26.11.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

My.gov.ge – რას გვთავაზობს ელექტრონული სერვისების პორტალი / My.gov.ge – elektron xidmətlər portalı bizə nə təklif edir

სახელმწიფო და კერძო სექტორის ელექტრონული სერვისების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალს (my.gov.ge) ახალი სერვისები დაემატა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს პორტალზე 646 სერვისი გახდა ხელმისაწვდომი.

იგეგმება კერძო სექტორის სერვისების განთავსებაც.

რეგისტრაციის გავლა

დისტანციურ რეჟიმში მომსახურების მისაღებად, პირველ რიგში საჭიროა პორტალზე რეგისტრაცია, რომელიც რეგისტრაციის გავლის 2 გზას გვთავაზობს. პირველი, რეგისტრაცია ახალი პირადობის მოწმობის (ID ბარათი) გამოყენებით, რისთვისაც საჭიროა ბარათის წამკითხველი მოწყობილობა (ბარათის წამკითხველის შეძენა შესაძლებელია იუსტიციის სახლის ფილიალებში და ტექნიკის მაღაზიებში) და ID ბარათის 4 ნიშნა პინკოდი. მეორე გზაა, სახელისა და პაროლის გამოყენებით რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა იუსტიციის სახლის ფილიალებში ხორციელდება. მოქალაქის პორტალზე დარეგისტრირება და სასურველი მომსახურების მიღება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან არის შესაძლებელი.

რა სერვისებს გვთავაზობს მოქალაქის პორტალი?

რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მოქალაქის პორტალზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ბიზნესის დარეგისტრირება, ჯარიმების და საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, განმეორებითი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება,  გარდა ამისა, მუნიციპალური სერვისების მიღება, ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოძებნა და მიღება, სოციალური დახმარებების მიღება, ბიზნესთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოძიება, ტრანსპორტირებისთვის საჭირო სხვადასხვა ნებართვის მიღება, სანოტარო პროცედურებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და სხვა. თემატურად დაჯგუფებული სერვისები კიდევ უფრო ამარტივებს ამა თუ იმ დოკუმენტის მოწესრიგებას.

სხვადასხვა მოწმობის მიღების დისტანციური სერვისი

დისტანციურ რეჟიმში შესაძლებელია განმეორებითი მოწმობების (დაბადების, ქორწინების, განქორწინების, სახელის და გვარის შეცვლის, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, გარდაცვალების და სხვა მოწმობების აღდგენა) აღება და ასევე, პირველადი მოწმობების (დაბადების, გარდაცვალების მოწმობა) აღება. ამისთვის აღარ არის საჭირო იუსტიციის სახლის ფილიალში მისვლა და საკმარისია, იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული განაცხადის შევსება და სააგენტოს თანამშრომელთან დისტანციურად (skype-ით) გასაუბრება.

აღნიშნული მოწმობების მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუკი მონაცემთა ბაზაში მათ შესახებ ინფორმაცია არსებობს. მათ, ვისაც ერთხელ მაინც მიუღიათ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

საქართველოში მყოფი განმცხადებლის შემთხვევაში განმეორებითი მოწმობების გაცემის ვადა და საფასურია: 5 სამუშაო დღეში -2 ლარი, 3 სამუშაო დღეში – 7 ლარი, 2 სამუშაო დღეში – 17 ლარი. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის პირველად მოწმობა გაიცემა 2 სამუშაო დღეში და მომსახურება არის უფასო. საზღვარგარეთ მყოფი განმცხადებლის შემთხვევაში, განმეორებითი მოწმობები მზადდება საჭირო საბუთების წარდგენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში და მისი დამზადების საფასურია 50 ლარი.

თუ მოქალაქეს სჭირდება მოწმობების თარგმნა და მათი აპოსტილით დამოწმება, მან ამის შესახებ განაცხადის შევსებისას უნდა მიუთითოს. დოკუმენტის დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმებისათვის მომსახურების საფასური შეადგენს 40 ლარს, ხოლო აპოსტილით დასამოწმებლად წარდგენილი დოკუმენტის ერთი გვერდის (ან ერთ გვერდამდე) უცხო ენაზე თარგმნის საფასური 20 ლარია, რაც შეეხება თარგმნილი დოკუმენტის დამოწმებას აპოსტილით ამ შემთხვევაში, მომსახურების დამატებითი ღირებულებაა 40 ლარი.

დოკუმენტაციის შევსების და სააგენტოს თანამშრომელთან წარმატებული გასაუბრების შემდეგ, მოქალაქე შეძლებს მისთვის სასურველი დოკუმენტი ფოსტით მიიღოს, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები კი აღნიშნული დოკუმენტების მიღებას გადამზიდავი კომპანიების (DHL, FedEx) დახმარებით შეძლებენ.

ვიდეო ინსტრუქცია:

მომსახურების საფასურის გადახდა

სხვადასხვა სერვისით სარგებლობისას მომსახურების საფასურის, ისევე როგორც სხვადასხვა საგადასახადო დავალიანების, საპატრულო ჯარიმების, პარკირების ჯარიმების გადახდა, მოქალაქის პორტალზევეა შესაძლებელი. ნებისმიერი მომსახურების საფასური მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში აისახება ანგარიშზე. თუკი 3 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, ანგარიშზე კვლავ არ აისახა თქვენ მიერ გადახდილი თანხა, ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშრიდეთ მოქალაქის პორტალის ადმინისტრაციას ელ.ფოსტის ან Facebook გვერდის საშუალებით.

ეს პუბლიკაცია შექმნილია პროექტის ფარგლებში: „საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, დასახული ამოცანების შესრულების ხარისხის მონიტორინგი.“ მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.

ავტორი: ელისო ჩინჩალაძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით


My.gov.ge – elektron xidmətlər portalı bizə nə təklif edir

Dövlət və özəl sektorun elektron xidmətlərinin təkmilləşdirilməsi məqsədi ilə elektron xidmətlərin vahid bazasına (my.gov.ge) yeniləri əlavə olunub. Məlumat Azadlığı İnkişaf İnstitutunun (İDFİ) hazırladığı hesabata görə 2020-ci ildə portalda 646 xidmət əlçatan idi.

Özəl sektor xidmətlərinin yerləşdirilməsi də planlaşdırılır.

Qeydiyyatdan keçmə

Distant rejimdə xidmətdən faydalanmaq üçün ilk növbədə portalda qeydiyyatdan keçmək lazımdır. Qeydiyyatdan keçməyin iki yolu təklif olunur. Birinci yola əsasən, yeni şəxsiyyət vəsiqəsindən (İD kart) istifadə etməklə qeydiyyatdan keçmək mümkündür. Bunun üçün kart oxuyan cihaz (kart oxuyan cihazı Ədliyyə Evinin filiallarından və texnika mağazalarından almaq mümkündür) və İD kartın 4 rəqəmli pin-kodu lazımdır. Digər yol isə ad və soyad, paroldan istifadə etməklə qeydiyyatdan keçməkdir. Bu halda qeydiyyat Ədliyyə Evlərinin filiallarında həyata keçirilir. Vətəndaşın portalda qeydiyyat olunması və istədiyi xidməti alması dünyanın bütün ölkələrinə mümkündür.

Foto 1

Vətəndaş portalı hansı xidmətləri təklif edir?

Qeydiyyatdan keçdikdən sonra vətəndaşın portalında hər hansı istəyi olan şəxs biznes qeydiyyatdan keçirə, cərimələri və büdcəyə olan borcları ödəyə, təkrar elektron şəxsiyyət vəsiqəsi ala, bundan əlavə bələdiyyə xidmətlərindən yararlana, əmlakla bağlı sənədlər axtara və əldə edə, sosial yardım ala, biznes və iqtisadi işlərlə bağlı sənədlər axtara, notarius prosedurları ilə əlaqədar məlumat ala bilər və s.

Tematik olaraq qruplaşdırılmış xidmətlər hər hansı sənədin qaydaya salınmasını daha da asanlaşdırır.

Foto 2.

Müxtəlif vəsiqələrin alınması üçün distant xidmət

Distant rejimdə təkrar vəsiqələrin (doğum şəhadətnaməsi, boşanma, ad və soyadın dəyişdirilməsi, övladlığa götürmə, atalığın müəyyən edilməsi, ölüm və başqa vəsiqələrin bərpası) alınması və eləcə də ilkin vəsiqələrin (doğum, ölüm şəhadətnaməsi) alınması mümkündür. Bunun üçün Ədliyyə Evinin filialına getmək lazım deyil. Ədliyyə Evinin yaxud Xidmət İnkişaf Agentliyinin veb-səhifəsində elektron ərizə doldurmaq və agentlik əməkdaşı ilə distant (skype ilə) söhbət etmək kifayətdir.

Qeyd olunan vəsiqələri, göstəricilər bazasında onun barəsində məlumat olan Gürcüstan vətəndaşları, bir dəfə də olsa Gürcüstan vətəndaşı şəxsiyyət vəsiqəsi yaxud pasport almış şəxslər ala bilər.

Ərizə verən şəxs Gürcüstanda olduğu halda təkrar vəsiqənin verilmə müddəti və dəyəri: 5 iş gününə görə – 2 lari, 3 iş gününə görə – 7 lari, 2 iş gününə görə – 17 laridir. Vətəndaş aktı barədə ilk şəhadətnamə 2 iş günündə verilir və xidmət pulsuzdur. Ərizə verən şəxs xaricdə olarsa bu halda təkrar şəhadətnamələr lazımı sənədlərin təqdim edilməsindən 2 iş günü müddətində hazırlanır və onun qiyməti 50 laridir.

Əgər vətəndaşa şəhadətnamələrin tərcüməsi və onların apostolla təsdiqlənməsi lazımdırsa bu barədə ərizəni dolduran zaman qeyd etməlidir. Sənədin hazırlanmasından 3 iş günündə leqallaşdırma yaxud apostolla təsdiqləmə xidmətinin dəyəri 40 lari, apostolla təsdiq etmək üçün təsdiq etmək üçün verilmiş sənədin bir səhifəsinin (yaxud bir səhifəyə qədər) xarici dilə tərcüməsi 20 laridir. Tərcümə edilmiş sənədin apostolla təsdiqlənməsi zamanı isə xidmətin əlavə dəyəri 40 laridir.

Vətəndaş sənədlərin doldurulması və agentlik əməkdaşı ilə uğurlu söhbətdən sonra istədiyi sənədi poçt vasitəsilə ala bilər. Xaricdə yaşayan vətəndaş isə qeyd olunan sənədləri daşıyıcı şirkətlərin (DHL, FedEx) köməyi ilə ala bilərlər.

Video təlimat: https://www.youtube.com/watch?v=TV3eWEORh48

Xidmət dəyərinin ödənilməsi

Vətəndaş müxtəlif xidmətlərdən istifadə dəyərini, eləcə də müxtlif vergiləri, patrul cərimələrini, parkinq cərimələrini portalda ödəyə bilər. Hər hansı xidmətin dəyəri maksimum 3 iş günü müddətində hesabda təsvir olunacaq. Əgər 3 iş günündən sonra sizin ödədəyiniz pul hesabda yenə də görsənmirsə, məlumat almaq üçün vətəndaş portalının rəhbərliyi ilə el-poçt yaxud Facebook səhifəsi vasitəsilə əlaqə saxlayın.

Bu paylaşım “Dövlət idarəçilik islahatının 2019-2020-ci illərin fəaliyyət planında, özünüidarələrin gücləndirilməsi və dövlət xidmətlərinin təkmilləşdirilməsi üçün  nəzərdə tutulmuş məqsədlərin həyata keçirilməsinin keyfiyyət monitorinqi” layihəsi çərçivəsində yaradılıb. Paylaşımın məzmununa görə “Kvemo Kartli Mediası” tam məsuliyyət daşıyır və paylaşım donorun baxışlarını əks etdirməyə bilər.

