COVID 19 – მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა.
მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის ვინაობისა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შესახებ.
პორტალზე პირადი ნომრის მითითებით, მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაშია რეგისტრირებული და ასევე იღებს ინფორმაციას ოჯახის ექიმის ვინაობის შესახებ, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.
– თუ მოქალაქე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, ან იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რეგისტრირებულია.
– თუ მოქალაქე სარგებლობს კერძო დაზღვევით უნდა დაუკავშირდეს სადაზღვეო კომპანიის ოჯახის ექიმს.
– თუ მოქალაქე არ არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი და არც კერძო დაზღვევით სარგებლობს, ან არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარი, მაგრამ არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ არის დარეგისტრირებული, უნდა დაუკავშირდეს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505
საინფორმაციო პორტალის ამოქმედების მიზანი, 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს: http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505
აქვე გეტყვით, რომ მოქალაქეების დასახმარებლად “ერთიანობის“ შემქმნელებმა [საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე – ნინო ზამბახიძე, აჭარა ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – ვალერი ჩეხერია, ბიზნეს აქსელერატორი სპარკის მენეჯერი – სანდრო კანდელაკი] ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად ახალი პლატფორმა “კოვაიდერი“ შექმნეს. პლატფორმა „კოვაიდერი“ ყველა კოვიდინფიცირებულებს შესაძლებლობას მისცემს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიიღონ სრული ინფორმაცია როგორც ვირუსის შესახებ, ასევე რჩევები და რეკომენდაციები. ყველა კითხვა, რომელიც გაუჩნდება მომხმარებელს პასუხს მათთვის ცნობილი ექიმისგან – ბიძინა კულუმბეგოვისგან მიიღებს.
ამისთვის Facebook-ზე უნდა აკრიფოთ გვერდი – „კოვაიდერი“ და მესინჯერის საშუალებით მიჰყვნენ მოცემულ ბმულს:
თუ რას აკეთებთ სიმპტომების შემთხვევაში;
რა დროს უნდა გავიკეთოთ COVID-19-ის ტესტირება;
სად ხდება PCR ტესტირება;
QvemoQartli.ge