100 000 ლარი – რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარის ირაკლი შატაკიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება

რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შატაკიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედება 100 000 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, მან 90 000 ლარი გაიღო „ქართული ოცნებისთვის“ ხოლო 10 000 ლარი, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური კამპანიის გასაძლიერებლად.

მიმდინარე საარჩევნო წელს კი როგორი იქნება მისი შენატანი მმართველი პარტიის ბიუჯეტში, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ასევე უცნობია პოლიტიკურად ქველმოქმედი მაჟორიტარი, სხვა სახის ქველმოქმედებას თუ ეწევა, რიგითი მოქალაქეების დასახმარებლად.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შატაკიშვილი იყო ერთ-ერთი ვინც „რუსულ კანონს“ დაუჭირა მხარი. მაჟორიტარი მაშინ QvemoQartli.ge-სთან აცხადებდა, რომ იზიარებდა „ქართული ოცნების“ პოზიციას აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე.

მსგავს თემებზე:

ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატები კანონპროექტის შესახებ: „უცხოური გავლენების აგენტი“

 

ფოტოს წყარო: რუსთავის მერია

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით