„Aktual School “– ის ჟურნალისტიკის კურსის მე-3 ნაკადმა სწავლა დაასრულა

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაციის, „აქტუალ მედიის“ ჟურნალისტიკის კურსის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.  ორგანიზაციის ბაზაზე   2021 წლიდან  Aktual School  ფუნქციონირებს. კურსდამთავრებულებს კიდევ 18 ახალგაზრდა შეემატათ. მათ შორისაა  აითაქინ ალახვერდიევა.

„ დაინტერესებული ვიყავი ჟურნალისტიკით და ამიტომ მივიღე ამ კურსში მონაწილეობა. აქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.  მათ შორის როგორ ხდება ახალი ამბების მოძიება, დაწერა, გავრცელება და რა როლს თამაშობს აუდიტორია. აქ, მიღებული ცოდნა ნამდვილად გამომადგება. განსაკუთრებით საინტერესო იყო პრაქტიკული ნაწილი. ვიმუშავეთ არხის თანამშრომლებთან ერთად“, – აითაქინ ალახვერდიევა, Aktual School-ის კურსდამთავრებული.

Aktual School -ის ჟურნალისტიკის კურსი 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და 2 ნაწილისგან შედგებოდა. თეორიული სწავლება მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა, პრაქტიკული – საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხში. პროცესში აქტიურად იყო ჩართული აქტუალ მედიის“  ჟურნალისტი სალო სალაჰლი. მისი თქმით, ჟურნალისტიკაში  ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია:

ჟურნალისტიკაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ნაკლებად არიან ჩართულები. ამ სფეროში ცოტა მათგანი მუშაობს. მიზეზი კი არის ის, რომ ისინი არ არიან აქტიურები, ენის ბარიერია.

კურსის ფარგლებში სწავლება ჩვენ როგორც აზერბაიჯანულ ასევე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. მე  მონაწილეებს ვეხმარებოდი. კურსი მნიშვნელოვანია ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ინტეგრაციისთვის.

ამ ნაკადიდან ორი სტუდენტი  „Aktual. Ge”- ზე იმუშავებს. წინა კურსის სამი სტუდენტიც  უკვე მუშაობს ჟურნნალისტად,“ – სალო სალაჰლი, „აქტუალ მედია“

Aktual School -ის მიზნებზე საუბრობს  სკოლის  ჟურნალისტიკის კურსის კოორდინატორი ნათელა ალაზოვა:

„ კურსის მიზანია ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მედიასივრცეში ინტეგრირება, სამოქალაქო განვითარება და მათი ჩართულობის გაზრდა საზოგადოებრივ საქმიანობებში.

კურსის ფარგლებში ნიუსრუმის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, მოსინჯეს საკუთარი თავი წამყვანის ამპლუაშიც. ასევე, ჩატრადა შეხვედრები სახელმწიფო ორგანოებში, პარლამენტში. ვიყავით  სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან. ძალიან თბილად მიგვიღო აზერბაიჯანის სრულუფლებიანმა  და საგანგებო ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა.

მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მედიასივრცეში ჩართვა ” –ნათელა ალაზოვა,  „Aktual School“ – ჟურნალისტიკის კურსის კოორდინატორი

გამოსაშვებ ღონისძიებას   “Aktual School“- ის წინა ორი ნაკადის კურსდამთავრებულები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე  „აქტუალ მედიის“ დამფუძნებელმა ილქინ ჰუსეინოვმა განაცხადა, რომ  ორგანიზაცია  მალე კურსის მეოთხე ნაკადს მიიღებს.

„  ეთნიკურად აზერბაიჯანელების მედიასივრცეში გააქტიურება მნიშვნელოვანია. მედიაში ნაკლები წარმომადგენელი გვყავს და ჩვენ გვინდა, ჩვენს ახალგაზრდებს ეს პროფესია შევასწავლოთ, დავაუფლოთ ჟურნალისტურ უნარებს. კურსის დასრულების შემდეგ მაქსიმალურად ვცდილობთ, მათ დასაქმებას სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში, რათა მედიაში მათი ხმა ისმოდეს.

მეოთხე ნაკადის მიღებას შევუდგებით ძალიან მალე. მინდა მადლობა გადავუხადო განათლების და განვითარების ცენტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვინც ამ საქმეში მხარს გვიჭერს.  ასევე, ბაირაქტარის ფონდს, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდები დააჯილდოვა,“ –ილქინ ჰუსეინოვი „აქტუალ მედიის“ დამფუძნებელი.

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

QvemoQartli.ge – მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით