ბელარუსი – სასამართლო რეჟიმის სამსახურში და ციხეში ნაწამები პოლიტპატიმრები
ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადგინეს ბელორუსის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.
2024 წლის დასკვნით, Viasna Human Rights Centre-მა აღრიცხა 6 550 ადამიანის საქმე, რომლებსაც მიესაჯათ სხვადასხვა სახის სასჯელი, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში.
ამ პირებიდან 1 380 ქალია. გასულ წელს ეს რიცხვი 1 721 იყო და მათ შორის 480 ქალი იყო.
პატიმრობაში რჩება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი. იგი ამჟამად ე.წ. გამოსასწორებელ დაწესებულებაში ჰყავთ.
Viasna-ს თანახმად, სულ მცირე 8 895 პირმა განიცადა სხვადასხვა სახის რეპრესიები, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ დევნასთან.
მათ მიმართ ადგილი ჰქონდა დაკავებას, დაკითხვას და ჩხრეკას. რეპრესირებულთა მეოთხედი ქალია.
ანგარიშში ვკითხულობთ:
„ პოლიტპატიმრებს ექვემდებარებიან განსაკუთრებით მკაცრ პირობებს. მათზე ხორციელდება მკაცრი ზედამხედველობა და შეზღუდვები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონით.
შესაბამისად, ბევრი პოლიტიკური პატიმარი მოკლებულია ჰიგიენის დაცვის, მედიკამენტების მიღების, ადვოკატის და ოჯახის ნახვის შესაძლებლობას. გარდა ამისა, პოლიტპატიმრების მიმოწერა ექვემდებარება თვითნებურ შეზღუდვას.
10-ზე მეტი პოლიტპატიმარი „არაკომუნიკაბელურ“ პატიმრობაში იმყოფება.
„გამოსასწორებელ დაწესებულებებში“ კი ოთხი პოლიტპატიმარი გარდაიცვალა.
პოლიტპატიმრები ექვემდებარებიან იძულებით შრომას დაბალი ხელფასით. ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ, გათავისუფლებისთანავე ყოფილი პოლიტპატიმრები ექვემდებარებიან მკაცრ კონტროლს. მსჯავრდებულთა უფლებები კიდევ უფრო იზღუდება ე.წ. ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართულ პირთა სიაში მოხვედრის შემთხვევაში.
პოლიტიკურად მოტივირებულ ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის და სამოქალაქო საქმეებში სასამართლოები აგრძელებენ მუშაობას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ რეპრესიის ინსტრუმენტები.
ბელორუსში მრავალი ასოციაციის/ორგანიზაციის საქმიანობა ექვემდებარება ხელისუფლების მხრიდან მათ კრიმინალიზაციას.
ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვის „მოტივით“ მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლების დევნა გრძელდება.
გაძლიერდა რეპრესიები ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და ბლოგერების მიმართ.
ბელორუსის ხელისუფლება აგრძელებს წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის გამოყენებას დისიდენტებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ.
არ ყოფილა გამოძიების და დევნის შემთხვევები ეროვნულ დონეზე იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წამებაზე და ადამიანის უფლებების სხვა სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის აგვისტოში და მის შემდგომ.“