სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი ჩეხეთში

ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში, სასწავლო ვიზიტი გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ღონისძიებაში, რომლის მიზანიც სოციალურ სერვისებთან მიმართებით, ჩეხეთის გამოცდილების შესწავლა იყო – სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზატორი, პროექტის განმახორციელებელი – კონსორციუმის ლიდერი ორგანიზაცია CENN-ი იყო. აღნიშნულ მასშტაბურ პროექტს CENN-ი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასთან  (KKM) და პირველ ევროპელთან (FE) პარტნიორობით  ახორციელებს.

ჩეხეთის რესპუბლიკაში CENN-ს პარტნიორობას Caritas Czech Republic უწევდა.

პროექტის ხელმძღვანელი გიორგი ორკოდაშვილი, სასწავლო ვიზიტის მიზნებზე საუბრობს:

„ სასწავლო ტურის მიზანი იყო სამოქალაქო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში, რათა გასცნობოდნენ სოციალური სერვისების მიწოდებას ამ ქვეყანაში. გარდა, უშუალოდ სერვისის პროვაიდერებისა, სასწავლო ვიზიტის მონაწილეები შეხვდნენ საკანონმდებლო დონეზე მომუშავე ორგანიზაციებს.

ასევე, შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ ხელისუფლებებთან და სამინისტროსთან, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია ამ მიმართულებით.

ვიზიტების მთავარი მიზანია, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეს გამოცდილება მუნიციპალიტეტებმა გამოიყენონ სოციალური სერვისების დანერგვის თვალსაზრისით.

იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებები და სამოქალაქო სექტორი ითანამშრომლებს ამ საკითხების გარშემო და ახალი ტიპის სერვისებს შესთავაზებს მოქალაქეებს“- გიორგი ორკოდაშვილი, ორგანიზაცია CENN-ი.

ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, სასწავლო ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ დმანისის, გარდაბნის, თეთრიწყაროს და ახალციხის თვითმმართველობები.

პროექტის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის და თვითმმართველობის, თანამშრომლობით მომზადებული პროექტების მხარდაჭერას. აღნიშნული საგრანტო კონკურსი უკვე გამოცხადებულია და ელის ინიციატივებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან.

მეგი ედიბერიძე – დმანისის მერია, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სამსახური ხელმძღვანელი, სასწავლო ტურის მნიშვნელობაზე:

„ ჩემთვის ეს სასწავლო ტური იყო ძალიან ბევრის მომცემი. გვქონდა შესაძლებლობა შევხვედროდით და პირადად გაგვეცნო ისეთი სოციალური სერვისები, რაც საქართველოში არ არსებობს.

უნდა გავაანალიზოთ სამსახურების ხელმძღვანელებმა პირველ პირებთან ერთად, ვთქვათ რამდენად შესაძლებელია რომელიმე სერვისის პირდაპირ გადმოტანა, ან შეცვლილი სახით.

აუცილებელია ახალი სერვისების დანერგვა, იმიტომ რომ დავინახეთ თუ რამხელა სხვაობა არის, საქართველოსა და ჩეხეთის სოციალურ პროგრამებს შორის, რამდენად წინ არიან ისინი და ჩვენც აუცილებლად უნდა გადავდგათ ის პირველი ნაბიჯები, რათა ჩვენს მოწყვლად ჯგუფებს შევუქმნათ ახალი სერვისები“- მეგი ედიბერიძე, დმანისის თვითმმართველობა.

ედიბერიძე აღნიშნავს, რომ ამჟამად სოციალური სერვისები, მეტ-წილად, მიმართული სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, მაშინ როდესაც არეალის გაფართოების საჭიროება არსებობს. კერძოდ, დმანისის თვითმმართველობის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს შესაძლებლობების განვითარების პროგრამებზე.

ნუგზარ კაპანაძე – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი, გვიზიარებს თავის შეფასებას, სასწავლო ვიზიტთან დაკავშირებით:

„ საინტერესო იყო პირველ რიგში იმ მხრივ, რომ CENN-მა, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორები შეგვკრიბა ერთად და გააკეთა ასეთი არაჩვეულებრივი ღონისძიება.

მე ზოგადად მაინტერესებდა შინ მოვლის საკითხები, ბავშვთა მიმართულებით. ყველა შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ გამოვყოფდი ასევე ცალკე, პატიმრების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციას – მათ გამოცდილება ძალიან საინტერესო იყო და დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

შემდეგ ეტაპს რას შეეხება, პროექტის მომზადებას და წარდგენას  CENN-ის საგრანტო კონკურსზე, ამას ჩვენ გავივლით, ეს ცხადია მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებით ვერ მოხდება.

ამ მომენტისთვის მე პრეზენტაცია მინდა გავაკეთო მერიაში, პატარა მიმოხილვას გავაკეთებ იმ სერვისების შესახებ, რასაც ჩეხეთის რესპუბლიკაში გავეცანით“ –  ნუგზარ კაპანაძე, ახალციხის თვითმმართველობა.

დასძენს, რომ თვითმმართველობას სურვილი და ინტერესი აქვს განავითაროს სერვისი, რომელიც მიმართულია ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

ირმა ზურაბაშვილი, „ბოლნისის ზრდასრულთა  განათლების ცენტრი“-ის დირექტორი:

„ სასწავლო ტური იყო ძალიან მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი. რეალურად დავინახეთ, რომ უკვე შექმნილია სრულყოფილი სერვისები, რომლის თავიდან შექმნის საჭიროება არ არის. შეგვიძლია გავიზიაროთ ეს გამოცდილება – შევქმნათ ასეთივე სერვისები ჩვენს მუნიციპალიტეტებში. ნამდვილად, უნიკალური გამოცდილება იყო ჩემთვის ამ სასწავლო ტურში მონაწილეობა“ – ირმა ზურაბაშვილი.

სასწავლო ტურში მონაწილეობას იღებდა, ჩვენი ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge.”

გიზარებთ ინფორმაციას იმ სერვისებზე, რომელთა მუშაობასაც ჩეხეთის რესპუბლიკაში გავეცანით.

წმინდა მარგარეტის სახლი

ბრნოს თავშესაფარი ეხმარება იმ ორსულ ქალებსა და ბავშვებიან ქალებს, რომლებიც საცხოვრებლის დაკარგვის შედეგად მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებიან, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ან მათი ბავშვების აღზრდა და განვითარება რისკის ქვეშაა.

ამჟამად წმინდა მარგარეტის სახლს აქვს 1, 1+1 ან 2+1 ადგილიანი 28 საცხოვრებელი ბინა სამზარეულოთი და სააბაზანო ოთახით, ჯამში 100 საწოლი. ესენია კეთილმოწყობილი დამოუკიდებელი საცხოვრებელი ბინები სათანადოდ აღჭურვილი სამზარეულოთი და სანიტარული კვანძით. უფრო დიდ ბინებში შესაძლებელია დიდი ოჯახების განთავსება, რომლებშიც ბავშვების რაოდენობა 8-ს არ აღემატება. სახლში ლიფტის საშუალებით შესაძლებელია ეტლის გამოყენებაც. დედებსა და ბავშვებს შეუძლიათ ისეთი საერთო სივრცეებითაც სარგებლობა, როგორიცაა: ეზო, ბაღი სათამაშო მოედნითა და ინვენტარით, სარეცხი მანქანებით აღჭურვილი სამრეცხაო, სარეცხის საშრობი ოთახი, სასტუმრო ოთახი, დასასვენებელი ოთახი ტელევიზორით და მრავალფუნქციური ოთახი (სპორტდარბაზი). მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საოჯახო კუთხითა და კომპიუტერული დარბაზით.

ბრნოს ეპარქიის კარიტასი

თავშესაფრის სერვისი ბრნოში 2004 წელს შეიქმნა. ეს საქმიანობა 2006 წლამდე პროექტის „უსახლკარო პირთა დღის ცენტრი და მოკლევადიანი თავშესაფარი“ ფარგლებში ხორციელდებოდა. 2007 წლის 1 იანვრიდან ეს სამსახური დამოუკიდებელი გახდა და შეიქმნა „მამაკაცთა თავშესაფარი“. უსახლკარო ადამიანების სოციალურ-სამედიცინო დახმარების დღის ცენტრთან ერთად (1993 წ.), ის სოციალური პრევენციის სერვისების კომპლექსს ქმნის. ისინი მომხმარებლებს ყველა მიმართულებით რთული სიტუაციის გადაჭრაში ერთად ეხმარებიან.

