CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტს იწყებს

CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან – კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრთი (CTC), ქვემო ქართლის მედია და პირველი ევროპელი ერთად, ოთხწლიან, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტს იწყებს.

მსოფლიოში შექმნილმა კრიზისებმა – კოვიდ-19 პანდემიამ და ბოლო დროს რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა უკრაინაში, კიდევ ერთხელ დაამტკიცა სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი როლი კრიზისების მართვასა და ადამიანის უფლებების დაცვაში.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი 4 წლის განმავლობაში იმუშავებს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 8 მუნიციპალიტეტში და განახორციელებს საქმიანობებს შემდეგი მიმართულებით:

  1.  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება;
  2.  მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე;
  3. ადგილობრივი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა სოციალური სერვისების გასაუმჯობესების მიზნით.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს environment.cenn.org