თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება (ვიდეო)

15 ნოემბერს თბილისში ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია-მსვლელობა გაიმართა. ისინი ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მას შემდეგ კი, რაც გაიგეს, რომ ახალგაზრდების ნაწილს არ უშვებდნენ თსუ-ს შენობაში, მსვლელობით უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დახმარებით არჩევნები გააყალბა და ამ გზით ცდილობს ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩენას.

აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ჟურნალისტი: მანონ ბოკუჩავა