თაზაქენდი – საწარმოო მტვერსა და ბურუსში გახვეული სოფელი / Təzəkənd – sənaye toz-dumanına bürünmüş kənd

სოფელი თაზაქენდი  ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თემში სხვა მრავალ ყოფით სირთულესთან ერთად, ეკოლოგიური პრობლემა უკვე წლებია ერთ-ერთ გადაუჭრელ საკითხად რჩება.  სოფელთან ახლოს, სხვადასხვა ტიპის  რამდენიმე საწარმოა, საიდანაც მომავალი მტვერი და გამონაბოლქვი, მათ საცხოვრებელ ადგილას ხვდება, რის გამოც, ადგილობროვების თქმით, სოფელში სუნთქვა თითქმის შეუძლებელია.

თაზაქენდში სულ   400-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები თავს მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით ირჩენენ. უდიდესი ნაწილი მწვანილის მოყვანითაა დაკავებული, რის რეალიზაციასაც სხვადასხვა აგრალურ ბაზარზე ახდენენ. არასახარბიელო ეკოლოგიური სიტუაციის გამო, მოსავალი ყოველ წელს მცირდება, იგივე მდგომარეობაა ხილ-ბოსტანთან დაკავშირებითაც.

ადგილობრივთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ თაზაქენდში ცხოვრება, დღითიდღე უფრო რთული ხდება. გამოთქვამენ წუხილს, რომ საწარმოდან წამოსულმა გამონაბოლქვმა, შესაძლოა მათ ჯანმრთელობას ავნოს.  უსიამოვნო სუნი განსკუთრებით ღამის საათებში იგრძნობა, რადგან საწარმოები გამონაბოლქვის დაფარვის მიზნით, სამუშაოებს ღამის პერიოდში აწარმოებენ.

29 წლის ჯეიგუნ მუხადოვი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ  ეს პრობლემა უკვე წლებია არსებობს, თუმცა მოგვარების გზა არ ჩანს.

„ ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე, როგორც სხვების ასევე ჩემი ოჯახის ძირითადი შემოსავლის წყარო მიწის დამუშავებაა, თუმცა ჩვენ პირადად წელს აღარ დავთესეთ მწვანილი, რადგან ყოველ წელს ფუჭდება. საწარმოები რომლებიც ჩვენს მიწებთან ახლოს მუშაობენ, მოსავალს გვინადგურებენ. იქიდან წამოსული მტვერი სულ მოფენილია ყველგან. არც ხილი მოდის, შეიძლება ითქვას რომ მიწა უსარგებლო გახდა. გარდა ამისა მე პირადად ვმუშაობ ტრაილერის მძღოლად და ირანში დავდიოდი, პანდემიის გამო კი საზღვრები ჩაიკეტა და უმუშევრად ვარ. ასეა ბევრი აქ მცხოვრები ჩემს მსგავსად შემოსავლის გარეშე დარჩა“, – ამბობს ჯეიგუნ მუხადოვი.

სოფელ თაზაქენდში ცხოვრება რომ რთულია, ამას 60 წლის რაფიკ თაბიევიც გვიდასტურებს. მისი თქმით, ახალგაზრდობას აღარ უნდა სოფელში გაჩერება, რადგან წინსვლის და განვითარების საშუალება არ აქვთ.

„40 წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაში აქ არაფერი შეცვლილა, ახალგაზრდებს არ აქვთ საშუალება იმუშაონ და ოჯახები არჩინონ. ასევე ჩვენი მთავარი პრობლემა უჰაერობაა რომელიც იმ საწარმოებიდან მოდის რომელსაც თქვენც კარგად ხედავთ, გახედეთ როგორი ბურუსია [გვითითებს ერთ-ერთი საწარმოსკენ, საიდანაც გამონაბოლქვი ამოდის], თქვენ იცხოვრებიდით აქ? კი გვაქვს დენი, გაზი, ელემენტარული პირობა მაგრამ რა? ეს არ კმარა საარსებოდ“ – გვითხრა რაფიკ თაბიევმა.

„მრავალ სოციალურ პრობლემასთან ერთად, პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ცხოვრება. ყველაფერი გაჩერდა და სრული უმოძრაობაა. არც ტრანსპორტი დადის არც სამსახურებია, ვართ ერთ ადგილას და საშველი არ ჩანს. ამ ყველაფრის მიუხედავად, იმ საწარმოების მუშაობა, რომლებიც ჩვენს სოფელთან ახლოსაა, მაინც ყველაზე მეტად გვაწუხებს. ამან შეიძლება, წლების შემდეგ, ჩვენ ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს“, – ამბობს 62 წლის ბასტი გასანოვა.

სოფელ თაზაქენდის მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართეთ. როგორც მერიაში ამბობენ ამ პრობლემების შესახებ ინფორმაცია აქვთ თუმცა, მათი მოგვარების შესაძლებლობა/ბერკეტი არ აქვთ. აცხადებენ, რომ დასახელებული ეკოლოგიური პრობლემები მათ კომპეტენციაში არ შედის.

თანაზაქენდის გარემოს დაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით,  გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარამენტის, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსს, ვასილ დათიაშვილს ვესაუბრებით.

დათიაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაზე ქალაქში არსებული, თითქმის ყველა მსხვილი თუ მცირე საწარმო დაჯარიმებულია და მიმდინარეობს სასამართლო დავები. მისი თქმით, მათ არ აქვთ სამართლებრივად უფლება, შეაჩერონ იმ საწარმოების საქმიანობა, რომლებიც აბინძურებენ გარემოს.

„ საწარმოების მხრიდან დარღვევებია, როგორც ნარჩენების ასევე ჰაერის ატმოსფერული დაბინძურების კუთხით. მსხვილი საწარმოები რომლებიც წინა წელს შემოწმდა ესენია: „ჯეოსტილი“, „რუსთავის ფოლადი“ და „ჰაიდელბერგი“. 

„ჯეოსტილი“ დააჯარიმა სასამართლომ, განესაზღვრა გონივრული ვადები, დარღვევების გამოსასწორებლად. ამჟამად ვადები უკვე ეწურებათ და მიმდინარეობს შემოწმება. „ჯეოსტლი“ უკვე მესამედ შემოწმნდა და ისევ დარღვევებია.  

„რუსთავის ფოლადს“ რაც შეეხებ, აქ სააპელაციო სასამართლოშია საქმე და მიმდინარეობს დავა. „რუსთავის აზოტი“-ც იგივენაირად დააჯარიმა სასამართლომ –  მიეცა ვადა, რომელიც მათაც ეწურებათ ახლა და მიმდინარეობს გადამოწმება.

დღევანდელი კანონმდებლობა არ გვაძლევს საშუალებას შევუჩეროთ საქმიანობა – ბევრი რაღაც გამოასწორეს, უარესი მდგომარეობა იყო წინა წლებში, თუმცა ჯერ ისევ არის დარღვევები.

შევამწმეთ ასევე „რუსელოისი“, რომელიც ასევე სასამართლოს მიერ დაჯარიმდა. „ჰაიდელბერგი“ და სხვა საწარმოებიც. 

ახალი კანონი რომელიც ორი მოსმენით უკვე გავიდა პარლამენტში და მესამე მოსმენას ელოდება, იქ უკვე პროექტში არის მითითებული, რომ შეგვეძლება ნაწილობრივ ან მთლიანად, დამრღვევი საწარმოების მუშაობის შეწყვეტა“, – აცხადებს ვასილ დათიაშვილი.

სამწუხაროა, თუმცა თაზაქენდის მოსახლეობის დასახმარებლად, სახელმწიფოს მხრიდან, არანაირი ბერკეტი არ არსებობს, ან უბრალოდ არ მოქმედებს. როდემდე გაგრძელდება მათი ყოფნა ჯანმრთელობისთვის  საზიანო  გარემოში, ისეთივე ბურუსით მოცულია, როგორიც თვითონ სოფელი – მის გარშემო მოქმედი საწარმოების დამსახურებით.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

მსგავს თემაზე: რის ფასად დაუჯდება რუსთავს და სოფელ თაზაქენდს “რუსთავის ფოლადის” ახალი გეგმები (ვიდეო)

Təzəkənd – sənaye toz-dumanına bürünmüş kənd

Təzəkənd Kvemo Kartlidə, Qardabani bələdiyyəsində yerləşir. Kənddə mövcud olan çox sayda məişət çətinlikləri ilə yanaşı, ekoloji problem artıq illərdir həll olunmaz məsələ olaraq qalmaqdadır. Kəndin yaxınlığında müxtəlif tipli bir neçə sənaye yerləşir. Həmin sənayelərdən çıxan toz və tüstü yaşayış yerinə gedir. Yerli sakinlərin sözlərinə görə bu səbəbdən kənddə nəfəs almaq demək olar ki, mümkünsüzdür.

Təzəkənndə cəmi 400-ə yaxın ailə yaşayır. Yerli sakinlər heyvandarlıqla və əkinçiliklə məşğuldurlar. Böyük qismi göyərti becərir və müxtəlif aqrar bazarlarda satırlar. Mövcud olan ekoloji vəziyyətə görə hər il məhsul azalır. Meyvə-tərəvəzələ bağlı da eyni vəziyyətdir.

Yerli sakinlərin əksəriyyəti qeyd edir ki, Təzəkənndə yaşam gündən-gündə daha da çətinləşir. Onlar narahatçılıqlarını bildirirlər ki, sənayedən gələn tüstü ola bilsin onların sağlamlığına ziyan vurur. Xoşagəlməz qoxu xüsusən gecə saatlarında hiss olunur. Çünki sənayelər tüstünü gizlətmək məqsədi ilə gecə saatlarında işləyirlər.

29 yaşlı Ceyhun Muxadov bizimlə söhbəti zamanı qeyd etdi ki, bu problem artıq illərdir var, ancaq həll  yolu yoxdur.

– “Mən bu kənddə doğulub böyümüşəm. Başqaları kimi mənim ailəmin də əsas gəlir yeri əkinçilikdir. Ancaq biz şəxsən bu il göyərti becərmədik. Çünki hər il məhsul xarab olur. Bizim torpaqlara yaxın yerləşən sənayelər məhsulumuzu məhv edir. Oradan gələn toz hər yerə qonur. Meyvə də yetişmir, demək olar torpaq yararsızlaşıb. Bundan əlavə mən şəxsən trayler sürücüsü kimi işləyirəm və biz İrana gedirdik, pandemiyaya görə isə sərhədlər bağlandı və indi işsizəm. Burada yaşayanların əksəriyyəti belədir. Mənim kimi gəlirsiz qalıblar”- Ceyhun Muxadov dedi.

60 yaşlı Rafiq Təbiyev də Təzəkənddə yaşamın çətin olduğunu təsdiqləyir. Onun sözlərinə görə gənclər kənddə qalmaq istəmir, çünki inkişaf etmək imkanları yoxdur.

“40 ildən artıqdır burada yaşayıram və bu müddət ərzində burada heç nə dəyişməyib. Gənclərin işləmək və ailəsini saxlamaq imkanı yoxdur. Eləcə də bizim əsas problemimiz havasızlıqdır. Bu toz sizin də yaxşı gördüyünüz sənayelərdən gəlir. Baxın necə də toz-dumandır (tüstü çıxan sənayelərdən birini göstərir). Siz burada yaşayardınız? Qaz, işıq, elementar şəraitimiz var. Nə olsun ki? Yaşamaq üçün bu kifayət deyil”- Rafiq Təbiyev dedi.

“Çox sayda sosial problemlərlə yanaşı pandemiya yaşamımızı bir az da çətinləşdirdi. Hər şey dayandı və hərəkət yoxdur. Nə nəqliyyat işləmir nə iş yerləri fəaliyyət göstərmir. Bir yerdə dayanmışıq və qurtuluş yoxdur. Bunlara baxmayaraq bizi ən çox  kəndə yaxın yerləşən sənayelərin fəaliyyəti narahat edir. Bu illər sonra bizim sağlamlığımıza pis təsir göstərə bilər”- 62 yaşlı Bəsdi Həsənova bildirdi.

Təzəkən əhalisinin problemləri ilə bağlı Qardabani meriyasına müraciət etdik. Meriyadan bildirdilər ki, problemlər barədə məlumatları var. Ancaq onları həll etmək imkanları/berketləri yoxdur – qeyd olunan ekoloji problemlər onların səlahiyyətinə daxil deyil.

Təzəkəndin ekoloji problemləri ilə bağlı Ətraf Mühitin Mühafizəsinə Nəzarət Departamentinin Kvemo Kartli Regional İdarəsinin Müfəttişlik şöbəsinin rəhbəri Vasil Datiaşvili ilə əlaqə saxladıq.

Datiaşvili qeyd etdi ki, indiki mərhələdə şəhərdə olan, demək olar ki, böyük və kiçik sənayelərin hamısı cərimələnib və məhkəmə davaları aparılır. Onun sözlərinə görə, onların ətraf mühiti çirkləndirən sənayelərin fəaliyyətini dayandırmaq hüququ yoxdur.

“Sənayelər tərəfindən tullantılar və eləcə də havanın çirkləndirilməsi baxımından pozuntular qeydə alınıb. Ötən il yoxlanılan sənayelər “Geostil”, “Rustavi Polad”, “Heidelberg” sənayeləridir.

“Geostil”-i məhkəmə cərimələyib. Müəyyən vaxt verib ki, pozuntuları düzəltsin. Hazırda verilmiş vaxt başa çatıb və yoxlayış aparılır. “Geostil” artıq üçüncü dəfə yoxlayışdan keçib və yenə pozuntular var.

“Rustavi polad” ilə bağlı iş Appelasiya Məhkəməsindədir və dava aparılır. Məhkəmə “Rustavi Azot”-u da eyni şəkildə cərimələyib. Vaxt verib və müddət də indi başa çatıb və yoxlayış aparılır.

Bugünkü qanunvericilik bizə fəaliyyəti dayandırmağa imkanı vermir. Çox şeyi düzəldiblər, ötən illərdə vəziyyət daha pis idi, ancaq yenə də pozuntular var.

 “Ruselois” sənayesini də yoxladıq, “Heidelberg” və sənayelər də məhkəmə tərəfindən cərimələnib.

Parlamentdə iki dinləmədə artıq qəbul edilmiş və üçüncü dinləməni gözləyən yeni qanunlayihəsində qeyd olunub ki, pozuntu qeydə alınan sənayelərin fəaliyyətini müəyyən qədər yaxud tamamilə dayandıra biləcəyik”- Vasil Datiaşvili bildirdi.

Təəssüfedicidir, ancaq Təzəkənd sakinlərinə yardım etmək üçün dövlət tərəfindən heç bir berket mövcud deyil ya da ki, təsir göstərmir. Ətrafdakı sənayelərin sayəsində, onların toz-dumana bürünmüş kənddə, sağlamlıq üçün zərərli mühitdə yaşaması nə qədər davam edəcək.

Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır. Paylaşımın məzmunu Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Nino Beridze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan yalnız sayta istinadən istifadə edə bilərsiniz