გარდაბნის მერია მუნიციპალურ შპს/აიპებზე საჯარო ინფორმაციას არ გასცემს
QvemoQartli.ge გარდაბნის მერიისგან ელის საჯარო ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შექმნილ შპს/აიპების შესახებ. შესაბამისი წერილი მერიამ 2 სექტემბერს მიიღო, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ გამოუგზავნია.
ჩვენი კითხვები მერიის მიმართ იყო შემდეგი:
- რამდენი მუნიციპალური ააიპ და შპს მოქმდებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით?
- რამდენი მოქალაქე არის დასაქმებული თითოეულ მათგანში, მიმდინარე წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით? (გთხოვთ მოგვწერეთ მომსახურების ხელშეკრულებით დაქირავებულთა ზუსტი რაოდენობა, თითოეული აიპსა და შპს-ში)
- თითოეულ მუნიციპალურ ააიპ-ში და შპს-ში, რამდენი შეადგინა გასულ წელს და არის ახლა (2 სექტემბრის მდგომარეობით) სახელფასო ხარჯი?
შეგახსენებთ, რომ QvemoQartli.ge-ს ერთი სასამართლო დავა უკვე მოგებული აქვს გარდაბნის მერიის წინააღმდეგ. თვითმმართველობა მაშინაც ორგანიზაციას შიდა აუდიტის დასკვნებს არ აწვდიდა.
QvemoQartli.ge