01.10.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს.

ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:  ქორწინების განმარტება კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების უფლება, ფემიციდი, პროკურატურის რეფორმა, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები სიძულვილის ნიადაგზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თანამდებობის დატოვება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, სამართალდამცველთა სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება, არჩილ ტატუნაშვილის საქმე, თამარ მეარაყიშვილის საქმე, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ე.წ. ციანიდის საქმე, ყოფილი გენერალური აუდიტორის საქმე, აფგან მუხთარლის საქმე, მირტაგი ასადოვის საქმე,  ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის წარმოშობილი დავები, მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია და სხვა, გასული წლის, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც კვეთს ადამიანის უფლებებს.

ანგარიშის ძირითადი სამართლებროივი შეფასებები ამგვარია:

„საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, 2018 წლიდან, 30-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამ საკითხთან დაკავშირებით, საყურადღებოა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული ჩანაწერი არ უნდა იქნეს აღქმული იმ ფორმით, რომ იკრძალებოდეს ერთი და იმავე სქესის მქონე პარტნიორთა შორის კავშირი.“

„საქართველოს პარლამენტმა დღემდე ვერ ასახა ფემიციდის დეფინიციასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის საერთაშორისო განმარტებაა: „ქალების მკვლელობა იმიტომ, რომ ისინი ქალები არიან“. პრაქტიკაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ფემიციდის შემთხვევების გამოვლენისას გენდერული მოტივის იდენტიფიცირება წარმოადგენს.“

„ 2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის – ადამიანის უფლებათა ცენტრმა, დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მთავარი პროკურორის არჩევას რეფორმირებული საპროკურორო საბჭოს მიერ. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში პროკურორების რაოდენობა იმგვარად, რომ მათ ვერ შეძლონ საბჭოს გადაწყვეტილებების ბლოკირება, როგორც ეს ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების მიერ. აღნიშნულ თემაზე 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც საუბრობს საპროკურორო საბჭოს მოწყობასა და ფუნქციებთან დაკავშირებით. დასკვნაში მკაფიოდ არის ასახული მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების საჭიროება. დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია პროკურატურის დეპოლიტიზების აუცილებლობაზე, ასევე საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესზე, რომელიც ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანონპროექტს და მკაფიოდაა ჩამოყალიბებული რეკომენდაცია, რომ საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში აუცილებელია მძლავრად იქნეს წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოება.“

„სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა 2018 წელსაც ვერ მიიღეს სამართლებრივიშედეგი საქმეებზე, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულ პირთა მიმართ სავარაუდოდ განახორციელეს ძალადობა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.“

„2018 წელს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი გახდა 35 წლისარჩილ ტატუნაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 22 თებერვალს დააკავა 2008 წლის ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის გეგმის ბრალდებით. საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მტკიცებით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკითხვისას ციხეში წამებით მოკლეს. სეპარატისტული რეჟიმის მტკიცებით კი, სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. 2018 წლის აპრილში ადამიანის უფლებათა ცენტრმა და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას და მოუწოდეს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით, გამოყენებულიყო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარდგენილიყო სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოდან სტრასბურგის სასამართლოში ორი საჩივარი გაიგზავნა. სახელმწიფოთაშორისი სარჩელით – საქართველო, ხოლო ინდივიდუალური სარჩელით რუსეთს არჩილ ტატუნაშვილის მშობლები, გიორგი და რუსუდან ტატუნაშვილები უპირისპირდებიან.“

„თამარ მეარაყიშვილის საქმე საერთაშორისო უფლებადამცველიორგანიზაციების ყურადღების ქვეშ მოექცა. მნიშვნელოვანია, საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა გამოიყენონ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამცველებს და აქტივისტებს არ ექმნებოდეს დაბრკოლებები.“

„ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ როგორც საზოგადოებას, ასევე შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებს დაანახა, რომ პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი. აუცილებელია, გადაიდგას ნაბიჯები საკანონმდებლო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად. ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის არასათანადო გამოძიებამ მნიშვნელოვნად დააზიანა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი.“

„დეკანოზ გიორგი მამალაძეს ორივე ინსტანციის სასამართლოში წაერთვადასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება. მის მიმართ არსებითად დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა. სახელმწიფომ არ შეასრულა პოზიტიური ვალდებულება, სამართლიანად დაეცვა დაკავებული პირის საპროცესო უფლებები, რაც საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ყველა ეტაპზე გამოვლინდა. “

„ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისივე თანაშრომლების შესაძლო დანაშაულის საქმეზე თავადვე ჩაატარა ოთახისჩხრეკა/ამოღება, რითაც გამოძიების დამოუკიდებლობის ობიექტურობის პრინციპი დაირღვა. ჩხრეკა-ამოღების პროცესის შედეგად თითქოსდა ამოღებული ხელყუმბარა სუს-მა გაანადგურა, მაშინ როდესაც ის იყო მნიშვნელოვანი მტკიცებულება. შეუძლებელი გახდა ასევე დანაშაულის ადგილზე სროლის მანძილის გაზომვა. ოჯახის წევრებისა და უფლებადამცველების ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილს დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. თავში დაჭრილი ახალგაზრდა თბილისის საავადმყოფოში გარდაიცვალა რამდენიმედღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ. ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე ეფექტიანი და ობიექტური, სრული, ყოველმხრივი გამოძიების ჩატარება.“

„სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მედიის თავისუფლება. შემაშფოთებელია,ცალკეულ შემთხვევებში ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტები. ერთ-ერთი ფაქტი მოხდა მაშინ, როდესაც „კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა, რა დროსაც გადამღებ ჯგუფს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახელმწიფომ სხვადასხვა სამართლებრივი ინსტრუმენტებით უნდა უზრუნველყოს, ხელი არ შეეშალოს მედიისა და მედიის წარმომადგენლების საქმიანობას. „

ანგარიში სრულად:  ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2018

QvemoQartli.ge

Related Posts

„ანიდაბანი“ ქართული ენის შემსწავლელი აპლიკაცია

„ანიდაბანი“ ქართული ენის შემსწავლელი აპლიკაციაა, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის შეიქმნა. იდეის ავტორი 33 წლის გვანცა სიხარულიძეა. აპლიკაციის შესახებ, ის...

ევროკავშირის მხარდაჭერით რეგიონებში მიმდინარე პროექტი საჯარო და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ცდილობს

26 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელმოწერით HEKS-EPER...

თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში

Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე. კომპანია...

ბოლნისის მერიაში „თვითმმართველობის ინდექსის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საჯარო მოხელეებისთვის „ადგილობრივ თვითმმართველობის ინდექსის“ და ბოლნისის...

წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს  „სამართლიანი არჩევნები“. სექტემბრის თვეს ორგანიზაციამ გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7;...

ინდექსის თანახმად გარდაბნის მერიას გამჭვირვალობაში თავისი მუნიციპალიტეტის საკრებულო სჯობნის

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ვალდებულება, მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირებაა.  ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობას ჰქონდეს პასუხი ყველა კითხვაზე....

კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქრება

საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა....

ელექტრონული მმართველობის დანერგვის კუთხით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების შედეგი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის საშუალო მაჩვენებელი 32%-ია, რაც ზუსტად იმეორებს 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს

რუსთავში სანიაღვრე სისტემის მოსაწესრიგებლად 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა ქალაქი უხვნალექს მაინც ვერ უმკლავდება

2015 წლის 23 მარტს, რუსთავში ქალაქის სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად 960 000 ლარის ღირებულების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მაშინ რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლება...

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები – ერთნაირი სამუშაო განსხვავებული შრომის პირობები

კანონის წინაშე, ყველა ადამიანი თანაბარი უფლებით სარგებლობს. თუმცა, ხშირად ეს უფლება, სწორედ კანონის მეშვეობით ირღვევა. ამის, მაგალითი შეიძლება იყოს, საჯარო...

“განსაკუთრებით ბევრი დარღვევა მარნეულის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა”- ადამიანის უფლებათა ცენტრი

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩევნების დღის მონიტორინგს ახორციელებდა ქვემო ქართლის რეგიონში. საარჩევნო მარათონის დასრულების შემდეგ, ცენტრმა გაანალიზა დარღვევების მასშტაბი, მათი...

IRI – არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული

IRI – არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული საერთაშორისო...

ინტერვიუ რუსთავის “ოპოზიციური საკრებულოს“ თავმჯდომარესთან

ინტერვიუ რუსთავის “ოპოზიციური საკრებულოს“ თავმჯდომარე, ნოდარ შეროზიასთან თანამშრომლობის სირთულეები რუსთავის მერიასთან – კომუნიკაცია მხოლოდ ოფიციალური, წერილობითი ფორმით; ვიწრო პარტიული ინტერესები...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *