წყლის რესურსები და ევროკავშირის პოლიტიკა /Su resursları və Avropa İttifaqının siyasəti

მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს. მთლიანად საქართველოს მტკნარი წყლის რესურსები წარმოდგენილია: მდინარის ჩამონადენის ზედაპირული და მიწისქვეშა მდგენელებით, მიწისქვეშა წყლებით რომლებიც არ მონაწილეობენ მდინარის ჩამონადენში და უშაუალოდ ხვდებიან ზღვაში, მყინვარების, ტბების, ჭაობების და წყალსაცავების წყლები, რომლებიც ნაწილობრივ მონაწილეობენ მდინარის ჩამონადენის ფორმირებაში.

მრავალწლიურ დაკვირვებათა შედეგად საქართველჴში არსებული წყლის რესურსები ობიექტების მიხედვით შემდგენაირადაა განაწილებული: ზედაპირული ჩამონადენი 31%, ტრანზიტული ჩამონადენი 9%, ტბები 0,7%, მიწისქვეშა ჩამონადენი 22%, წყალსაცავები 3,3%, მყინვარები 30%, ჭაობები 2%, სხვა 2%. მიღებული წყლის რესურსების მოცულობის საშაულო წლიური სიდიდეები. მტკნარი წყლის ეს რესურსები წარმოადგენენ განახლებად რესურსებს, რომლებიც ატმოსფერული ნალექების ხარჯზე ფორმირდებიან . მხოლოდ მყინვარებში მოქცეული წყლის მარაგის 96%-ი წარმოადგენს საუკუნოვან მარაგს, რომელიც არ მონაწილეობს წყლის ყოველწლიურ წრებრუნვაში. [წყარო: „წყლის რესურსები“, ავტორი: ვაჟა ტრაპაიძე]

წყლის რესურსებს ჩვეულებრივ უწოდებენ რომელიმე ტერიტორიის ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლების მარაგს. სახელმძღვანელოებში ხშირად ვხვდებით განმარტებას, რომ წყალი არის წყალბადისა და ჟანგბადის შენაერთი, რომელიც გამოიხატება ფორმულით H 0 H2 O. აქ ლაპარაკია იდეალურად სუფთა წყალზე, რომელიც ბუნებაში გვხვდება და ყოველთვის შეიცავს მყარი ნივთიერებების და გაზების გარკვეულ რაოდენობას გახსნილი სახით. როგორც 200 წლიანმა კვლევამ გვიჩვენა, ზემოდმოყვანილი განმარტება არასრულია და შეესაბამება საწყის ცოდნას წყლის შესახებ. ცნობილია, რომ 70 კგ წონის მოწიფული ადამიანის ორგანიზმი 65-70%-ით შედგება წყლისგან. ცხიმოვან ქსოვილებში და ძვალში 33% წყალია, კუნთებში 77%, ფილტვებსა და თირკმელებში 80 %, ნერვულ ქსოვილებში 84%, მათ შორის 85 % ბიულოგიური პლაზმა შეიცავს 90 % წყალს.

„წყლის რესურსები ითვლებიან განახლებად ბუნებრივ რესურსებად, ოღონდ ამისათვის დღევანდელ ეკოლოგიურ ვითარებაში საჭიროა შესრულდეს ორი პირობა: 

ა) არ იხარჯებოდეს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის მარაგის ის ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ საუკუნებრივ მარაგს უწოდებენ (მყინვარები, ტბები, და სხვა).

ბ) ბუნებრივი წყლის დაბინძურება ადამიანის სამეურნეო მოქმედების შედეგად იმ მაშტაბებით, რომელიც გამოიწვევს შეუქცევადი პროცესებს ჰიდროსფეროში, არ მოხდება.

წყლის რესურსების უშუალო და ძირითად წყაროს, საიდანაც ყველაზე ფართე გამოყენებას პოულობს წყალი, სადღეისოდ წარმოადგენენ ზედაპირული მტკნარი წყლები –მდინარეებში, წყალსაცავებში, ტბებში, არხებში. გარდა ამისა გაცილებით მცირე რაოდენობას მიწისქვეშა მტკნარი წყლების, რომელიც პირველ ყოვლისა გამოიყენება სასმელ წყაროდ და კომუნალურ – საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის“ – წყარო: „წყლის რესურსები“, ავტორი: ვაჟა ტრაპაიძე.

წყლის თემაზე საუბრისას აუცილებელია, გავეცნოთ ევროკავშირის წყლის პოლიტიკას. ევროკავშირის ბევრი ქვეყნისათვის წყლის პოლიტიკის განსაზღვრის ძირითად საბაზო დოკუმენტს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები წარმოადგენს. ევროდირექტივებში განსაზღვრულია წყლის მართვისა და დაცვის ძირითადი პრინციპები. ამ დირექტივებზე დაყრდნობით და მასთან შესაბამისობაში ყალიბდება წევერი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობა წყლის სფეროში. ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2000 წლის 23 ოქტომბრის ჩარჩო დირექტივა „წყლის შეახებ“ წყლის პოლიტიკის სფროში ევროპის კანონმდებლობის ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს დირექტივა განსაზღვრავს წყლის პოლიტიკას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის და ამდენად წარმოადგენს ჩარჩო კანონს რომელიც უზრუნველყოფს წყლის მართვასა და დაცვას თანამეგობრობის ქვეყნებში.

„წყლის შესახებ“ ჩარჩო დირექტივა ქმნის ზედაპირული წყლების, გარდამავალი და სანაპირო წყლებისა და მიწისქვეშა წყლების მართვის საფუძველს, კერძოდ უზრუნველყოფს წყლის ობიექტების დეგრადაციის თავიდან აცილებას დაბინძურების შემცირებას და აღკვეთას, წყლის მდგრადი მოხმარების სტიმულირებას, წყლის ეკოსისტემების მდგრადობის გაუმჯობესებას, წყალდიდობების და გვალვების შედეგების ლიკვიდაციას. დირექტივის მიხედვით ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან მოახდინონ მათი ტერიტორიის ფარგლებში არსებული მდინარეთა აუზების იდენტიფიცირება, ასევე ტრანსაზსაზღვრო აუზების იდენტიფიცირება, რომლებბიც ორი ან მეტი ქვეყნის ტეროტორიაზეა განფენილი, ასევე მოაგვარონ შესაბამისი ადმინისტრაციული საკითხები.

წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ:

ზედაპირული წყლების ხარისხის დეგრადაციის აღკვეთა; ზედაპირული წყლის ობიექტების დაცვა, გაუმჯობესება და აღდგენა და წყლის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;  ჩამდინარე წყლებით გამოწვეული დაბინძურებისა და და სახიფათო ნივთიერებების ჩაშვების შემცირება; მიწისქვეშა წყლების დაცვა; ხარისხის გაუმჯობესება და აღდგენა; მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისა და დეგრადაციის აღკვეთა; მიწისქვეშა წყლების მოხმარებას და აღდგენას შორის თვითბალანსის უზრუნველყოფა.

წყლის რაციონალურად მოხმარების უზრუნველსაყოფად წევრმა ქვეყნებმა უნდა შეიმუშავონ ადექვატური წამახალისებელი მექანიზმები წყლის მოხმარებისათვის. ამასთან წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობა ამ დირექტივის განხორციელბის პროცესში და კერძოდ აუზების მართვის გეგმის შემუშავებაში, განხილვასა და განახლებაში. დირექტივის თანახმად ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ უნდა შეიმუშაოს სპეციალური ღონისძიებები გარკვეული ნივთიერებებით ან ნივთიერებათა ჯგუფებით წყლის დაბიძნურების წინააღმდეგ, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ წყლის გარემოსათვის, მათ შორის სასმელი წყლისათვის.მასალა მომზადდა “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: “ინფორმაცია ცვლილებებისთვის – წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.”QvemoQartli.geმასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

Şirin  su resursları Gürcüstanın əsas zənginliyindən biridir. Bütün Gürcüstanda şirin su resursları bunlardır: Səthi  və yeraltı axan çaylar, çayın axınında iştirak etməyən və dənizə tökülən yeraltı sular, müəyyən qədər çay axının əmələ gəlməsində iştirak edən buzlaqlar, göllər, bataqlıqlar və su anbarları və yeraltı sular.

Çoxillik əlaqələndirmə nəticəsində Gürcüstnda olan su resursları obyektlərə əsasən belə bölünüb: səth axını 31%, tranzit axını 9%, göllər 0,7%, yeraltı axın 22%, su anbarları 3,3%, buzlaqlar 30%,bataqlıqlar 2%, başqa 2%. Əldə olunan su resurslarının həcminin illik orta zənginlikləri. Şirin suların bu resursları afmosfer çöküntüləri hesabına formalaşmış yenilənən resurslardır. Yalnız buzlaqlarda yığılmış su ehtiyatının 96%-i əsrlik ehtiyatdır və suyun illik dövriyyəsində iştirak etmir. (Mənbə: “Su resursları”, müəllif: VajaTrapaidze)

Hər hansı ərazinin səthi və yeraltı su ehtiyatını adi su resursu adlandırırlar. Dərsliklərdə tez-tez izahata rast gəlirik ki, su hidrogen və oksigen birləşməsidir və HO H2O formulu ilə təsvir olunur. Burada təbiətdə rastlaşdığımızvə həmişə açıq şəkildə bərk maddələrin və qazların müəyyən miqdarından ibarət olan ideal, təmiz sudan söhbət gedir. 200 illik araşdırmanın nəticəsinə görə, yuxarıda verilən açıqlama natamamdır və su haqqında ilkin bilgilərə uyğundur. Məlumdur ki, 70 kq çəkidə yetişmiş insan orqanizminin65-70%-i sudan ibarətdir. Yağlı toxumalarda və sümüklərdə 33%, əzələlərdə 77%, ağciyər və böyrəklərdə 80%, sinir toxumalarında 84% su var, eləcə də  bioloji plazmanın 85%-90%  sudan ibarətdir.

“Su resursları yenilənən təbii resurs olaraq hesab olunurlar, ancaq bunun üçün bugünkü ekoloji vəziyyətdə iki şərt yerinə yetirilməlidir:

a)      Səthvə yeraltı su ehtiyatının adi əsrlik ehtiyatı adlanan hissəsi sərf olunmamalıdır (buzlaqlar, göllər və.s)

b)      İnsanın hərəkəti nəticəsində hidrosferdə idarəolunmaz proseslərin yaranmasına səbəb olacaq miqyasda təbii suyunçirkləndirilməsiolmasın.

Suyun isitfadə etmək üçün tapdığıən geniş sahə, su resurslarının təxmini və əsas mənbəyi, səthi şirin sular  bu gün çaylarda, su anbarlarında, göllərdə,kanallardadır. Bundan əlavə ilk əvvəl içməli su kimi və kommunal-məişət məqsədləri üçün istifadə olunan çox az miqdarda yeraltı şirin sular da var” – Mənbə: “Su resursları”, müəllif: VajaTrapaidze.

Su mövzusunda danışan zaman mütləq Avropa İttifaqının su siyasəti ilə tanış olmalısınız. Avropa İttifaqının çox ölkəsi üçün su siyasətinin müəyyən edilməsinin əsas baza sənədi Avropa İttifaqının müvafiq direktivləridir. Avrodirektivlərdə suyun idarəsi və mühafizəsinin əsas prinsipləri müəyyən edilib. Həmin direktivlərə istinadən və ona uyğunluqla su sahəsində üzv olan ölkələrin milli qanunvericiliyi formalaşıb. Avropa Parlamenti və Avropa Şurasının 2000-ci ilin 23 oktyabr “Su haqqında” çərçivə direktivi su siyasəti sahəsində Avropa qanunvericiliyinin ən əsas və vacib sənədidir. Direktiv Avropa İttifaqı ölkələri üçün su siyasətini müəyyən edir və dost ölkələrdə suyun idarəsi və qorunması ilə bağlı çərçivə qanunu əks etdirir.

“Su haqqında” çərçivə direktivi səth sularının , keçid, sahil sularının və yeraltı suların idarəsinə əsas yaradır. Konkret olaraq su obyektlərinin deqradasiyasının aradan qaldırılmasını, çirklənməninazaldılmasını və qarşısının alınmasını, sudan davamlı istifadə etmək üçün stimullaşdırmanı, suyun ekosistemlərinin davamlı təkmilləşdirilməsini, leysan və quraqlıq nəticələrinin ləğv edilməsini təmin edir. Direktivə əsasən Avropa İttifaqının üzv ölkələri əraziləri çərçivəsində olan çay hovuzlarının identifikasiyasını, eləcə də iki və ya daha çox ölkə ərazisində olan transsərhəd hovuzların identifikasiyasını həyata keçirməli və müvafiq inzibati məsələləri həll etməlidirlər.

Üzv ölkələr təmin etməlidir:

Səth sularının keyfiyyətinin deqradasiyasının aradan qaldırılmasını; Səthsuyu obyektlərinin mühafizəsini, təkmilləşdirilməsini və bərpasını, yüksək su keyfiyyətinin təmin olunmasını; Axar sulardan yaranmış çirkləndirilmənin və təhlükəli maddələrin suya tökülməsininazaldılmasını; Yeraltı suların qorunmasını; Keyfiyyətin yaxşılaşdırılması və bərpasını; Yeraltı suların çirkləndirilməsi və deqradasiyasının aradan qaldırılmasını; Yeraltı sulardan istifadə və bərpa etmə arasında balansın təmin olunmasını.

Sudan səmərəli istifadənin təmin olunması üçün üzv ölkələr suyun istifadəsinə görə uyğun həvəsləndirici mexanizmlər hazırlamalıdırlar. Belə ki, üzv ölkələr həmin direktivlərin həyata keçirilməsi prosesində və konkret olaraq hovuzların idarəsi planının hazırlanmasında, müzakirə və yenilənməsində maraqlanan tərəflərin fəal iştirakını təmin etməlidirlər. Direktivə əsasən Avropa Parlamenti və Avropa Şurası su mühiti, həmçinin, içməli su üçün təhlükə yaradan, müəyyən maddələrlə yaxud maddələr qrupu ilə suyun çirkləndirilməsinə qarşı xüsusi tədbirlər görməlidirlər.

QvemoQartli.ge