როგორ მოკლეს ბელარუსში სიტყვის თავისუფლება
„რუსული კანონის“ სულისკვეთების კანონების მიღების შედეგად ბელარუსი ასობით აქტივისტმა და ჟურნალისტმა დატოვა. მათი ნაწილი კი ციხეშია და დღემდე სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.
ბელარუსში, ექსტრემიზმის ბრალდებით ლუკაშენკოს რეჟიმი დევნიდა და დღესაც დევნის დამოუკიდებელ ორგანიზაციებს. უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით რომ ბელარუსში, ადგილზე მომუშავე და თან თავისუფლებაზე მყოფი ჟურნალისტები და აქტივისტები აღარც დარჩნენ.
დღეს ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და სრულფასოვნად პროფესიულ საქმიანობას ვერ ახერხებენ.
ჩვენი რესპონდენტი ბელარუსი ჟურნალისტი ანნა ეფრემენკოა. მან როგორც მისი კოლეგების დიდმა ნაწილმა ბელარუსი დატოვა რეპრესიული კანონების გამო. დევნილობაში მყოფი ჟურნალისტი გვიყვება, როგორ გააქრო მის სამშობლოში მედია და სიტყვის თავისუფლება კანონმა „ექსტრემისტების“ შესახებ. სწორედ ამ კანონით დაიწყო რეჟიმმა დევნა ჟურნალისტების, აქტივისტების და შემდეგ უკვე რიგითი მოქალაქეების.
ჟურნალისტი: საქართველოში პარლამენტი განიხილავს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც საზოგადოება „რუსულ კანონს“ უწოდებს.
მსგავსი მიზნის მატარებელი, რომელი კანონები მოქმედებს ბელარუსში? შეგიძლიათ გაიხსენოთ მათი სახელწოდებები და რა ძირითადი ჩანაწერებია მათში ისეთი, რომელიც ზიანს აყენებს მედიის მუშაობას და შეუძლებელს ხდის დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობას?
ანნა ეფრემენკო: 2021 წელს ბელარუსის ხელისუფლებამ გაანადგურა ქვეყნის ყველაზე დიდი გამოცემები, მათ შორის TUT.BY. ამის შემდეგ არასახელმწიფო მედიისთვის შეუძლებელი გახდა მუშაობა ქვეყნის შიგნით. რედაქციებს მოუწიათ ემიგრაციაში წასვლა ლიტვაში, პოლონეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში.
სწორედ მაშინ დაიწყო ფართო გამოყენება კანონის „ექსტრემისტულ მასალებზე“ და „ექსტრემისტული ფორმირებების შექმნაზე“ – მედიის მისამართით.
პირველი ეტაპი – კონკრეტული მედიის ყველა მასალის ექსტრემისტულად აღიარება. ამას მივყავართ იქამდე, რომ მათი „კანონებით“ ასეთი მასალების გავრცელება არის აკრძალული. მათ შორის გადაგზავნა, გაზიარება, მოწონება და კომენტირება. ასეთ ქმედებაზე ან აკავებენ ან არის ჯარიმა. ეს ყველაფერი ხდება კანონის #19.11-ე მუხლის. რაც გულისხმობს გავრცელებას, დამზადებსა, შენახვას, გადატანას საინფორმაციო პროდუქტის, რომელიც შეიცავს მოწოდებას ექსტრემიზმისკენ ან რომელიც პროპაგანდირების აღნიშნულს.
2021 წლიდან, ბელარუსული უფლებადაცვითი ცენტრისთვის “Вясна” ცნობილია არა ნაკლებ 2 540 შემთხვევა, როდესაც ძიება ამ მუხლით დაიწყო. აქედან 512 ადამიანი დააკავეს 8 343 დღით და საერთო ჯამში დააკისრეს ჯარიმა, რომელიც შეადგენს 122 000 დოლარს.
ზოგიერთი მედია კი და მათი რიცხვი 20-ზე მეტია, საერთოდ გამოაცხადეს ექსტრემისტულ ფორმირებებად. მისი განმარტება ასე ჟღერს: ექსტრემისტული ფორმირება – ეს არის მოქალაქეების ჯგუფი, რომელიც ახორციელებენ ექსტრემისტულ საქმიანობას, ან ახდენს სხვაგვარ თანამონაწილეობას ექსტრემისტულ საქმიანობაში, ანდა აღიარებენ მის შესაძლო განხორციელებას თავის საქმიანობაში, ან აფინანსებს ექსტრემისტულ საქმიანობას, რომელთან მიმართებითაც მიღებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ან უსაფრთხოების კომიტეტის გადაწყვეტილება – ექსტრემისტულად გამოცხადების საკითხზე. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოს გარეშე.
იმ მედიასთან ინტერვიუსთვის, რომელიც გამოცხადებულია „ექსტრემისტულ ფორმირებად“ ან ინფორმაციის მიწოდებისთვის, ადამიანებს უსჯიან ციხეს ხანგრძლივი პერიოდით. სასჯელი კი მონაწილეობისთვის, შექმნისთვის ან დაფინანსებისთვის „ექსტრემისტული ფორმირების“ – არის განსაზღვრული პატიმრობით 4 – 7 წლამდე. ცალკეულ შემთხვევებში კი ეს სასჯელი 10 წელს შეადგენს.
ყველაზე რადიკალური ინსტრუმენტი არის მედიის „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოცხადება. დღეს ასეთ ორგანიზაციად არის, მათ მიერ, დასახელებული NEXTA. ეს ნიშნავს რომ ნებისაებრ მისი 1 მილიონიანი გამომწერებიდან ტელეგრამის არხიდან, შესაძლებელია ჩათვალონ როგორც წევრი „ტერორისტული ორგანიზაციის.“ ეს მათ აძლევს შესაძლებლობას ამ ადამიანებს მიუსაჯონ 10-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ჟურნალისტი: მსგავსი კანონების მოქმედების გამო, რა შედეგი დადგა ბელარუსში? როგორ და რა პირობებში აგრძელებენ მუშაობას ბელარუსი ჟურნალისტები და აქტივისტები?
ანნა ეფრემენკო: ხელისუფლების მოქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ დამოუკიდებელი მედიები აღარ დარჩნენ ქვეყანაში და მუშაობა გვიწევს ემიგრაციიდან. ასევე გართულდა ბელარუსში წვდომა ინფორმაციაზე. დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებს ჩინოვნიკები არ აძლევენ კომენტარებს, მათთან ურთიერთობას ერიდებიან ექსპერტები და მკითხველები, რომლებიც ჯერ ისევ რჩებიან ბელარუსში. საგრძნობლად გართულდა აუდიტორიის შენარჩუნება და მისი გაზრდა, როდესაც ქვეყანაში მასალის ლინკის გადაგზავნისთვისაც კი შესაძლებელია პატიმრობის მიღება ან ჯარიმის.
დღეს მტკივნეული თემაა დაფინანსება – მედიის დაფინანსება. 2012 წლამდე ბევრი ბელარუსული მედია მუშაობდა სარეკლამო შემოსავლით, ახლა ეს შეუძლებელია. ბიზნესს ეშინია არ მოხვდეს იმ კანონის ნაწილში, რომელიც ე.წ ექსტრემისტების დაფინანსებას გულისხმობს, ამიტომ რედაქციებს უწევთ მიმართონ დონორებს, მიიღონ გრანტები, მიიღონ დონაცია იმ მკითხველისგან რომელიც ბელარუსში არ იმყოფებიან.
ჟურნალისტი: თუ შეგიძლიათ თქვენი პირადი გამოცდილება გაგვიზიარეთ, ასეთი კანონების გამოყენების კუთხით. როგორ შეცვალეს მათ თქვენი პირადი და საქმიანი ცხოვრება? გთხოვთ, გვიამბეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ.
ანნა ეფრემენკო: 2021 წლის შემდეგ მე არ ვყოფილვარ ბელარუსში – ეს არის ჩემთვის მთავარი და ყველაზე მტკივნეული, როგორც პირადი ასევე პროფესიონალური კუთხით.
ლუკაშენკო იყენებს რეპრესიულ კანონებს, არა მხოლოდ მედიის არამედ იმ ბელარუსების მიმართაც რომელიც გაემგზავრნენ. მე ვერ შევძლებ პასპორტის გამოცვლას, როცა მას ვადა გაუვა. ვერ გავაკეთებ მინდობილობას, რომ განვკარგო ქონება, რომელსაც ბელარუსში ვფლობ და სხვა ..
ყოველ ჯერზე როდესაც ვიღებ ინტერვიუს, ან ვწერ ანონიმურად ისტორიას მკითხველისას, ვწონი რისკებს: ციხეში ხომ არ მოხვდება ეს ადამიანი ამ სიტყვების გამო.
შედეგად ბელარუსის ჟურნალისტიკა გადაიქცა ანონიმურ ჟურნალისტიკად. ჩვენ ვყვებით მკითხველის ისტორიებს, ვცვლით რა მათ სახლებს – ღიად ვტოვებთ კითხვას, რამდენი ხანი შეძლებენ ენდონ ასეთ მედიას. ახლა ეს ნდობა აბსოლუტურად შენდება მედიის ავტორიტეტზე.
ავტორი: მანონ ბოკუჩავა