„ქართული ოცნების“ დელეგატი რუსთავის მერიის გამოქვეყნებულ ვიდეო რგოლში

7 სექტემბერს, რუსთავის მერიამ სოციალური ქსელის თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

კადრებში რუსთავის მერთან და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად, ჩანს „ქართული ოცნების“ დელეგატი რუსთავში, მოქმედი მაჟორიტარი ირაკლი შატაკიშვილი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად კი აკრძალულია:

„ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო – ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

QvemoQartli.ge