QvemoQartli.ge-მ რუსთავის მერიას სასამართლო დავა მოუგო

ქვემო ქართლის მედიამ Qvemoqartli.ge-მ, რუსთავის მერიას სასამართლო დავა მოუგო. ორგანიზაცია თვითმმართველობისგან მოითხოვდა, შიდა აუდიტის დასკვნების/ანგარიშების გასაჯაროებას. რუსთავის საქალაქო სასამართლომ, სადაც აღნიშნული საქმე განიხილებოდა, სრულად დააკმაყოფილა რეგიონული მედიის სარჩელი. საქმის მოსამართლე გახლდათ, ნინო ონიანი.

ქვემო ქართლის მედიის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისი იცავდა. საქმეზე ადვოკატი ნანა ტყაბლაძე მუშაობდა.

მერიის შიდა აუდიტის ანგარიშების საჯაროობის საკითხზე, რეკომენდაციები გასცა საქართველოს სახალხო დამცველმაც. რეკომენდაციის თანახმად, მსგავსი ტიპის დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მედიისთვის, მასზე წვდომაზე ხელის შეშლით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია.

აქვე ინფორმაციისთვის, Qvemoqartli.ge, შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროების მოთხოვნით, სასამართლო დავას აწარმოებდა გარდაბნის და მარნეულის მერიების წინააღმდეგაც. ორივე პროცესი, პირველ ინსტანციაში, ორგანიზაციის გამარჯვებით დასრულდა. ამ დროისთვის უცნობია გეგმავენ თუ არა მუნიციპალიტეტები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

QvemoQartli.ge-ი კი რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის  თვითმმართველობისგან შიდა აუდიტის ანგარიშებს/დასკვნებს ელის. ორგანიზაცია გაასაჯაროებს თითოეული მუნიციპალიტეტის აუდიტის სამსახურის დასკვნას.

QvemoQartli.ge