26.11.2020 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ცრუ მედია ორგანიზაციები, ანონიმური გვერდები, პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაცია – სოციალური მედიის უახლესი მონიტორინგი/sosial medianın son dövrə olan monitorinqi

ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებას სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები გააცნო. დოკუმენტი ანგარიშის სახითაა მომზადებული და მოიცავს საქართველოში სოციალური მედიის სივრცეში 2020 წლის არჩევნების წინა პერიოდში მიმდინარე ძირითადი ტენდენციების ანალიზს. კერძოდ, ანგარიშში აღწერილია ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ოფიციალური გვერდების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ოფიციალური გვერდების აქტივობა, ასევე პოლიტიკური მიზნით მოქმედ ანონიმურ გვერდებზე დაკვირვების შედეგები და სხვა მნიშვნელოვანი ტენდენციები. ანგარიშში გაანალიზებულია 2020 წლის 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. „სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგი ძირითადად, მოიცავს „ფეისბუქს“, თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია „ინსტაგრამსა“ და „ტიკ-ტოკზე“ მონიტორინგის შედეგად გამოკვეთილი მიგნებები.

ძირითადი მიგნებები

საანგარიშო პერიოდში „სამართლიანი არჩევნები“ 700-მდე „ფეისბუქ“ გვერდს აკვირდებოდა. მათშორის, ამ ანგარიშში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ გვერდებს, რომლებიც თავისი ქცევიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პროცესებსა და ამომრჩეველთა განწყობებზე ზემოქმედების მიზნით ანონიმურად აქტიურობდნენ. კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა:

  • ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 გვერდი;
  • მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 32 გვერდი;
  • ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 10 გვერდი;
  • ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის 2 გვერდი;
  • ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 16 გვერდი;
  • ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი.

დაკვირვების ქვეშ იყო, ასევე, „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდი. აღნიშნულ ყველა კატეგორიის გვერდებზე, ჯამში, „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორებმა 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოქვეყნებული 14,290 პოსტი გააანალიზეს.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას, „სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა პოლიტიკური პარტიების 309 „ფეისბუქ“ გვერდს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების 117 გვერდს და პოლიტიკური ლიდერების 26 გვერდს. მონიტორინგი ასევე მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობების 127 ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდს.

პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები ოფიციალური კამპანიისთვის „ფეისბუქს“ აქტიურად იყენებენ, ზოგიერთი მათგანი კი აქტიურია სოციალურ მედიის სხვა პლატფორმებზეც.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში „ფეისბუქზე“ აქტიური იყო არჩევნებში რეგისტრირებული 39 პოლიტიკური პარტიის ოფიციალური გვერდი. 17 პარტია კამპანიას რამდენიმე „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით წარმართავდა. მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“ 85, ქართული ოცნება“ – 59, „ლელო“ – 39, „ევროპული საქართველო“ კი 30 გვერდით სარგებლობდა. „ფეისბუქის“ აქტიური გვერდი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის 117 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს. მათ შორის 114 პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ხოლო სამი (ანა დოლიძე, ბიძინა გეგიძე, ენზელ მკოიანი) საინიციატივო ჯგუფების კანდიდატია.

„ფეისბუქის“ გარდა, პოლიტიკური პარტიების, ლიდერებისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის აქტიურად იყენებს „ინსტაგრამის“, „ტელეგრამის“, „ვაიბერისა“ და „ტიკ-ტოკის“ პლატფორმებსაც. ზაფხულის პერიოდში „ინსტაგრამზე“ პოლიტიკური რეკლამები ყველაზე ხშირად პოლიტიკურ პარტიებს შორის „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, კანდიდატებსა და ლიდერებს შორის კი ინსტაგრამზე გიორგი ვაშაძემ, კახა ოქრიაშვილმა, და მამუკა ხაზარაძემ განათავსეს.

საარჩევნო კამპანიისთვის „ტელეგრამის“ არხით გიორგი ვაშაძე და პარტია „თავისუფალი საქართველო“ სარგებლობდნენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი იყენებდა „ვაიბერის“ ჯგუფსაც. „ტიკ-ტოკის“ პლატფორმა კი, ამ ეტაპზე, პარტია „გირჩისა“ და მისი ერთ-ერთი ლიდერის – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ გამოიყენება.

ადგილობრივი თვითმმართველობების „ფეისბუქ“ გვერდებზე მმართველი პარტიის სასარგებლო ირიბი აგიტაცია შეინიშნება.

 „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში შეისწავლა ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების 127 ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც მუნიციპალიტეტების „ფეისბუქ“ აქტივობაში აგიტაციის ნიშნები პრაქტიკულად არ ყოფილა, 2020 წელს სურათი შეცვლილია და შეინიშნება ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ირიბი აგიტაცია. კერძოდ, 18 გვერდმა გააზიარა პოსტი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ, სადაც ბიძინა ივანიშვილი სახელობითადაა ნახსენები, როგორც StopCov ფონდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი, ასევე, მუნიციპალიტეტებმა 133 გამოქვეყნებულ პოსტში გამოიყენეს ჰეშთეგი #გაიგერაკეთდება, რაც ეხმიანება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ „ფეისბუქ“ გვერდს „რა კეთდება“, რომელზე გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი დასპონსორებულია და თანხის გადამხდელად პარტია „ქართული ოცნება“ არის მითითებული.

ინტენსიურად გრძელდება არაოფიციალურ, ანონიმურ “ფეისბუქ“ გვერდებზე წარმოებული პოლიტიკური დისკრედიტაციის კამპანიები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ზაფხულის თვეებში ქართულ „ფეისბუქ“ სივრცეში კვლავ მძლავრი იყო ანონიმურ „ფეისბუქ“ გვერდებზე წარმართული დისკრედიტაციული კამპანიები. დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი ანონიმური გვერდების კოორდინირებული საქმიანობა გამოიხატება მათ მიერ წარმოებულ მწყობრ დამაზიანებელ, ორგანიზებულ საინფორმაციო კამპანიებში, რომელიც მიმართულია პოლიტიკური მოვლენის, პარტიის, პოლიტიკოსის, მედია საშუალების, სამოქალაქო აქტივისტისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამომრჩევლებში მათ მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბებას ან/და გაღვივებას. დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება სხვადასხვა სახის ტაქტიკა, რაც „ფეისბუქ“ გვერდების მათი ტაქტიკის მიხედვით კლასიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა – ყველაზე ხშირია ღიად დისკრედიტაციული „ფეისბუქ“ გვერდები; მეტწილად ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება ასევე ცრუ მედია გვერდები; შეფარული დისკრედიტაციის ტაქტიკა გამოიყენება ცრუ მხარდაჭერის გვერდებზე.

დისკრედიტაცია გამოიყენება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის/ხელისუფლების წინააღმდეგ.

ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდები უფრო მეტ პოსტს ავრცელებენ, მაგრამ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული პოსტების ჯამური ინტერაქცია უფრო მაღალია.

დისკრედიტაციის ნაკადები მიემართება როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (ენმ) და ზოგადად ოპოზიციას, ისე მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას. 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდში ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ ანონიმურ ღიად დისკრედიტაციულ, ცრუ მედიისა და ცრუ მხარდაჭერის გვერდებზე, ჯამში, 3,411 პოსტი გამოქვეყნდა, ხოლო „ქართული ოცნების“/ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე, იმავე პერიოდში, 5,593 პოსტი განთავსდა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი გვერდები უფრო მეტს პოსტავდნენ, ენმ-სა და ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი გვერდების პოსტებზე ინტერაქია (რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამი) – 740,568 იყო, რაც აჭარბებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული გვერდების პოსტებზე ჯამურ ინტერაქციას 676,006. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი გვერდების მიერ პოსტების ხშირი დასპონსორებაა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში „ფეისბუქზე“ ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით 69 გვერდი მოქმედებდა.

მათგან 37 ოპოზიციის (გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“) ორგანიზებულ დისკრედიტაციას ეწეოდა. 32 გვერდი, ძირითადად, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას მიმართავდა, თუმცა ზოგ შემთხვევაში მათი პოსტები ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგაც იყო მიმართული (გარდა „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პარტიებისა).

ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედი გვერდები ორგანიზებულობის და კოორდინირებულობის ნიშნებს ამჟღავნებს.

მათი ძირითადი სამიზნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, თუმცა ისინი ასევე ეწევიან „ევროპული საქართველოს“, და სხვა ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“.

37 გვერდი, რომელიც ძირითადი ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაციას ეწევა, ორგანიზებულად და მწყობრი ტაქტიკით, კარგად დამუშავებული ფოტო-ვიდეო მასალების გამოყენებით მოქმედებს.

კოორდინირებულ გვერდებზე თითქმის ერთდროულად ვრცელდება ერთი თემატიკის პოსტები, რომლებსაც სხვადასხვა სიტყვებით გამოხატული საერთო გზავნილები ახლავს. პოსტების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, დასპონსორებული იყო ან ყალბი ანგარიშების გამოყენებით გაზიარდა მრავალათასიან ჯგუფებში, რაზეც პოსტების არაბუნებრივად მაღალი ინტერაქცია მიუთითებს.

„ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი კოორდინირებული ანონიმური მადისკრედიტირებელი გვერდების მთავარი სამიზნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილია. პოსტების მთავარი გზავნილია სააკაშვილი და მისი პარტია წარმოჩნდეს, როგორც ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედი, რომლის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ძალადობა და შურისძიება გარდაუვალი რეალობა იქნება. პოსტების დიდი ნაწილი მიმართულია ამ პარტიის და მისი ლიდერის აბუჩად აგდების და გამასხარავებისკენ, ძირითადად, მისი საქართველოში დაბრუნების დაპირებებთან დაკავშირებით. გარკვეულწილად, ამ გვერდების სამიზნე პარტია „ევროპული საქართველო“ და მისი ლიდერებიც არიან. მათ წინააღმდეგ გამოწვეყნებული პოსტების უმეტესობა მიზნად ისახავს „ევროპული საქართველოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად წარმოჩენას. „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედი კოორდინირებული ანონიმური გვერდების ერთ-ერთ ტაქტიკას წარმოადგენს დისკრედიტაციის ინსტრუმენტად სატელევიზიო არქივის ვიდეოების გამოყენება, რომელიც მიემართება ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიას თუ პოლიტიკურ ლიდერს, „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა.

საარქივო ვიდეო-მასალების მანიპულაციურად გავრცელება ძირითადად, საზოგადოებრივი აზრის ორი მიმართულებით ჩამოყალიბებას ემსახურება.

წინა ხელისუფლებაში მყოფი ყველა პოლიტიკოსი წარმოჩნდეს როგორც „რეჟიმის“ წარმომადგენელი და წაიშალოს ზღვარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებს/ლიდერებს შორის, რომლებიც ამჟამად აღარ წარმოადგენენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“;

ის პარტიები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ოპოზიციაში იყვნენ და ამჟამად ამა თუ იმ ფორმით თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებულ, ორპირ და უპრინციპო პოლიტიკოსებად წარმოჩინდნენ. ამ მიზნით ხშირად ქვეყნდება მანიპულაციური ვიდეო მასალები სადაც, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, პოლიტიკოსების წარსულში და აწმყოში გაკეთებული განცხადებების კონტრასტია ნაჩვენები. ამ მიზნით გამოქვეყნებულ ვიდეოებს საანგარიშო პერიოდში ჯამურად 16 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდათ.

ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე ორგანიზებული და კოორდინირებული კამპანია ნაკლებად შეინიშნება.

ამ ტიპის გვერდებზე დისკრედიტაციის კამპანია უმეტესად ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობს, რისთვისაც დაბალი ხარისხის ფოტო მონტაჟები გამოიყენება. ხშირია, აგრეთვე ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო მასალების გავრცელება და მათზე დაყრდნობით ხელისუფლების კრიტიკა. ამ ტიპის გვერდებზე ხშირად ზიარდება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებისა და აქტივისტების სტატუსები.

ხშირია პოსტები გლობალურ პოლიტიკაზე, სადაც, ძირითადად, პუტინის და კრემლის პოლიტიკის მიუღებლობაა გამოხატული. ანონიმური დისკრედიტაციის გვერდების გარდა, დისკრედიტაციას ეწევა ასევე ბაკურ სვანიძის მიერ მართული „ფეისბუქ“ გვერდების ქსელი, რომელიც ღიად გამოხატავს „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერას. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ბაკურ სვანიძის გვერდებზე საანგარიშო პერიოდში 1,210 პოსტი გამოქვეყნდა, რომელთა უმრავლესობა მიმართულია ოპოზიციური პარტიების და სატელევიზიო მედია საშუალებების დისკრედიტაციისკენ, ხოლო პოსტების მცირე ნაწილი ასევე ეთმობა „ქართული ოცნების“ კრიტიკასაც.

ზოგიერთ შემთხვევაში, დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება სექსისტური და ჰომოფობიური გზავნილები.

 „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში, ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების სამიზნე ქალი პოლიტიკოსები ხშირად იყვნენ გენდერული ნიშნით თავდასხმის ობიექტები. ქალი პოლიტიკოსების და რიგ შემთხვევებში მედიის წარმომადგენელთა დაკნინების მცდელობა უკავშირდება მხოლოდ გენდერს. ამ მხრივ, ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებთან ერთად თავდასხმის ობიექტები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ცალკეული ანონიმური დისკრედიტაციული გვერდები მედია საშუალებების წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჰომოფობიურ გზავნილებს აქვეყნებენ.

ცრუ მედიის ტაქტიკა ოპოზიციის, მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გამოიყენება.

ღია დისკრედიტაციის გარდა, ოპოზიციის, მედია საშუალებების და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ასევე წარიმართება ცრუ მედიის გვერდების გამოყენებითაც. ცრუ მედიები თავს საინფორმაციო სააგენტოდ წარმოაჩენენ, რეალურად კი სიახლეებს შერჩევითად, პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად აზიარებენ. საანგარიშო პერიოდისთვის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებულია 10 ცრუ მედია გვერდი, რომლებიც პრო-სახელისუფლებო და ანტი ოპოზიციურ გზავნილებს ავრცელებენ. კერძოდ, 10 ცრუ მედია გვერდი ამ გვერდებს ჯამში 25,477 გამომწერი ჰყავთ. 1 ივნისიდან – 31 აგვისტოს ჩათვლით, შესწავლილ გვერდებზე სულ 1,108 პოსტი გამოქვეყნდა. ცრუ მედია გვერდები მხოლოდ „ქართული ოცნებას“ წარმოაჩენენ დადებით ჭრილში. ნეგატიური პოსტების უმრავლესობა კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიემართება. სხვა ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციის გზავნილები, დიდწილად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-სთან წარსულ კავშირს თუ ამჟამინდელ თანამშრომლობას ეხება. „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო განწყობა არცერთ პოსტში გამოიხატება. ნეგატიური პოსტები ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს მიემართება. პარალელურად, დადებითი განწყობა გამოიხატება „რუსთავი 2“-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და „ტვ იმედის“ მიმართ.გვერდებზე ყველაზე ხშირად წყაროდ imedinews.ge-ს იყენებენ.

ცრუ მედია გვერდები პოსტებს ინტენსიურად ასპონსორებენ, თუმცა პოლიტიკური რეკლამის ხარჯების სათანადო დეკლარირებას არ ახდენენ და „ფეისბუქის“ რეგულაციებისთვის თავის არიდებას ცდილობენ.

ცრუ მედია გვერდების მოქმედების ძირითად ტაქტიკას სიახლეების დასპონსორება წარმოადგენს. საქართველოში ფეისბუქის პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის ამოქმედების შემდეგ (7აგვისტო), საანგარიშო პერიოდში პოსტის დასპონსორებისას არც ერთ გვერდს ჰქონია დართული სავალდებულო შენიშვნა (disclaimer) ფინანსური ხარჯების და გადამხდელის ვინაობის შესახებ. გვერდების აქტივობის საშუალო მაჩვენებელი იკლებს „ფეისბუქ“ რეკლამების წესების ამოქმედების შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, გვერდების მიერ, მეტი გამჭვირვალობის ვალდებულების თავიდან არიდებასთანაა დაკავშირებული. საგულისხმოა, რომ ცრუ მედიის გვერდებზე პოლიტიკური რეკლამები ხშირად სავალდებულო რეკვიზიტების გარეშე ქვეყნდება და პოლიტიკურ რეკლამებად არ არის იდენტიფიცირებული.

სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, „ფეისბუქზე“ მოქმედებენ, როგორც მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის, ისე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი გვერდები.

ისინი, ძირითადად, კონკრეტული პარტიის ან პოლიტიკოსის სასარგებლოდ პოლიტიკურ პიარს ეწევიან; ამავე დროს, აწარმოებენ ნეგატიურ კამპანიასაც ოპონენტების წინააღმდეგ. ორგანიზაციის დაკვირვებით, ივნისი-აგვისტოს პერიოდში მხარდამჭერი გვერდები მოქმედებდნენ „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს მთავრობის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების, გიორგი ვაშაძის, „გამარჯვებული საქართველოს“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „გირჩისა“ და „ქართული იდეის“ სასარგებლოდ. როგორც დისკრედიტაციის, ასევე პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის მიზნით, გარდა

„ფეისბუქ“ გვერდებისა, აქტიურად გამოიყენება „ფეისბუქ“ ჯგუფებიც პოლიტიკური მიზნით მოქმედი ანონიმური პირები დისკრედიტაციული გზავნილების გასავრცელებლად აქტიურად იყენებენ „ფეისბუქ“ ჯგუფებს. ჯგუფები, მათში გაერთიანებული მომხმარებლების რაოდენობის გათვალისწინებით, პროპაგანდის და დეზინფორმაციის სწრაფად გავრცელების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შეიძლება აღმოჩნდეს და საინფორმაციო სივრცის დაცვის ახალ გამოწვევას წარმოადგენს. ღიად დისკრედიტაციული „ფეისბუქ“ ჯგუფები, ძირითადად, ორი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოქმედებს, თუმცა დისკრედიტაციის სამიზნეები სხვა ოპოზიციური პარტიებიც ხდებიან. მხარდამჭერ ჯგუფებს შორის, ყველაზე მეტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული. სულ ასეთი 58 საჯარო ჯგუფია აღმოჩენილი, რომელთაც ჯამში 391,491 წევრი ჰყავთ. პარტია „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულია 33 ჯგუფი, სულ 369,172 წევრით. „სტრატეგია აღმაშენებელს“ 15 მხარდამჭერი ჯგუფი აქვს, რომელთა წევრების რაოდენობაც 20,334-ის ტოლია. დაინტერესებული პირები, მხარდამჭერი ჯგუფების გარდა, სიახლეებს სხვა თემატიკის ირგვლივ შექმნილ ჯგუფებშიც ავრცელებენ. პოსტების გასაზიარებლად გამოიყენება არაავთენტური და ნამდვილი პროფილები. ზოგადი შინაარსის ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისას, პროპაგანდის სამიზნე ფართო აუდიტორიაა. მსგავს ჯგუფებში პოსტების გაზიარებამ, ფაქტობრივად, პოსტის რეკლამირების ფუნქცია ჩაანაცვლა.

Saxta media təşkilatlar, anonim səhifələr, siyasi partiyaların nüfuzdan salınması – sosial medianın son dövrə olan monitorinqi

“Ədalətli Seçkilər” təşkilatı ictimaiyyətə sosial media monitorinqinin nəticələrini təqdim edib. Sənəd hesabat şəklində hazırlanıb və Gürcüstanda sosial media sahəsində 2020-ci il seçkilərindən əvvəlki dövrdə aparılan əsas tendensiyaların analizini əhatə edir. Konkret olaraq, hesabatda əsas siyasi partiyaların və namizədlərin, yerli özünüidarə orqanlarının rəsmi səhifələrinin fəallığı, eləcə də siyasi məqsədlə çalışan anonim səhifələrin müşahidəsinin nəticələri və başqa əhəmiyyətli tendensiyalar yer alıb. Hesabatda 2020-ci ilin 1 yanvar tarixindən 31 avqust tarixinə qədər olan dövr analiz edilib. “Ədalətli Seçkilər”-in sosial media monitorinqi əsasən “Facebook”u əhatə edir. Ancaq hesabatda “İnstaqram” və “Tik-tok”-da monitorinq nəticəsində müəyyənləşdirilən tapıntılar da qeyd olunub.

Əsas tapıntılar

Hesabat dövründə “Ədalətli Seçkilər” 700-ə yaxın “Facebook” səhifəsini müşahidə edib. Onlardan, bu hesabatda öz hərəkətindən irəli gələrək siyasi proseslərə və seçicilərə təsir etmək məqsədi ilə anonim fəallıq göstərənlərə xüsusi diqqət ayrılıb. “Ədalətli seçkilər” aşkarlayıb:

  • Müxalifətə qarşı açıq ayrı-seçkilik (diskriminasiya) edən – 37 səhifə;
  • Hakim partiya və hökumətə qarşı açıq ayrı-seçkilik (diskriminasiya)  edən – 32 səhifə;
  • Hakimiyyətin xeyrinə işləyən – 10 saxta media səhifəsi;
  • Müxalifətə qarşı yönəlmiş, saxta dəstəçki- 2 səhifə;
  • Müxalifət partiyalarını dəstəkləyən – 16 səhifə;
  • Hakimiyyəti dəstəkləyən – 11 səhifə.

“Vətənpərvərlər Alyansının” xeyrinə çalışan, qeyri-anonim 10 səhifə müşahidə altında idi. “Ədalətli Seçkilərin” monitorları qeyd olunan bütün kateqoriyaların səhifələrində, ümumilikdə 1 iyun tarixindən 31 avqust tarixinə qədər olan dövrdə yayımlanmış 14,290 paylaşımı analiz ediblər.

Siyasi partiyaların seçkiqabağı kampaniyasına gəldikdə isə, “Ədalətli Seçkilər” siyasi partiyaların 309 “Facebook” səhifəsini, majoritar deputatlığa namizədlərin 117 səhifəsini və siyasi liderlərin 26 səhifəsini müşahidə edib. Monitorinq eləcə də yerli özünüidarələrin 127 rəsmi “Facebook” səhifəsini də əhatə edir.

Siyasi partiyalar və namizədlər rəsmi kampaniyalar üçün “Facebook”-dan fəal istifadə edirlər. Onlardan bəzisi isə digər sosial media platformalarında da fəaldır.

“Ədalətli Seçkilərin” müşahidəsinə görə 1 iyun tarixindən 31 avqust tarixində qədər olan dövrdə seçkilərə qeydiyyatdan keçmiş 39 siyasi partiyanın rəsmi səhifəsi “Facebookda” fəal idi. 17 partiya kampaniyanı bir neçə “Facebook” səhifəsinin vasitəsilə aparırdı. “Vahid Milli Hərəkat – Güc Birlikdədir” – 85, “Gürcü Arzusu”-59, “Lelo”-39, “Avropalı Gürcüstan” isə – 30 səhifədən istifadə edirdi. Gürcüstan Parlamentinin 117 majoritar deputatlığa namizədinin fəal “Facebook” səhifəsi var idi. Onlardan 114 siyasi partiya və seçki bloklarının, 3 isə (Ana Dolidze, Bidzina Qeqidze, Enzel Mkoyan) təşəbbüs qruplarının namizədləridir.

Siyasi partiyalar, liderlər və majoritar deputatlığa namizədlərin bir qismi seçki kampaniyasını aparmaq üçün “Facebook”-dan əlavə “İnstaqram”, “Teleqram”, “Viber” və “Tik-tok” platformalarından da fəal istifadə edirlər. Yay dövründə partiyalar arasında “İnstaqram”-a ən çox “Gürcü Arzusu”, “Lelo” və “Ağmaşenebeli Strategiyası”, namizəd və liderlər arasında isə Qiorqi Vaşadze, Qaxa Okriaşvili və Mamuka Xazaradze siyasi reklam yerləşdirib.

Seçki kampaniyası üçün Qiorqi Vaşadze və “Azad Gürcüstan” partiyası “Teleqram”-dan istifadə edirdi. “Ağmaşenebeli Strategiyası”-nın lideri “Viber” qrupundan da yararlanırdı. “Tik-tok” platformasından isə indiki mərhələdə “Qirçi” partiyası və onun liderlərindən biri – Zurab Qirçi Caparidze istifadə edir.

Yerli özünüidarələrin “Facebook” səhifələrində hakim partiyanın xeyrinə aparılan saxta təbliğatlar da nəzərə çarpırdı.

“Ədalətli Seçkilər” 2020-ci ilin iyun-avqust ayı dövründə yerli özünüidarə orqanlarının 127 rəsmi “Facebook” səhifəsini araşdırıb. 2018-ci ilin Prezident seçkiləri ilə müqayisədə 2020-ci ildə vəziyyət dəyişib və hakimiyyət və hakim partiyanın saxta təbliğat aparması  nəzərə çarpır. 2018-ci ildə bələdiyyələrin “Facebook” səhifəsində təbliğat halları praktiki olaraq qeydə alınmayıb. Konkret olaraq, 18 səhifə hökumətin böhrana qarşı planı haqqında paylaşım edib. Paylaşımda Bidzina İvanişvili Stopcov Fonduna əsas töhfə verən şəxs olaraq xüsusi qeyd olunub. Həmçinin, bələdiyyələr yayımlanmış 133 paylaşımda #გაიგერაკეთდება (#nəedildiyiniöyrən) heşteqindən istifadə ediblər. Bu “Gürcü Arzusu”-nu dəstəkləyən “Ra ketdeba” (“nə edilir”) “Facebook” səhifəsinə işarə edir. Həmin səhifədə yayımlanan paylaşımların bir qismi sponsorludur və məbləği ödəyən partiya olaraq “Gürcü Arzusu” qeyd olunub.

Qeyri-rəsmi, anonim “facebook” səhifələrində aparılan siyasi ayrı-seçkilik kampaniyaları intensiv şəkildə davam edir.

2020-ci ilin Parlament seçkilərindən əvvəl, yaz aylarında Gürcüstanın “Facebook” məkanında yenidən anonim “Facebook” səhifələrində aparılan nüfuzdan salma kampaniyaları qüvvəyə minmişdi. Nüfuzdan salmaq məqsədi ilə işləyən anonim səhifələrin fəaliyyəti, onların apardığı qurulmuş, zərərverici, təşkil edilmiş məlumat kampaniyalarında təsvir olunur. Həmin kampaniyalar siyasi hadisə, partiya, siyasətçi, media vasitəsi, mülki fəal yaxud qeyri-hökumət təşkilatına qarşı yönləndirilib və məqsəd seçicilərdə onlara qarşı mənfi əhval yaratmaqdır. Nüfuzdan salmaq məqsədi ilə müxtəlif növ üsullardan istifadə olunur. “Facebook” səhifələri isə onların üsullarına əsasən təsnifata imkanı yaradır – “Facebook” səhifələrində açıq şəkildə nüfuzdan salma halları tez-tez qeydə alınır; Rəqiblərin nüfuzdan salınmasına az-çox saxta media səhifələri də xidmət göstərir; Saxta dəstək səhifələrində üstü örtülü üsuldan istifadə olunur.

Nüfuzdan salmaq üsulundan müxalifətə, eləcə də hakim partiyaya-hakimiyyətə qarşı istifadə olunur.

Hakimiyyətə qarşı işləyən səhifələr daha çox paylaşım edir, amma müxalifətə qarşı yönləndirilmiş paylaşımların ümumi interaksiyası daha yüksəkdir.

Nüfuzdan salma dəstələri “Vahid Milli Hərəkata” (VMH) və ümumiyyətlə müxalifətə, eləcə də hakim partiya və hakimiyyətə qarşı yönləndirilib. 1 iyun tarixindən 31 avqust tarixinə qədər olan dövrdə müxalifətə qarşı çalışan anonim, açıq şəkildə nüfuzdan salmaq, saxta media və saxta dəstək səhifələrində, ümumilikdə 3,411 paylaşım edilib. “Gürcü Arzusu”-na/hakimiyyətə qarşı çalışan səhifələrdə isə həmin dövr ərzində 5,593 paylaşım yerləşdirilib. Baxmayaraq ki, “Gürcü Arzusu”-na, hakimiyyətə qarşı çalışan səhifələr daha çox paylaşım edirdi, VMH və müxalifətə qarşı çalışan səhifələrin paylaşımlarında interaksiya ( reaksiyalar, şərhlər və paylaşımların sayı) – 740, 568 idi. Bu hakim partiyaya qarşı yönləndirilmiş səhifələrdəki paylaşımların ümumi interaksiya göstəricisini, 676,006-nı aşır. Güman ki bunun səbəbi, əksər hallarda müxalifətə qarşı çalışan səhifələrin paylaşmlarının sponsorlu olmasıdır.

Təşkilatın müşahidəsinə görə hesabat dövründə “Facebbok”-da təşkil edilmiş anonim nüfuzdan salma məqsədi ilə 69 səhifə fəaliyyət göstərirdi.

Onlardan 37-i təşkil edilmiş şəkildə müxalifətin (“Vətənpərvlər Alyansından” başqa) nüfuzdan salınmasına xidmət göstərirdi. 32 səhifə əsasən “Gürcü Arzusu”-nun nüfuzdan salınmasına yönləndirilmişdi, ancaq bəzi hallarda onların paylaşımları müxalifət partiyalarına qarşı istiqamətləndirilirdi  (“Güc Birlikdədir”-ə daxil olan partiyalardan başqa).

Müxalifətə qarşı çalışan səhifələr təşkilatçılıq və koordinasiya əlamətlərini göstərir.

Onların əsas məqsəd götürdüyü “Vahid Milli Hərəkat”dır. Ancaq onlar eləcə də “Avropalı Gürcüstanın” və “Vətənpərvərlər Alyansından “ başqa, digər müxalifət partiyalarının nüfuzdan salınmasına da xidmət göstərirlər.

Əsasən müxalifət spektrinin nüfuzdan salınmasına xidmət göstərən 37 səhifə və üsul, yaxşı hazırlanmış foto-video materiallardan istifadə etməklə çalışır.

Koordinasiya səhifələrində demək olar ki, eyni mövzuda paylaşımlar eyni anda paylaşılır və müxtəlif sözlərin qeyd olunduğu ümumi mesajlar paylaşımda yer alır. Paylaşımların böyük qismi güman ki, sponsorludur, yaxud saxta hesablardan istifadə etməklə  minlərlə qruplarda paylaşılıb. Bu isə paylaşımların qeyri-təbii yüksək interasksiyasını göstərir.

“Gürcü Arzusu”-nun xeyrinə çalışan koordinasiya edilmiş anonim nüfuzdan salma səhifələrinin əsas məqsədi “Vahid Milli Hərəkat” və onun lideri Mixeil Saakaşvilidir. Paylaşımların əsas mesajı Saakaşvili və onun partiyasının zorakı rejimin yaradıcısı kimi göstərilməsi, onların hakimiyyətə qayıtması halında zorakılıq və qisasın qaçılmaz reallığa çevriləcəyidir. Paylaşımların böyük qismi həmin partiyaya və onun liderinə qarşı, əsasən onun Gürcüstana qayıtması vədləri ilə bağlı nifrət yaratmağa yönəlib. Müəyyən qədər bu səhifələrin məqsədi həm də “Avropalı Gürcüstan” və onun liderləridir. Onlara qarşı başlanmış paylaşımların əksəriyyətinin məqsədi “Avropalı Gürcüstanı” “Milli Hərəkatın” bir hissəsi olaraq göstərməkdir. “Gürcü Arzusu”-nun xeyrinə çalışan istiqamətləndirilmiş, anonim səhifələrdən birinin üsulu nüfuzdan salma aləti olaraq televiziya arxivi videolarından istifadə etməkdir. Bu “Vətənpərvərlər Alyansı”-ndan başqa, bütün əsas müxalifər partiyalarına yaxud partiya liderlərinə yönləndirilib.

Arxiv video materillarının manipulyasiyalı şəkildə paylaşılması əsasən ictimai fikirin iki istiqamətdə formalaşmasına xidmət göstərir.

Əvvəlki hakimiyyətdə olan bütün siyasətçilər “rejim” nümayəndəsi olaraq görünsün və hazırda “VMH”-nı təmsil etməyən, “Vahid Milli Hərəkat” və başqa partiyalar/liderlər arasında sərhəd silinsin.

Əvvəlki hakimiyyət zamanı müxalifətdə olan və hazırda hər hansı formada “Vahid Milli Hərəkatla” əməkdaşlıq edən partiya və siyasi liderlər, şəxsi firavanlığına yönəlmiş, ikiüzlü və prinsipsiz siyasətçilər olaraq görünsünlər. Bu məqsədlə tez-tez manipulyasiyaedici video materiallar yayımlanır. Videolarda kontekstdən kənar, siyasətçilərin keçmişdə və indi etdiyi bəyanatlarına kontrast göstərilir. Hesabat dövründə bu məqsədlə yayımlanmış videoların ümumilikdə, 16 milyondan artıq baxış sayı var idi.

“Gürcü Arzusu”-nun nüfuzdan salınması məqsədi ilə çalışan səhifələrdə təşkil edilmiş və istiqamətləndirilmiş kampaniyalar az nəzərə çarpır.

Bu tipli nüfuzdan salma kampaniyalarının əksəriyyəti Bidzina İvanişvili və hakim partiyaya qarşı aparılır. Bunun üçün aşağı keyfiyyətli foto montajlardan istifadə olunur. Eləcə də “Mtavari” teleşirkətinin xəbər materiallarının yayımlanması və onlara istinadən hakimiyyətin tənqid edilməsi halları da tez-tez qeydə alınır. Bu tipli səhifələrdə tez-tez hakimiyyətə qarşı tənqidi yanaşma əhvalında olan jurnalistlərin və fəalların statusları paylaşılır.

Qlobal siyasətlə bağlı paylaşımlar tez-tez olur. Orada əsasən Putin və Kremlin siyasətinin yolverilməzliyi diqqətə yetirilir. Anonim nüfuzdan salma səhifələrindən əlavə Bakur Svanidzeyə yönəldilmiş “Facebook” səhifələr şəbəkəsi nüfuzdan salmaqla məşğuldur və açıq şəkildə “Vətənpərvərlər Alyansı”-na dəstək göstərir. “Ədalətli Seçkilərin” müşahidəsinə görə hesabat dövründə Bakur Svanidzenin səhifələrində 1,210 paylaşın yayımlanıb və onların əksəriyyəti müxalifət partiyalarına və televiziya, media vasitələrinin nüfuzdan salınmasına istiqamətlənib. Paylaşımların kiçik hissəsi isə yenə də “Gürcü Arzusu”-nun tənqidinə həsr olunub.

Bəzi hallarda nüfuzdan salmaq məqsədi ilə seksist və homofob mesajlardan istifadə olunur.

“Ədalətli Seçkilər”-in müşahidəsinə görə hesabat dövründə anonim nüfuzdan salma səhifələrinin məqsədi olan qadın siyasətçilər çox hallarda gender işarəsi ilə hücum obyektinə çevrilirdilər. Qadın siyasətçilərin və bəzi hallarda media nümayəndələrinin alçaldılması cəhdi yalnız genderlə əlaqədar idi. Bu baxımdan müxalif qadın siyasətçilərlə birgə prezident Salome Zurabişvili və ədliyyə naziri Tea Tsulukiani də qınaq obyektinə çevrilirdi. Ayrıca, anonim nüfuzdan salma səhifələri media vasitəsi nümayəndələrinə qarşı homofob mesajlar paylaşırdılar.

Saxta media üsulu müxalifət, media vasitələri və vətəndaş cəmiyyəti təşkilatlarına qarşı və “Gürcü Arzusu”-nun xeyrinə istifadə olunur.

Açıq nüfuzdan salmadan əlavə müxalifətə, media vasitələri və mülki təşkilatlara qarşı məlumat kampaniyası saxta media səhifələrindən istifadə edərək də həyata keçirilir. Saxta medialar özlərini məlumat agentliyi kimi təqdim edir, realda isə yenilikləri seçərək, siyasi gündəliyə uyğun şəkildə yayımlayırlar. “Ədalətli Seçkilər” tərəfindən hesabat dövründə 10 saxta media səhifəsi aşkarlanıb. Onlar hakimiyyətin xeyrinə və müxalifətə qarşı mesajlar paylaşırlar. Konkret olaraq 10 saxta media səhifəsinin ümumilikdə 25, 477 izləyicisi var. 1 iyundan – 31 avqusta qədər araşdırılan səhifələrdə ümumilikdə 1,108 paylaşım yayımlanıb. Mənfi paylaşımların əksəriyyəti isə “Vahid Milli Hərəkat”-a yönəlib. Başqa müxalif qüvvələrin nüfuzdan salınması üçün mesajlar əksər hallarda “Vahid Milli Hərəkat”-la keçmiş əlaqələrə yaxud indiki əməkdaşlığa aiddir. “Gürcü Arzusuna” qarşı əhval yaratmaq heç bir paylaşımda qeydə alınmır. Mənfi paylaşımlar, eləcə də QHT və tənqidi media vasitələrinə yönələndirilib. Bununla yanaşı “Rustavi 2”, İctimai Yayımçı və “TV İmedi”-yə qarşı müsbət yanaşma təsvir olunur. Səhifələrdə mənbə olaraq ən çox İmedinews.ge-dən istifadə edirlər.

Saxta media səhifələri paylaşımları intensiv olaraq sponsorlaşdırır, ancaq siyasi reklam xərclərinin bəyan edilməsini həyata keçirmirlər və “Facebook” tənzimləmələri üçün çəkinməyə cəhd göstərirlər.

Saxta media səhifələrin çalışmasının əsas üsulu yeniliklərin sponsporlaşdırılmasıdır. Gürcüstanda “Facebook”-un siyasi reklamlar kitabxanasının qüvvəyə minməsindən sonra (7 avqust), hesabat dövründə paylaşımın sponsorlaşdırılması zamanı heç bir səhifədə, maddi xərclərin və vergi ödəyənin kimliyi haqqında məcburi qeyd (disclaimer)  verilməyib. Səhifələrin fəallaşdırılmasının orta göstəricisi “Facebook” reklam qaydalarının qüvvəyə minməsindən sonra azalır. Bu isə güman ki, daha çox səhifələr tərəfindən şəffaflıq öhdəliyinin aradan qaldırılması ilə əlaqədardır. Qeyd edilməlidir ki, saxta media  səhifələrində siyasi reklamlar tez-tez məcburi rekvizitlərdən kənar yayımlanır və siyasi reklam olaraq təqdim olunmur.

Ədalətli Seçkilər”-in müşahidəsinə görə “Facebookda” hakim partiya və Gürcüstan hökumətini eləcə də müxalifət partiyalarını dəstəkləyən səhifələr qüvvədədir.

Onlar əsasən konkret partiyanın yaxud siyasətçinin xeyrinə siyasi PR aparırlar; Eyni zamanda rəqiblərinə qarşı mənfi kampaniya da aparmış olurlar. Təşkilatın müşahidəsinə görə iyun-avqust ayları dövründə “Gürcü Arzusu” və Gürcüstan hökumətinə, “Vahid Milli Hərəkata” və onun liderlərinə, Qiorqi Vaşadzeyə, “Qalib Gürcüstana”, “Gürcüstan Vətənpərvərlər Alyansına”, “Qirçi” və “Gürcü ideyasına” dəstək göstərən səhifələr çalışırdı. Nüfuzdan salmaq eləcə də siyasi subyektlərə dəstək məqsədi ilə “Facebook” səhifələrindən başqa, “Facebook” qrupları da siyasi məqsəd üçün çalışan anonim şəxslər tərəfindən nüfuzdan salma mesajlarının paylaşılması məqsədi ilə fəal istifadə olunur. Qruplar onda birləşmiş istifadəçi sayını nəzərə alaraq təxribat və yanlış məlumat yaymaq üçün sürətli məlumat yayma alətinə çevrilə bilər. Açıq nüfuzdan salma “Facebook” qrupları əsasən iki partiyaya, “Gürcü Arzusu” və “Vahid Milli Hərəkat”-a qarşı çalışır. Ancaq nüfuzdan salmaq üçün başqa müxalifət partiyaları da məqsədə çevilir. Dəstək qrupları arasında ən çoxu “Vahid Milli Hərəkat”-la əlaqədardır. Ümumilikdə bu kimi 58 ictimai qrup aşkarlanıb və onların ümumilikdə 391,491 üzvü var. Ümumilikdə 369,172 üzvü olan 33 qrup “Gürcü Arzusu” partiyası ilə əlaqəlidir. “Ağmaşenebeli Strategiyası”-nın 15 dəstəkçi qrupu var və üzvlərinin sayı 20, 334-ə bərabərdir. Maraqlanan şəxslər, dəstəkçi qruplardan əlavə yenilikləri başqa mövzu ətrafında yaradılmış qruplarda da paylaşırlar. Paylaşımları yaymaq üçün həqiqi profillərdən istifadə olunur. Ümumi məzmunlu qruplardan siyasi məqsədlər üçün istifadə etməyin təxribat məqsədi geniş auidtoriyadır. Bu kimi qruplarda paylaşım etmək faktiki olaraq paylaşımı reklam etmək funksiyasını əvəz edib.

Related Posts

მრავალშვილიანი ოჯახი არსებობისთვის იბრძვის

11 წლის – ქეთი, 7 წლის ტყუპები – ეკა და მაკა, 6 წლის – ანა, 3 წლის – ნინო ერთ...

ერთი ყველასთვის – ყველა ერთისთვის

დღეს, სამოქალაქო სოლიდარობის აქცია, თბილისისი ექვს მოედანზე, ერთროულად დაიწყო. ადამიანის უფლებები, განათლება, უსაფრთხო გარემო, თავისუფალი მედია, სამართლიანი არჩევნები და კულტურული...

მეზობლების ახალი წელი

„Camping Azerbaijan“- არის აზერბაიჯანში მოქმედი ეკო-ტურისტული სააგენტო. ისინი იქნებოდნენ არაფრით გამორჩეულები, რომ არა მათი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. სააგენტო, რომელიც ტურებს...

მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტების ხარისხი

ქვემო   ქართლში  მუნიციპალიტეტების  საშუალოვადიანი  განვითარებისა  და  პრიორიტეტების   დოკუმენტების  ხარისხის  მონიტორინგის ანგარიში

რუსთავში ჯანდაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

დღეს, რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების, სოციალური სამსახურების თანამშრომლებს შორის შეხვედრა შედგა. საუბრის თემა...

რუსთავის მერობის კანდიდატი: „ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება“

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი აცხადებს, რომ დღეს, მთელი დღის მანძილზე, რუსთავის სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან,  ამომრჩევლებზე ზეწოლა ხდებოდა....

„მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი“ ანტიდასავლური

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებს ქვემო ქართლის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორი გაეცნო

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში. სწორედ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ონლაინ შეხვედრა ქვემო...

პირველად პოლიციაში – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

პრობლემა გასული წელს,  15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მოზარდი გარდაიცვალა. ტრაგიკულ  შემთხვევას წინ...

3 წლის წინ დაწყებული სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგად სოფელმა წვეთი წყალი ვერ მიიღო

2016 წლის ბოლოს, სოფელ ხიხანის და არა მხოლოდ ამ სოფლის, არამედ მარნეულის მუნიციპალიტეტის 1 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთის სარწყავი სისტემის უზრუნველყოფისთვის, დაიწყო „საუკუნის პროექტი.“

COVID-19 და დეზინფორმაცია/COVID-19 və yanlış məlumat

დეზინფორმაცია, თანამედროვე სამყაროში, ვირუსულად ვრცელდება და იგი COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა ასპექტს შეეხო: საიდან და როგორ წარმოიქმნება ვირუსი, როგორ გადადის, თუ...

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

რატომ 0,75-ით ? – ბანკები წყლის და ბუნებრივი აირის გადასახადზე საკომისიოებს საკუთარი ნება-სურვილით აწესებენ

კომერციული ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან საყოფაცხოვრებო გადასახადების საკომისიოების ზრდაში. ეს სიახლე ყველაზე მეტად ,,ლიბერთი ბანკს” შეეტყო. თუ ახლო წასრულში თითქმის ყველა...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს

დმანისის 2012 წლის ბიუჯეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 3650,0 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტიდან თანხები შემდეგი მიმართიულებებით დაიხარჯება: 1აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა – 2467.5...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *