საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები
ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო შემოსავალმა შეადგინა 56460 ლარი. გუბერნატორის მეუღლის -სალომე წაქაძის სახელფასო შემოსავალი კი (წლიური) არის 18 000 ლარი. მას ჰყავს ერთ-ერთ გათამაშებაში მოგებული მსუბუქი ავტომობილი – wolcvagen tiguan.
გუბერნატორის დეკლარაციაში არ არის მითითებული მისი მშობლების ქონებრივი მდგომარეობა. ერთადერთი ახლობელი, რომლის შემოსავლებზე ინფორმაციას ვიგებთ მისი მეუღლეა.
გუბერნატორისგან განსხვავებით საკუთარი მშობლების ქონებრივ მდგომარეობას საზოგადოებას აცნობს, რუსთავის თბილისელი მერი, ზაქარია დარჩიაშვილი. მერის 2011 წლის ქონებრივი დეკრაციის თანახმად – მამამისი ილია დარჩიაშვილი არის შემდეგი უძრავი ქონების მეპატრონე: თბილისი, მარჯანიშვილის №42 ფართობი – 80.0კვ.მ; გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნორიო – ფართობი 65.0 კვ.მ; სიღნაღის მუნიციპლაიტეტი სოფელი ანაგა – 200კვ.მ; მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი – 600.0კვ.მ. ილია დარჩიაშვილის უძრავი ქონების 50%-ის მეპატრონე ზაქარია დარჩიაშვილია. ასევე ილია დარჩიაშვილს ჰყავს მსუბუქი ავტომობილი – micubish pajero-2001-ის.
ალბათ, ზაქარია დარჩიაშვილს მთელი ცხოვრება, რომც არაფერი ეკეთებინა მამის ქონებითაც შეძლებდა ცხოვრებას. რასაც ქვემო ქართლის გუბერნატორზე ვერ ვიტყვით.
დარჩიაშვილის 2011 წლის დეკლარაციით მისი სახელფასო წლიური შემოსავალი იყო 43 430 ლარი. მეუღლის – ია დარჩიაშვილის წლიური შემოსავალი 15 500 ლარი. დეკლარაციის თანახმად ის მთავარ ბუღალტრად მუშაობს ორ კერძო ფირმაში.
ზაქარია დარჩიაშვილის მამის – ილია დარჩიაშვილის წლიურ შემოსავლად კი დეკლარაციაში მითითებულია 8 400ლარი. აღნიშნული, შემოსავალი მიღებული აქვს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, სპეცილისტის პოზიციაზე მუშაობით.
გუბერნატორის მსგავსად, მხოლოდ, მეუღლის ქონებრივ მდგომარეობაზე გვაწვდის ინფორმაციას რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძე. 2011 წლის დეკლარაციის თანხმად გურგენიძის წლიური შემოსავალი საკრებულოს თავჯდომარეობით – 61 094 ლარია. ის, ასევე, ხელფასს იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცისგან. როგორც ექსპერტს ასოციაცია წლის განმავლობაში მას – 16 516 ლარს ურიცხავს. რუსთავის საკრებულოს თავჯდომარეს ასევე ყავს (ან ყავდა გასულ წელს) აუდის მარკის ავტომობილი.
გურგენბიძის უძრავ ქონებას შეადგენს მიწინს ნაკვეთი ბორჯომში ფართობით – 800 კვ.მ. საკრებულოს თავჯდომარის მეუღლის – ეკა ჩიქოვანი-გურგენიძის სახელზე არსებული ერთადერთი უძრავი ქონებაა – რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ბინა 100კვ.მ. მისი წლიური შემოსავალი კი – 3870 ლარია. ეკა ჩიქოვანი-გურგენიძი ექიმ-სტომატოლოგად მუშაობს კერძო კლინიკაში.
აღნიშნული, საჯარო მოხელეები ფიქსირებული ხელფასების გარდა სარგებლობენ ბიუჯეტიდან მიღებული სხვა სიკეთეებითაც. ყავთ სამსახურეობრივი მანქანები, ხარჯავენ ბიუჯეტით შეძენილ საწვავს, ასევე, ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება მათი სატელეფონო საუბრები.
ფოტოს წყარო: rustavi.unlimited.ge
მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=77