ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორი ახალგაზრდებისთვის
“23 იანვარს მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრში მარტყოფელ უფროსკლასელებთან სურსათის ეტიკეტირების თემაზე ვისაუბრეთ. შეხვედრის ბოლოს კი მიღებული ცოდნა კაჰუტის სახალისო ვიქტორინით შევაჯამეთ. გამარჯვებულმა გუნდმა საჩუქრად პროექტის პრომო ჩანთები მიიღო
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი “სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან” თანამშრომლობით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV” ფარგლებში” – ვკითხულობთ ორგანიზაცია “სიქა”-ს გვერდზე სოციალურ მედიაში.
პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებენ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო (CzDA).