გარდაბნის ბიუჯეტს ლელაშხას დასახლებაში, სასაფლაოს შემოღობვა, 237 723 ლარამდე დაუჯდება

ქალაქ გარდაბანში ლელაშხას დასახლებაში სასაფლაოს შემოღობვის ტენდერი მერიამ, მიმდინარე წელს, აუქციონის გარეშე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად კი სატენდერო დოკუმენტაციაში 297 153 ლარი მიუთითა.

შპს გევა იყო ერთადერთი კომპანია, რომელიც ტენდერს გამოეხმაურა და სამუშაოების შესასრულებლად 237 723 ლარი მოითხოვა.  ამ დროისთვის, კომპანიის მხრიდან ხდება საგარანტიო და სხვა სახის დოკუმენტაციის წარდგენა.

შესასრულებელი სამუშაობის საპროექტო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ შემოსაღობი ტერიტორიის სიგრძე არის 410 გრძივი მეტრი, ასევე ადგილზე მოეწყობა დამხმარე შენობა (3-3.4მ), სამლოცველო (3.20-3.40 მ) და ჭიშკარი.

QvemoQartli.ge