მმართველობის კრიტერიუმში მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, დმანისის საკრებულოს 60% ხოლო მერიას 18%  აქვს. ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად საჭიროა, დმანისის მუნიციპალიტეტის, როგორც მერიამ, ისევე საკრებულომ გასცეს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია სრულყოფილად.

მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, თანამდებობის პირთა საქმიანობის ანგარიშების წარდგენაა. ამ მიმართულებით კი, დმანისის მერია მცირედით სჯობნის საკრებულოს. თუმცა, მერის საქმიანობის ანგარიშის კრიტერიუმი მხოლოდ 24%-ით ფასდება. საკრებულოს წევრების საქმიანობის ანგარიშების წარდგენას კი ნული  პროცენტი აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ ანგარიშების გამოქვეყნება საერთოდ არ ხდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შედეგების საპასუხოდ,  დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას, ოფიციალური წერილით მივმართეთ. საკრებულოს  წერილში ნათქვამია, რომ სხდომის ოქმები და საკრებულოს წევრების საქმიანობის ანგარიშები მუნიციპალიტეტის საიტზე კანონმდებლობის გათვალისწინებითაა განთავსებული.

თუმცა, ვებგვერდზე საკრებულოს წევრთა საქმიანობის ანგარიშების ბოლო დოკუმენტი, 2019 წლით თარიღდება.

„ გაცნობებთ, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საკრებულოების არჩევნების შედეგად არჩეული, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ, ნაწილობრივ წარმოდგენილი ანგარიშები, გამოქვეყნებულია დმანისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საკრებულოების არჩევნების შედეგად არჩეული, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ანგარიშები, წარმოდგენილი იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, რომლებიც გამოქვეყნდება ასევე მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე“ – აღნიშნულია დმანისის საკრებულოს ოფიციალურ წერილში.

რაც შეეხება დმანისის მერიას, მათ ჩვენი წერილი და კითხვები უპასუხოდ დატოვეს.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

#აკონტროლე – რუსთავის მუნიციპალიტეტის ტენდერები

რუსთავის პრობლემების ხუთეულში თუ არა, ათეულში მაინც შედის, ქალაქის საბავშვო ბაღებში არსებული ადგილების სიმცირე. ყოველ წელს, ბაღში ბავშვების რეგისტრაციისთვის, ონლაინ...

რუსთავის მუნიციპალიტეტმა, 2019-2020 წლებში, ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების ნაწილის დროულად განხორციელება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსების მართვა რესურსების...

წალკაში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა – მუნიციპალიტეტი კლიმატის ცვლილებების პირისპირ / Tsalkada orta illik temperatur artıb – bələdiyyə iqlim dəyişikliyi ilə qarşı-qarşıya

კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის ადაპტაციის ღონისძიებები – ეს ის საკითხებია, რომელზეც ევროკავშირის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, პროექტის „ეს წალკაა“...

28 ნოემბრიდან ძალაში ახალი შეზღუდვები შედის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან  31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე...

რუსთავის მერობის კანდიდატი: „ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება“

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი აცხადებს, რომ დღეს, მთელი დღის მანძილზე, რუსთავის სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან,  ამომრჩევლებზე ზეწოლა ხდებოდა....

სოციალურად დაუცველი და საშუალო ფენის მრავალშვილიანი ოჯახები კვლავ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე

მრავალშვილიანი დედობა – ბედნიერებასთან ერთად უდიდეს ფიზიკურ და ემოციურ შრომასაც ნიშნავს. საქართველოში ბევრი შვილის ყოლა, თუ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ...

ბოლნისის მერიაში „თვითმმართველობის ინდექსის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საჯარო მოხელეებისთვის „ადგილობრივ თვითმმართველობის ინდექსის“ და ბოლნისის...

რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთიში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო

რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო. უბნის თავმჯდომარის ქეთევან მიროტაძის განცახდებით, რეგისტრატორმა ამომრჩეველს შემთხვევით...

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

კუმისის ტბა გლობალური დათბობის პირისპირ

გლობალური დათბობა მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა და ამაზე მეტყველი, უკვე არაერთი მკაფიო მაგალითი არსებობს. ერთ-ერთ ასეთს,  ქვემო ქართლის რეგიონში არსებული...

გარდაბნის რაიონში თბოელექტროსადგური უნდა აშენდეს

დღეს, თბილისი საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორუმს მასპინძლობდა ბიზნესფორუმს სამივე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრები – ვერა ქობალია, ზაფერ ჩაღლაიანი, შაჰინ მუსტაფაევი და ბიზნეს საზოგადოება...

რუსთავში კვლავ „ვიგუდებით“ / Rustavidə yenidən “boğuluruq”

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა, განსაკუთრებით აქტუალურია რუსთაველებისთვის – ქვეყნის  სამრეწველო ქარხნების უმეტესი ნაწილი, რუსთავშია თავმოყრილი. საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა...

„ნებისმიერი 500 ადამიანის აცრა გვაძლევს ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს“ – ექიმი ეპიდემიოლოგი/“İstənilən hər hansı 500 adamın peyvənd olunması bir insan həyatını xilas edir” – həkim epidemioloq

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, ჩვენს ქვეყანაში, უკვე ერთ წელზე მეტია ხელმისაწვდომია და არაერთი ჩვენი თანამოქალაქეც აიცრა. თუმცა, მაინც რჩება მოსახლეობის გარკვეული...

მარნეულში ადგილობრივი ოპოზიციონერები სამართლიან არჩევნებს ითხოვენ

მარნეულში ,, ქართული ოცნების” ოფისმა დაიწყო მუშაობა. მის ოფიციალურ გახსნას ჟურნალისტები არ დასწრებიან, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ მედიას არ ჰქონდა....

თვითმმართველობის ინდექსი – ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შეფასების ინსტრუმენტი

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, რომელიც მუნიციპალიტეტების გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებას სწავლობს,  2016 წელს შეიქმნა. ინდექსის შექმნის შემდეგ უკვე სამი ეროვნული შეფასება გამოქვეყნდა,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *