USAID-ის მხარდაჭერით საქართველოში მოცვის წარმოება და ექსპორტი 8-ჯერ გაიზარდა
2024 წლის ზაფხულში საქართველოდან ექსპორტირებული ლურჯი მოცვის მოცულობა 54%-ით, მისი ღირებულება კი 53%-ით გაიზარდა. ამასთან, ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი გაიზარდა, რუსეთს კი – შემცირდა. ჯამში ლურჯი მოცვის რეკორდული რაოდენობის, 26 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში, სწორედ დონორი ორგანიზაციების აქტიური ხელშეწყობით დაიწყო. დარგი, რომელიც არ იყო განვითარებული და მომგებიანი, სწორედ USAID-ის მხარდაჭერით გაძლიერდა.
USAID ძლიერი სოფლის პროგრამა და სასოფლო-სამეურნეო ბაზრების დივერსიფიკაციის პროგრამები – ამ წარმატების წყარო იყო.
„ USAID-თან პარტნიორობით ქართველ ფერმერებს პროდუქცია გერმანიასა და არაბეთის გაერთიანებული საამიროებში გააქვთ. Enterprise Georgia-სა და სოფლის განვითარების სააგენტო – Rural Development Agency-სთან ერთად, ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებს ეწარმოებინათ საექსპორტო მოლაპარაკებები საერთაშორისო მყიდველებთან. შედეგად, სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მოცვი გერმანიასა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების სუპერმარკეტების თაროებზეა.
ეს თანამშრომლობა ქმნის მნიშვნელოვან შემოსავალს საქართველოს ეკონომიკისთვის და დოვლათს ქართველი ფერმერებისა და მათ ოჯახებისთვის. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს USAID საქართველოს შექმნას ძლიერი ეკონომიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს მოქალაქეებს. მხოლოდ 2022 წელს, ჩვენი მხარდაჭერით ქართველმა სურსათის მწარმოებლებმა 15 მილიონი დოლარის შემოსავალში მიიღეს“ – USAID/Georgia, 23 ივლისი 2023 წელი.
საქართველოში ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენება ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა.
„ მოცვი, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ის ასევე პერსპექტიული საექსპორტო კულტურაა საქართველოს ეკონომიკისთვის. დღეს აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო გურიის სოფელ ლიხაურში USAID-ის მხარდაჭერით დაარსებული მოცვის სამაცივრე საწყობის გახსნაში. 2022 წელს, კომპანიამ 40-მდე ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
წელს, USAID-ის მხარდაჭერის შედეგად, იგეგმება ექსპორტის გაორმაგება. USAID-მა ხელი შეუწყო Blueberry Pharm-ს სამაცივრე საწყობის მოწყობაში, რაც კომპანიას დაეხმარება შექმნას როგორც საკუთარი მოცვის ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან შესყიდული სხვა კულტურების მარაგი. პროდუქტის შენახვის ვადის გახანგრძლივება ნიშნავს მეტ საექსპორტო შესაძლებლობას, ახალ სამუშაო ადგილებს და მზარდ შემოსავალს ადგილობრივი ოჯახებისთვის.
Blueberry Pharm-თან ჩვენი პარტნიორობა ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აუმჯობესებს აშშ-სა და საქართველოს 30-წლიანი მეგობრობა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს მთელი ქვეყნის მასშტაბით“- USAID/Georgia, 28 ივლისი, 2023 წელი.
USAID ხელს უწყობდა მწარმოებლებს დაიცვათ ევროკავშირის ექსპორტის ხარისხის სტანდარტები და დაემყარებინათ სავაჭრო ურთიერთობები სტაბილური, მაღალი ღირებულების ბაზრებთან.
სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგად, გასულ წელს, USAID-ის ხელშეწყობით საქართველოს მოცვის მწარმოებლებმა, გერმანიაში 500 ტონა ქართული მოცვი გააგზავნეს.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ შემოსავალი გაუზარდა 100 000-ზე მეტ ფერმერს საქართველოში, შექმნა 6 760 ახალი სამუშაო ადგილი და მთლიანი გაყიდვები გაზარდა 180 მილიონი აშშ დოლარით, მათ შორის 70 მილიონი აშშ დოლარის გენერირება მოხდა ექსპორტიდან.
QvemoQartli.ge