თეთრიწყაროს მერის გიორგი წიკლაურის ქონებრივ დეკლარაციებს შეამოწმებენ

მიმდინარე წელს, დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება. ამ სიაში ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობებიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაურიც მოხვდა.

შესამოწმებელი დეკლარაციები “საჯარო სამსახურის ბიუროსთვის” სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია. კომისიის წევრები იყვნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ილიას და თსუ-ს უნივერსიტეტები.

„თანამდებობის პირების მიერ ქონების, ფინანსებისა და კავშირების დეკლარირების სისტემა კორუფციის პრევენციის და გამოვლენის ერთ-ერთი საბაზისო მექანიზმია“ – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

სია, სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

QvemoQartli.ge