რა უნდა ვიცოდეთ ტროლებსა და ბოტებზე

21- ე საუკუნეში , ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, საზოგადოება სხვადასხვა ციფრული გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორისაა ტროლებთან და ბოტებთან ურთიერთობა.

მათ საერთო მიზანი აერთიანებთ – ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებისთვის, საკუთარი მცდარი და მიზანმიმართულად შექმნილი აზრის მოხვევა.

ტროლი არის ადამიანი,  რომელიც სოციალურ სივრცეში  ყალბი პროფილის მეშვეობით მოქმედებს. რეალური იდენტობის დამალვა მისი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

ტროლები სხვადასხვა საკითხზე სოციალური ქსელებში  კომენტარების სექციაში აგრესიულ, პროვოკაციულ კომენტარებს წერენ. ამით კი მომხმარებლების ყურადღების მიქცევას და მათ პროვოცირებას ცდილობენ.

Milab.ge  ტროლების ამოსაცნობად   სოციალური ქსელების მომხმარებლებს შემდეგ რეკომენდაციების სთავაზობს:

დავაკვირდეთ ტროლების მიერ დაწერილ კომენტარებს, რომლებიც:

  • კონტექსტიდან ამოვარდნილია ;
  • ვრცელია ან პირიქით – შეიცავს რამდენიმე სიტყვას, მოწოდებას, არასანდო წყაროების ბმულებს ;
  • აგრესიულია ;
  • შეიცავს ენობრივ და გრამატიკულ შეცდომებს – იმ შემთხვევაში თუ საქმე გვაქვს ტროლთან, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს ან სხვა ენაზე საუბრობს, იგი ხშირად გრამატიკულ შეცდომებს უშვებს ან სხვა ენაზე პოსტავს.

გავაანალიზოთ ტროლის პროფილი:

  • გამოვიკვლიოთ სექცია “ჩემს შესახებ” (About Me);
  • დავათვალიეროთ ფოტოები – ტროლის პროფილის ფოტოზე, Cover-ფოტოსა და ფოტოგალერეაში იშვიათად გვხვდება პერსონალური ფოტოები. უმეტეს შემთხვევებში, პროფილზე განთავსებული ფოტოების რაოდენობა საკმაოდ მწირია ან საერთოდ არაა;
  • დავათვალიეროთ ვიდეოები;
  • შევისწავლოთ მეგობრები;
  • ყურადღება მივაქციოთ სიახლეების ველში განთავსებულ მასალებს.
  • მონიშნეთ ყალბი პროფილი, რათა თავადაც დაეხმაროთ სხვებს მის ამოცნობაში.

საყურადღებოა მედიაჩეკერის მიერ გამოქვეყნებული მასალა,  სახელწოდებით „რატომ გვჭირდება ტროლებთან ბრძოლის ახალი მეთოდები“ , სადაც ვკითხულობთ:

„ტროლებთან ბრძოლის ყველაზე გავრცელებულ ხერხებს შორის არის: იგნორირება, წაშლა და მითების გაქარწყლება (მათთან დებატებში შესვლა და სიმართლის დამტკიცება). თუმცა ეს მეთოდები ყოველთვის არ მუშაობს და ზოგჯერ, კონტრპროდუქტიულიცაა. „

სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილია, რომელსაც რეალური პიროვნების პროფილისთვის მიმსგავსებული მახასიათებლები აქვს. ბოტების მართვა შესაძლებელია ერთგვარი ქსელის სახით, როდესაც ერთი კონკრეტული მომხმარებელი დისტანციურად ათეულ ათასობით ავტომატიზებულ ანგარიშს მართავს.

ბო­ტებს იყე­ნე­ბენ ასე­ვე “ფე­ის­ბუ­ქის”, “ინ­სტაგ­რა­მი­სა” და “ტვი­ტე­რის” გვერ­დებ­ზე ლა­იქე­ბის და მიმ­დევ­რე­ბის გა­საზ­რდე­ლად.

აღსანიშნავია ის, რომ ბოტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ონლაინ სივრცეში მიმდინარე დებატებსა და დისკუსიებზე. მათ იყენებენ, მაშინ, როდესაც დამკვეთს სურს:

  • ტრენდული ჰეშთეგის ან ფრაზის შექმნა;
  • კონკრეტული გზავნილის გავრცელება და მხარდაჭერა;
  • სხვა მომხმარებლის შევიწროვება და დისკრედიტაცია.

ბოტების ამოსაცნობად მნიშნელოვანია დავაკირდეთ პოს­ტე­ბის სიხ­ში­რეს.  ისი­ნი ძალი­ან ბევ­რს პოს­ტა­ვენ, აზი­ა­რე­ბენ  სტა­ტი­ებს, რო­მე­ლიც რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

პოლიტიკური  ბოტების სახეობა სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამას ან კომპიუტერულ კოდს გულისხმობს, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური ადამიანის ქცევას არის მიმსგავსებული. ისინი არჩევნების და რეფერენდუმების პერიოდში სხვადასხვა მანიპულაციურ ტექნიკებს იყენებენ. პოლიტიკური ბოტები მათთვის ხელსაყრელი შინაარსის შემცველ ინფორმაციას აზიარებენ, იწონებენ. ასევე, ონლაინ სივრცეში ჯანსაღი პოლიტიკური დისკურსის შეცვლას ცდილობენ.

მედიაჩეკერის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ბოტის მახასიათებლებია წარმოდგენილი:

  • პოსტებს აქვეყნებს რამდენიმე ენაზე;
  • ერთვება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ თემებზე დისკუსიაში – აქვეყნებს თუ არა ეს ანგარიში ერთმანეთისგან განსხვავებულ თემებზე პოსტებს ან ერთვება დისკუსიებში? მაგალითად შეიძლება წერდეს როგორც საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობის შესახებ და ასევე Nike-ის ფეხსაცმელზე;
  • იყენებს სოციალური მედიის პროგრამებს, მაგალითად Buff.ly-ს – ანგარიშები, რომლებიც აზიარებენ .ly დომენებს, მაგალითად buff.ly-ს, bit.ly-სა და ow.ly-ს;
  • აქვეყნებს პროვოკაციული შინაარსის “მიმებსა” და Gif-ებს – ეს “მიმები” ძირითადად არის აგრესიული, ცილისმწამებლური და შეცდომაში შემყვანი;
  • იყენებს ბევრ ჰეშთეგს (ძირითადად Twitter-ზე);
  • აზიარებს ახალ ამბებს არასანდო წყაროებზე დაყრდნობით;
  • ახასიათებს არაბუნებრივი ფრაზები.

QvemoQartli.ge