,,კარდაკარმა” ბინა რუსთავის მერიაში დაიდო

დღეს, რუსთავში ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეხვედრა შედგა. კომისიამ ბინა რუსთავის მერიის შენობაში დაიდო. 

,, ქვემო ქართლი რთული რეგიონია, როგორც წესი არჩევნებზე გარკვეული პრობლემები, უნდობლობა და კითხვები, სწორედ, ამ რეგიონზე მოდის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. დღეს, ჩემი პირველი სტუმრობაა ამ ოფისში. მართლაც, კარგი სამუშაო პირობებია ” – საუბრობდა კომისიის წევრებდთან შესახვედრად ჩამოსული, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავჯდომარე, მამუკა კაციტაძე.

მერიის შენობაში მსგავსი კომისიის დაბინავება პრობლემა არ აღმოჩნდა, კომისიის ქრისტიან-დემოკრატი წევრი, ალექსანდრე ახვლედიანისთვისაც.

,, ამაში ვერანაირ პრობლემას და უხერხულობას ვერ ვხედავ. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვქონდა და ამ ვარიანტებიდან ეს შევარჩიეთ. ოფისში კარგი სამუშაო პირობებია.

ამ ეტაპზე ვაგრძელებთ ამომრჩეველთა სიების რეგისტრატორობის მსურველთა განაცხადების მიღებას. მათი ანაზღაურება უბნების სირთულის მიხედვით მოხდება. თანხა 100-200 ლარამდეა. რთულ უბანზე ორი რეგისტრატორი იმუშავებს” – საუბრობს ახვლედიანი.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ქვემო ქართლის წარმომადგენლობის თავჯდომარე, გურამ ფირცხალაიშვილმა.

აღნიშნული სტატუსით თავის პირველ საჯარო განცხადებაში, ფირცხალაიშვილი მადლობას უხდიდა ოფისისთვის რუსთავის მერიას და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას. მას არც პრეზიდენტი დავიწყებია.

,, სიების რეგისტრატორობის კანდიდატების განცხადების მიღება 25 თებერვალს დავიწყეთ. ეს პროცესი 7 მარტს დასრულდება. საერთო ჯამში მთელ რეგიონში გვჭირდება 1 314 რეგისტრატორი. დღეისათვის 728 განაცხადია შემოსული. ვფიქრობ განაცხადების შემოსვლა, კვლავ, გაგრძელდება და არჩევანის გაკეთების საშუალება გვექნება.

ის მისია რაც ჩვენ პრეზიდენტის ბრძანებულებით დაგვეკისრა, აუცილევბლად, შესრულდება. აქვე მინდა ოფისისთვის მადლობა გადავუხადო რუსთავის მერიას და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია. მართლაც, კარგად მოვერწყვეთ და ჩვენი მისიის შესასრულებლად ყველანირი პირობა გვაქვს” – საუბრობდა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ქვემო ქართლის წარმომადგენლობის თავჯდომარე, გურამ ფირცხალაიშვილი.

რეგისტრატორებთან დაკავშირებით კომისიის წევრები განმარტავდნენ, რომ კანდიდატის პარტიაულ კუთვნილებას არანაირი მნიშვნრლობა არ აქვს.

თუმცა, რეგისტრატორად განაცხადის შესატანად მისულთა რიგებში ,,ნაციონალური მოძრაბის” გასულ არჩევნებზე გაწაფული, აქტივისტი ქალბატონები ჭარბობდნენ.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტება პროგრამა ,,კარდაკარის” ფარგლებში ხდება. ამ საქმისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=84