GCSD-ის ძალისხმევა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ, ცოდნის გავრცელებაში

დღეს, “საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა” (GCSD) გარდაბანში შეხვედრა გამართა, პროექტის ფარგლებში: „მულტიკულტურული განათლების ხელშეწყობა საქართველოს სკოლებში.” ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ გრაფიკული ვიდეო, საქართველოში მოღვაწე ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე. ადამიანებზე, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარებაში.

შეხვედრა საჯარო ლექციის, კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებას მწერალი ოქტაი კაზუმოვი უძღვებოდა.

QvemoQartli.ge პროექტის მიზნების შესახებ „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელს, ნატო გაბარაშვილს ესაუბრა.

„შეხვედრის ადგილად ეს ლოკაცია შემთხვევით არ არის არჩეული. გარდაბანი შევარჩიეთ, რადგან ერთ-ერთი ისტორიული პიროვნებაზე, რომელზეც დღევანდელ საჯარო ლექციაზეც ვისაუბრეთ, ფარი ხანუმ სოფიევა სწორედ გარდაბნიდან, სოფელ ყარაჯალარიდან იყო. ჩვენი პროექტის ფარგლებში, ექვს სხვადასხვა თემაზე მომზადდა მასალები, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებზე“ – ნატო გაბარაშვილი, (GCSD).

პროექტი ითვალისწინებს ვიდეო და ტექსტური სასწავლო მასალის შექმნას, რომელიც გააერთიანებს ცოდნას საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების შესახებ. მომზადდება სახელმძღვანელოებიც, რომელთაც გააცნობენ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სკოლების მასწავლებლებს. პროექტის მიზანია ეს სახელმძღვანელოები და ამ თემატიკის, ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

ღონისძიებას გარდაბანში, სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერების ცენტრი მასპინძლობდა. პროექტი კი რომელზეც ვსაუბრობთ, წარმოადგენს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერილ ინიციატივას.

QvemoQartli.ge