საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ქვემო ქართლში

31 წლის წინ, ჩეხმა ჟურნალისტებმა რომლებიც ომს აშუქებდნენ, გადაწყვიტეს რომ მათ საზოგადოების ინფორმირების გარდა, სხვა სიკეთის გაკეთებაც შეეძლოთ.

ომის, შიმშილის, ქალების და ბავშვების ტანჯვის შემყურეებმა  – შექმნეს ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ”, რაც ითარგმნება როგორც ადამიანი გაჭირვებაში.

ამ ორგანიზაციას დღეს საქართველოში, ასეთი სახელწოდებითაც იცნობენ  – ფიფლ ინ ნიდ (PIN).

საქართველოში PIN-ის საქმიანობის მთავარი მიზანი სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევაა. ორგანიზაციაში ესმით, რომ თანამედროვე სამყაროში ამის თანმხლები სხვა გამოწვევებიც არსებობს. მათ შორის არის საჭიროება, გავუმკლავდეთ ჩვენს გარშემო გავრცელებულ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას. რაც მოიცავს, როგორც მნიშვნელოვან და ზუსტ ინფორმაციას, ასევე ყალბ ამბებს და დეზინფორმაციას.

PIN-ის ამ მიმართულებით შექმნილ პროექტებზე ვისაუბრებთ, ქვემო ქართლის რეგიონში.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით PIN-ი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახორციელებს პროექტს:  „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში.“

პროექტის მიზანია მედია აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება, მედია წიგნიერების, ადგილობრივი მედიის, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობისა და დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით.

სამიზნე ჯგუფი მოიცავს ახალგაზრდებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს და დამოუკიდებელ მედია საშუალებებს.

ამ ინიციატივის ფარგლებში ხდება დამოუკიდებელი მედია აქტორების ინფორმირებულობის გაზრდა საგამოძიებო ჟურნალისტური ინსტრუმენტების, კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების გაშუქების თაობაზე. ასევე,   ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლება OWIS-ის (One World in schools) მეთოდოლოგიაზე და მათი შესაძლებლობების გაძლიერება დოკუმენტური ფილმებით მედიაწიგნიერების შესახებ.

საგანმანათლებლო პროგრამა OWIS (One World in Schools) მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში (სლოვაკეთი, პოლონეთი, ესტონეთი, რუმინეთი, შვედეთი, გერმანია, ლიბანი, სომხეთი) ხორციელდება. მეთოდოლოგია ეფუძნება ფართოდ გავრცელებულ საგანმანათლებლო პროგრამას „ერთი მსოფლიო სკოლებში,“ რომელიც ორგანიზაციის „ფიფლ ინ ნიდ“ მიერ ჩეხეთის რესპუბლიკაში 2003, ხოლო საქართველოში 2011 წლიდან მიმდინარეობს.

პროგრამა ითვალისწინებს ადამიანის უფლებების და მედიაწიგნიერების სწავლებას დოკუმენტური ფილმების მეშვეობით. ეს მეთოდოლოგია იმითაა უნიკალური, რომ ახალგაზრდებს უვითარებს კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარს, ხელს უწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა თემაზე.

მიმდინარე მედიაწიგნიერების პროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ადგილობრივ თემში მედიაწიგნიერების ვორქშოპების ორგანიზებასა და ახალგაზრდების ინფორმირებას დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან, ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და საშუალებებზე.

(ტრენინგის პროცესი, ახალგაზრდებთან მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, 12-14 მაისი, 2023 წ)

ქვემო ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორია „რადიო მარნეული“, ხოლო სამიზნე ორგანიზაციები გახლავთ: „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge“ „ბოლნისის ენის სახლი,“ „პლატფორმა სალამ“ და „ახალი აზროვნების ინსტიტუტი.“ სამიზნე ორგანიზაციების ფასილიტატორები ჩაატარებენ 7 ვორქშოპს მედიაწიგნიერებაზე, რომელსაც ჯამში 135 ახალგაზრდა დაესწრება.

ვორკშოპების შემდეგ ახალგაზრდები სამიზნე ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებენ ადგილობრივი თემის საჭიროებებზე დაფუძნებულ მედია-ინიციატივებს დეზინფორმაციაზე, ყალბ ამბებზე, პროპაგანდაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხზე. საერთო ჯამში ექვსი მედია-პროექტი განხორციელდება.

(ტრენინგის პროცესი, ახალგაზრდებთან მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ივნისი, 2023 წ)

PIN-ის დასკვნითი ღონისძიება კი ამ პროექტის ფარგლებში იქნება  მედიაწიგნიერების ფესტივალის ჩატარება.

შემდეგი მასშტაბური პროექტი, რომელსაც PIN-ი ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებს არის: მედეგი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის პასუხი უკრაინის ომს.

ინიციატივის მიზანია მდგრადი სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელ მედიის მხარდაჭერა უკრაინასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის  რეგიონში, რათა მათ შეძლონ უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარება.

საქართველოს მისია, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში მუშაობს, მედიაწიგნიერების კომპონენტით.  მას შერჩეული ჰყავს ორი ორგანიზაციას: „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ და „საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია.“

(შეხვედრა ახალგაზრდებთან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში. ფილმის ჩვენება-განხილვა. მაისი, 2023წ)

ორივე ორგანიზაცია უზრუნველყოფს: მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებას მათ თემში, კომპონენტი ძირითადად იყენებს  – One World in School (OWIS) მეთოდოლოგიას, დოკუმენტური ფილმების გამოყენებით ადამიანის უფლებების პოპულარიზაციას, ამასთან, ხელს უწყობს საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომით დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ და მედიაწიგნიერების კრიტიკული უნარების განვითარებას პირდაპირ სამიზნე ჯგუფებში ვორქშოფებისა და ფილმების ჩვენება-განხილვის გზით. თითოეული ორგანიზაცია გარდა სამიზნე ჯგუფებთან უშუალო მუშაობის საშუალებას მისცემს, ვორქშოფების მონაწილეებს განახორციელონ მცირე სათემო ღონისძიებები, რომლებიც ასევე იქნება მიმართული  თემის წევრებს შორის მედიაწიგნიერებისა და ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის მიღებას.

ფოტოს წყარო: „ფიფლ ინ ნიდ”; „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“

QvemoQartli.ge

სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით