გარდაბნის მერია მზადაა ორ სოფელში დროშების მოსაწყობად 45 000 ლარამდე გადაიხადოს

გარდაბნის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა „ სოფელ მარტყოფში და სოფელ სართიჭალაში სახელმწიფო დროშების“  მოსაწყობად. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 45 972 ლარია. სამუშაოები მოიცავს ორივე სოფელში დროშების საძირკვლის და სადროშო ბოძის მოწყობას.  პრეტენდენტს, სხვა მოთხოვნებთან ერთად,  ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს ემსილაითი მონაწილეობს. შესყიდვის ფარგლებში, ამ დროისთვის, ხელშეკრულება არ არის დადებული.

QvemoQartli.ge