Müəllif: Eliso Çinçaladze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan veb-səhifəyə istinad edərək istifadə edə bilərsiniz

Related Posts

ამომრჩევლებს, მეორე ტურზე, განსხვავებული საარჩევნო კაბინები დახვდათ

მეორე ტურზე, ხმის მისაცამედ მისულ ამომრჩევლებს განსხვავებული საარჩევნო კაბინები დახვდათ. კაბინის წინა მხარე, სადაც ამომრჩეველი ჩანს ხმის მიცემისას, ნაწილობრივ ღიაა....

რუსთავში 700 ლიფტი რეაბილიტაციის მოლოდინშია

ქალაქის თვითმართველობა ლიფტების რეაბილიტაციას, მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით განაგრძობს. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე მარტივი და საშუალო დაზიანების მქონე ლიფტების რეაბილიტაცია...

“სამუშაოები დაუსრულებელია” – აუდიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსები რესურსების...

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

ელექტრონული მმართველობის დანერგვის კუთხით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების შედეგი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის საშუალო მაჩვენებელი 32%-ია, რაც ზუსტად იმეორებს 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს...

„როგორ მოიქცევა ონლაინ გაკვეთილზე და დაუჯერებს კი მასწავლებელს?!“ – ქალების შრომის ტვირთი პანდემიისას (ვიდეო)

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მრავალი სფერო, ახლებური მიდგომისა და დღის წესრიგის შეცვლის, საჭიროების წინაშე დადგა. პანდემიის დაწყებიდან მალევე, ბევრმა კერძო თუ...

ტრენინგი: გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ქალთა შრომითი უფლებები

ტრენინგი მოიცავს საკითხებს: შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა - მექანიზმები; დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაციის

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები – ერთნაირი სამუშაო განსხვავებული შრომის პირობები

კანონის წინაშე, ყველა ადამიანი თანაბარი უფლებით სარგებლობს. თუმცა, ხშირად ეს უფლება, სწორედ კანონის მეშვეობით ირღვევა. ამის, მაგალითი შეიძლება იყოს, საჯარო...

“ამ ადგილმა აგვირჩია” — გაიცანით გოგო, რომელიც წალკაში საოჯახო ბიზნესს მართავს

ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს. კოტეჯი “დაშბაშის პანორამა” მდინარე ხრამის ხეობაში, პატარა გორაკზე, მისივე...

ქვემო ქართლში დეზინფორმაციასთან ბრძოლას სწავლობენ

თანამედროვე სამყაროში თითქმის შეუძლებელია, რომელიმე თუნდაც შენთვის უცხო ქვეყანაში დაიკარგო. ასე მარტივად  არ არის საქმე, ინტერნეტ სამყაროს შემთხვევაში. აქ შეიძლება...

რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის 7 წევრი ტოვებს

რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 6 სექტემბერს, მორიგი კონკურსის ჩატარების საკითხი განიხილეს. ამჯერად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტა, შემდეგი...

მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სახალხო ზეიმით აღნიშნეს. რეგიონის მუნიციპლაიტეტებმა კარვის ფორმის სტენდებზე, მათი რაიონის ფოტოები განათავსეს. კარვებთან სუფრები გაიშალა. განსაკუთრებით...

გოგონები დაბა კაზრეთში პოზიტიური ცვლილებებისთვის

პროექტის მიზანია დაბაში მცხოვრები გოგონების/ქალების გააქტიურება - ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებებისთვის. პროექტის მონაწილეებს უტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები:

ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,,...

დმანისი – ქვემო ოროზმანის პრობლემები [ვიდეო]

დმანისის რაიონ სოფელ ქვემო ოროზმანში ბუნებრივი აირის, სატრანსპორტი გზის და სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ. სოფლის მოსახლეობის თქმით, მათთვის პრობლემას საძოვრებიც...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *