09.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ბოლნისის მერიაში „თვითმმართველობის ინდექსის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საჯარო მოხელეებისთვის „ადგილობრივ თვითმმართველობის ინდექსის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის, 2021 წლის, ინდექსის შედეგების გაცნობა/გაანალიზება. შეხვედრაზე, თვითმმართველობის ექსპერტმა მერაბ ცინდელიანმა მონაწილეებს გააცნო „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი“, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც  წარმოაჩენს, თვითმმართველი ერთეულების მიღწევებს და არსებულ გამოწვევებს. ინდექსის 2021 წლის შედეგების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩამორჩება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს და მისი შედეგები ამგვარია:

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – 12%;

ელექტრონული მმართველობა – 21%;

მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება – 3%;

შეხვედრაზე აღნიშნული სამივე კომპონენტი განიხილეს. ექსპერტი განმარტავდა, რომ რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფორმაციის არ/ვერ გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც როგორც მერიის ასევე საკრებულოს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი უარყოფითად არის შეფასებული.

ბოლნისის მერიის წარმომადგენლებს ექსპერტმა განუმარტა, რომ თვითმმართველობის ინდექსის იდეა და ყველაფერი რასაც აღნიშნული მექანიზმი აკვირდება, მიმართულია მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებისა და ანგარიშვალდებულების ზრდისთვის.

ღონისძიებაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც თვითმმართველობის ექსპერტთან ერთად, მოამზადებს გეგმა-გრაფიკს, ინდექსის გასული წლის ყველა უარყოფითი მონაცემის გამოსწორებისა და შესაბამისი ღონისძიების გატარებისთვის.  სამუშაო ჯგუფი მერიის თანამშრომლებისგან შედგენა და მუშაობას მომავალი კვირიდან იწყებს.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროქტის ფარგლებში: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის“, რომელსაც ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ ახორცილებს პარტნიორობით „ბოლნისის ზრდასრულთა განთლების ცენტრთან“ ერთად.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთადსაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

სოციალური საცხოვრისი – ჩაკეტილი წრე უსახლკარობასა და სუსტ მხარდამჭერ პროგრამებს შორის / Sosial mənzil – evsizlik və zəif dəstək proqramları arasında qapalı dairə

რუსთავში, ორი წლის წინ გახსნილ სოციალურ საცხოვრისში 52 ოჯახი ცხოვრობს. მათ საცხოვრისით სარგებლობის მინიმალურ ვადად, 2 წელი განუსაზღვრეს. შემდგომი ვადის...

ლემშვენიერა – დევნილებისა და ეკომიგრანტების სოფელში ყურადღებას ითხოვენ / Lemşveniera – qaçqınların və ekomiqrantların kəndində diqqət tələb edirlər

ლემშვენიერა – ეკომიგრანტებით დასახლებული სოფელი, ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელში, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებული მოსახლეოება, 1987 წელს სვანეთიდან  ჩამოასახლეს....

გარდაბანში ვაქცინის გაკეთებას არ ჩქარობენ

17 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ დაიწყო. კლინიკას ვაქცინის 100 დოზა გადასცეს. აღნიშნული რაოდენობიდან, 23 მარტის...

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ოპოზიციური პარტიებით და მედიით უკმაყოფილოა

26 აგვისტოს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, ყველასთვის მოულოდნელად, ხმაურიანი გამოდგა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა უკმაყოფილება გამოთქვა, მისი...

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება – რეალური თვითმმართველობისთვის

QvemoQartli.ge-ე აგრძელებს მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის  შესასწავლად. დღეის მდგომარეობით არსებობს რეფორმისმხოლოდ გასული წლების, 2019-2020 წლების, სამოქმედო გეგმა. შესაბამისად,ყურადღებასაც მის...

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერი და ტექნიკური მოთხოვნა, რომელსაც მხოლოდ ერთი კომპანია გაუმკლავდა

QvemoQartli.ge რუსთავის მერიას ორი კითხვით მიმართა, პირველი რატომ ჩაატარა ორ მილიონზე მეტის ღირებულების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი აუქციონის გარეშე? და რა ლოგიკით გამოთვალა სატენდერო პირობებში ჩაწერილი 7 925

სოფლად მცხოვრები ქალების დღე

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნება. საქართველოში ისე როგორც მთელს მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად ითავსებენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს...

პრეკარიული შრომის გენდერული ასპექტები

„პრეკარიული შრომის გენდერული ასპექტები“ –  ამ სახელწოდების ახალი კვლევითი პუბლიკაცია, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. კვლევა, პრეკარიული შრომის მახასიათებლებისა და მისი...

ასურეთი – მთავარი გამოწვევა ისევ ძალაშია

თუ ოფიციალურ მონაცემებს ვენდობით, დაახლოებით ათასამდე ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის დასახლებაში.ასურეთი, თეთრიწყაროს სოფლების უმრავლესობასავით ერისა და ბერისგან დავიწყებული არ...

თეთრიწყაროში სოციალური თემატიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამუშაო ჯგუფში ელიან

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორცილებს და მისი...

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს (R)

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს....

მოსახლეობა ჯანდარის ტბაზე ბადით თევზაობის უფლებას ითხოვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში 1987 წელს, სვანეთის სტიქიის შედეგად ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. დასახლებაში ერთმანეთის მსგავსი ერთი და ორსართულიანი სახლებია. ოდესღაც...

ადმინისტრაციული ხარჯები და ინფორმაცია მუნიციპალიტეტების შპს/აიპების შესახებ – თვითმმართველობების უცვლელი გამოწვევა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შემუშავდა პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის – მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება...

რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყაროს საკვირაო სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის – ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში.  პროექტის მიზანია გაზარდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა სოფელ წინწყაროს...

ხშირად დასმული კითხვები COVID-19-თან დაკავშირებით // Covid-19 haqqında tez-tez verilən suallar

1) რა არის კორონავირუსი? კორონავირუსები   ვირუსების  დიდი  ოჯახია, რომელიც   ფიქსირდება   ადამიანასა   და  ცხოველში. ადამიანებში   ცნობილია   კორონავირუსის   რამდენიმე   ტიპი, რომელიც   სასუნთქი  ...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *