GCSD-ი ქვემო ქართლის სკოლების მასწავლებლებისთვის, დეზინფორმაციის ამოსაცნობად და ვაქცინაციის მხარდასაჭერად, ტრენინგებს მართავს

მარნეულსა და ბოლნისში, სკოლის მასწავლებლებისთვის,  საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგები საკითხზე: ,,როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციას”. ღონისძიების მიზანი იყო ხელმისაწვდომის გაზრდა, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ, სწორ ინფორმაციაზე.

ტრენინგებზე მომხსენებლები იყვნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჯანდაცვის ექსპერტები (თეონა თოდუა, ნინო სარაშვილი)  და საქართველოს რეფორმების ასოციაციის ანალიტიკოსები (ნინაკო ჩოხელი,  ლიზი სამნაშვილი). GCSD-ის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის ტრენინგები, მოიცავს სხვა რეგიონებსაც. ღონისძიებები ტარდება ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვისაც.

აქტივობები იმართება პროექტის ფარგლებში:  ვაქცინაცია საქართველოსთვის”/(Vaccination4Georgia).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდი მითითებით.