სამოქალაქო სექტორი ახალგაზრდებისთვის მუშაობას აგრძელებს
სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდების მედეგობის გაძლიერება: დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ევროპული მისწრაფებების ხელშეწყობა კონფლიქტით დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში.“
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ახალგაზრდების მედია წიგნიერებისა და ადვოკატირების უნარების განვითარების გზით.
პროექტის ფარგლებში 2024 წლის 9-11 ნოემბერს მედიაწიგნირებისა და ადვოკატირების ტრენინგი, ხოლო 2024 წლის 18-20 ნოემბერს – ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიდან.
ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ახალგაზრდა ლიდერების ცოდნისა და უნარების განვითარებას, რათა მათ შეძლონ ადგილობრივ დონეზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება დეზინფორმაციის საფრთხეების შესახებ და იმოქმედონ როგორც თანატოლგანმანათლებლებმა საკუთარ თემში.
QvemoQartli.ge