14.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

#გავიგუდეთ

მსხვილი საწარმოები რუსთავის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოები ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან, ამ მედალს ორი მხარე აქვს.

ამ მეორე მხარეს უძღვნის თავის სამოქალაქო აქტიურობას, სოციალური ქსელით დაწყებული მოძრაობა „გავიგუდეთ.“

რა მიზანი აქვთ?

„ჩვენი მიზანია რუსთავში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება.

ათწლეულების წინ, როდესაც რუსთავში ყველა ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობდა იმ დროინდელმა მეწარმეებმა იცოდნენ, რომ მათი ქმედებით გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ. მეტალურგთა ქალაქი, ეს იყო ქალაქის სტატუსი, რომელიც აშენდა და დღეს ჩვენ აქ ვცხოვრობთ. თუ შევადარებთ დღევანდელ სიტუაციას იმდროინდელს დავინახავთ, რომ მაშინდელ მეწარმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა საზოგადოების და დასაქმებულების წინაშე. მწვანე საფარი, რუსთავის პარკი, ქიმიკოსთა სპორტული დარბაზი, თეატრი, სკვერი და სხვა მრავალი მათ მიერ იყო აშენებული. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნდა.

მაგალითისთვის იმ დროინდელ აზოტში დასაქმებულს უშვებნდენ მანავში, ურეკში და უტარებდნენ ათასგვარ გამოკვლევას, რათა დასაქმებული ყოფილიყო მხნედ და ჯანმრთელად, არ იყო კვების პრობლემა,  რძის გარეშე მძიმე მრეწველობა წარმოუდგენლად მიაჩნდათ იმ დროინდელ მეწარმეებს. ისინი ზრუნავდნენ მათ უსაფრხოებაზე და მათ ოჯახებზე. დღეს ეს ყველაფერი გამქრალია და თუ ადრე ქარხანას ჭირდებოდა მუშა ხელი, ახლა მუშა ხელს ჭირდება ქარხანა, არა იმისთვის რომ დოვლათი დააგროვოს ან წელიწადში ერთხელ სრულფასოვანი გამოკვლევა და გამაჯანსაღებელი სამუშაოები ჩაიტაროს, არამედ იმისთვის რომ თავი გადაირჩინოს და აღებული ხელფასი გადაააწილოს მის ჯანმრთელობაზე, კვებაზე და კომუნალურებზე, რომლის საშუალებაც მათ არ აქვთ.

რუსთავში ყოველწლიურად 1000-მდე სიმსივნის შემთხევა ფიქსირდება და ეს ციფრი ყოველ წელს იზრდება, ამას ემატება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, პნევმონია, ასთმა, ლეიკემია, აუტიზმი, ნაადრევი სიკვდილის შემთხვევები, დაბადების იმუნური სისტემის დეფექტი და სხვა მრავალი. ჩვენი ქალაქის მოსახლეობა დაავადებულია და მეწარმეები ნებით თუ უნებლიედ ამას ხელს უწყობენ. ეკოლოგიური გარემოს შეცვლა თითოეული მოქალაქის ვალი და პასუხისმგებლობაა, ყველა რუსთაველმა უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისგმებლობა ერთმანეთის მიმართ, ქალაქის და მომავალი თაობის წინაშე, რომ მათ დავახვედროთ მოწესრიგებული იფრასტრუქტურა და მწვანე საფარი“- აქტივობის მიზანს მათ გვერდზე ვკითხულობთ.

რას აკეთებენ?

აქვეყნებენ  რუსთავის საწარმოების მუშაობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს, სხვადასხვა ჯგუფებში პოპულარიზაციას უწევენ საკითხის შესახებ დისკუსიებს. მათი ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება საწარმო „ჯეოსთილი.“ აღნიშნული ვიდეოც მის მუშაობას ასახავს.

„გავიგუდეთ“ აგრძელებს კამპანიას და კრიტიკას არ აკლებს, თემაზე პასუხისმგებელ, სამთავრობო უწყებებს.

ვიდეოს და ფოტოს წყარო: მოძრაობა „გავიგუდეთ“

QvemoQartli.ge

Related Posts

„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგთა ქსელი შეიქმნა

დღეს „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ინიციატივით სასამართლოს გუშაგების ქსელის  შეხვედრა გაიმართა რუსთავში. შეხვედრას სასამართლო თემით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროექტში...

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული გზის პროექტს მოსახლეობის განსახლების გეგმა, ჯერაც, არ აქვს

დღეს, მუნიციპალური გავითარების ფონდში, რუსთავის-თბილისისი ჩქაროსნული გზის მშენებლობის, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის (გზშ) საჯარო განხილვა შედგა. შეხვედრას ორი დაინტერესებული მოქალაქე, ფონდის...

პრეკარიული შრომის გენდერული ასპექტები

„პრეკარიული შრომის გენდერული ასპექტები“ –  ამ სახელწოდების ახალი კვლევითი პუბლიკაცია, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. კვლევა, პრეკარიული შრომის მახასიათებლებისა და მისი...

,,რუსთავის საპატრულო პოლიციამ დაიცადა, სანამ კარგად გვცემდნენ და შემდეგ მათ ნაცვლად ჩვენ დაგვაკავა“ – ინციდენტი რუსთავში –

22 სექტემბერს რუსთავში ,,ქართული ოცნების” პლაკატების გასაკრავად გასულ კოალიციის აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებულები იხსენებენ, მათ თავდაპირველად ბოძებზე პლაკატების გაკვრისთვის...

რასაც მემუქრებოდნენ ის დამმართეს – ოპოზიციის დაზარალებული მხარდამჭერი (ვიდეო)

20 სექტემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერს ივანე გველესიანს, უცნობი პირი, ფიზიკურად გაუსწორდა. გველესიანი თავისტვინის შერყევით და სახის ძვლების დაზიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში...

რუსთაველ ნაციონალებს ახალი სლოგანი აქვთ: ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრიცაა და ხელახლადაცაა“

რუსთავის მერიის წინ მდებარე მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდა. მოედანი საბიუჯეტო თანხებით გაკეთდა და ახლა ირკვევა, რომ ,,გასაკეთებელი კიდევ...

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ტრენინგების კურსი შექმნა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად: „ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, ქართული ღვინის გილდიამ...

შეთანხმება – გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებისთვის

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. განცხადებაში,...

factcheck.ge – პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყალბი მტკიცებებით ამართლებს

პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყალბი მტკიცებებით ამართლებს ვერდიქტი: ყალბი ამბავი 2022 წლის 3 მარტს, პრორუსულმა გამოცემა „საქინფორმმა“ უკრაინაში...

პირველად პოლიციაში – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

პრობლემა გასული წელს,  15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მოზარდი გარდაიცვალა. ტრაგიკულ  შემთხვევას წინ...

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

თელეთი – მუნიციპალური ტრანსპორტის და სასმელი წყლის მოლოდინში/Teleti – bələdiyyə nəqliyyatı və içməli su gözləntisində

2014 წლის აღწერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში 890 ადამიანი ცხოვრობს.  ამ სოფელშიც, ისევე, როგორც ქვეყნის არა ერთ დასახლებაში,  სიკვდილიანობის...

ინდექსის თანახმად გარდაბნის მერიას გამჭვირვალობაში თავისი მუნიციპალიტეტის საკრებულო სჯობნის

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ვალდებულება, მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირებაა.  ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობას ჰქონდეს პასუხი ყველა კითხვაზე....

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

ევროკავშირი აქტიური ადამიანებისა და საინტერესო იდეების მხარდასაჭერად საქართველოში

2020 წლიდან პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისა...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *