„მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებაა” – საქართველოს პრეზიდენტი

“მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“: რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა… ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს „დართეს“ — წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე და მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

„მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებაა” – მიმართავს პრეზიდენტი მაია სანდუს.

მოლდოვაში 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით გაიმარჯვა.

QvemoQartli.ge