ქვემო ქართლის მაჟორიტარები და რეგიონთან დაკავშირებული პირები, რომელთა ქონებრივ დეკლარაციებსაც შეამოწმებენ

ზაურ დარგალი, ალექსანდრე დალაქიშვილი, გოგი მეშველიანი, სავალან მირზოევი და ირაკლი შატაკიშვილი – ასეთია  ქვემო ქართლის მაჟორიტარების და რეგიონთან დაკავშირებული პირების ჩამონათვალი, რომელთა ქონებრივ დეკლარაციებსაც შეამოწმებენ.

შესამოწმებელი დეკლარაციები “საჯარო სამსახურის ბიუროსთვის” სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია. კომისიის წევრები იყვნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ილიას და თსუ-ს უნივერსიტეტები.

„თანამდებობის პირების მიერ ქონების, ფინანსებისა და კავშირების დეკლარირების სისტემა კორუფციის პრევენციის და გამოვლენის ერთ-ერთი საბაზისო მექანიზმია“ – TI

სია, სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

QvemoQartli.ge