ქვემო ქართლის მაჟორიტარების ბიუროებისთვის ათასობით ლარია დახარჯული
QvemoQartli.ge-მ, საქართველოს პარლამენტიდან, მაჟორიტარების ბიუროებისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.
მიღებული საჯარო ინფორმაციის თანახმად:
2022 წლის აპრილიდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების: ზაურ დარგალის, ირაკლი შატაკიშვილისა და გოგი მეშველიანის მაჟორიტარი ბიუროების ფუნქციონირებისათვის გამოყოფილმა თანხებმა შეადგინა შემდეგი:
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ზაურ დარგალის ბიუროში 2022 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, დასაქმებული იყო 6 თანამშრომელი (ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე) და დარიცხულმა შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 76687.74 ლარი, 2023 წელს 6 თანამშრომელზე ჯამში დარიცხულია 117793.51 ლარი, ხოლო 2024 წლის იანვარში 6 თანამშრომელზე − 9801 ლარი.
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ირაკლი შატაკიშვილის ბიუროში (ბიუროს რეგისტრაციის თარიღია 2022 წლის 15 აპრილი) 2022 წლის 15 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, დასაქმებული იყო 4 თანამშრომელი (ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე) და დარიცხულმა შრომითმა ანაზღაურებამ შეადგინა 70513.16 ლარი, 2023 წელს 4 თანამშრომელზე ჯამში დარიცხულია 132 770.00 ლარი, ხოლო 2024 წლის იანვარში 4 თანამშრომელზე − 11935.00 ლარი.
მაჟორიტარი პარლამენტის წევრის გოგი მეშველიანის ბიუროში 2022 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, დასაქმებული იყო 12 თანამშრომელი (ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე) და დარიცხულმა შრომითმა ანაზღაურებამ შეადგინა 144 878.75 ლარი, 2023 წელს 12 თანამშრომელზე ჯამში დარიცხულია 213 653.00 ლარი, ხოლო 2024 წლის იანვარში 12 თანამშრომელზე − 19418.00 ლარი.
მასალა მომზადდა QvemoQartli.ge-ს და “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის” თანამშრომლობით, პროექტის – “მედიის თავისუფლებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზით“ – ფარგლებში. დონორი – აშშ-ის საელჩო საქართველოში.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.