ცენტრი ცელსუსი

ცელსუსი გასაჭირში მყოფ ადამიანებს სერვისების მთელ რიგს სთავაზობს. ესენია: სოციალური და იურიდიული კონსულტაცია, დახმარება სოციალურ კრიზისში მყოფი ადამიანებისათვის, ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების დახმარება, უცხოელებისთვის მომსახურე ბის გაწევა, კონსულტაცია ვალებთან დაკავშირებით და ფსიქოლოგიური კონსულტაცია.

სლავკოვ-უ-ბრნას დღის ცენტრი

სლავკოვ-უ-ბრნას დღის ცენტრის მისიაა იმ ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება, რომლებსაც სიბერის ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო მთელი დღის განმავლობაში არ შეუძლიათ სრულფასოვნად იცხოვრონ საკუთარ ბუნებრივ გარემოში და დამოკიდებული არიან სხვა პირებსა ან დაწესებულებებზე, იმისათვის, რომ მათ საკუთარ ბუნებრივ გარემოში რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლონ.

სერვისი განკუთვნილია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ოჯახებში ცხოვრობენ. ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან ქრონიკული ინვალიდობის მქონე პირები, რომლებსაც შეზღუდული აქვთ ძირითადი საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევები და არ შეუძლიათ საკუთარი თავის ან ოჯახის მოვლა.

დღის ცენტრის მიზანია, სერვისების მიწოდებით დაეხმაროს მომხმარებელს საკუთრი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ამ გზით მათ ცხოვრების არსებული ხარისხის შეუნარჩუნოს და ჰყავდეს ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საკუთარ ბუნებრივ გარემოში რაც შეიძლება დიდხანს დარჩებიან.

დედათა და ბავშვთა სახლი ჰოდონინი

თავშესაფარი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დედებსა და ორსულ ქალებს, რომლებიც რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან საცხოვრებლის არქონის ან სოციალური ხასიათის სხვა მიზეზების გამო, უზრუნველყოფს საცხოვრებლით, დახმარებით საკვების მომზადებაში, პირადი ჰიგიენის დაცვის პირობებით, საოჯახო საქმეებში დახმარებითა და კონსულტაციის გაწევით. ის მათ არა მხოლოდ საკუთარი უფლებების დაცვაში, არამედ პირადი საკითხების მოგვარებაშიც ეხმარება. მათ ეხმარებიან საკუთარი თავისა და ოჯახის მოვლის, ლიდერობისა და იმ სხვა უნარების განვითარებაში, რომლებიც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. თავშესაფრის მიზანს საზოგადოებაში დედების ინტეგრირება წარმოადგენს.

რნოს ეპარქიის კარიტასი – რეგიონული კარიტას ჰოდონინი

სოციალური სამედიცინო ცენტრი ჰოდონინი

ოციალურ-სამედიცინო დღის ცენტრი არის სოციალური სერვისების შესახებ კანონის No.108/2006 Coll თავი 61-ის შესაბამისად რეგისტრირებული სოციალური სერვისი. ეს არის სოციალურ-სამედიცინო დახმარების ცენტრი, რომელიც უსახლკარო ადამიანებს ამბულატორიულ მომსახურებას უწევს. დღის ცენტრის მიზანია რთულ სოციალურ ვითარე ბაში მყოფი ადამიანების უზრუნველყოფა ძირითადი სოციალური დახმარებითა და მომსახურებთ. ცენტრი ერთდროულად 16 ადამიანს ემსახურება.

  • სოციალურ-სამედიცინო დღის ცენტრის მისიაა, დაეხმაროს იმ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც საცხოვრებლის დაკარგვის, პატიმრობიდან გათავისუფლების, ინსტიტუციური ზრუნვის დასრულების ან საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ უსახლკაროდ და რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ და მათ ამ პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ; ხელი შეუწყოს და დაეხმაროს მათ ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მათ რთულ მდგომარეობას გამოასწორებს და მისცემს მათ შესაძლებლობას, იცხოვრონ ისე, როგორც ჩვენი საზოგადოების სხვა წევრები ადამიანები ცხოვრობენ.

ჰოდონიდის ღამის თავშესაფრი

უსახლკარო ადამიანებისთვის ჰოდონიდის ღამის თავშესაფრის მისიაა საცხოვრებლის დაკარგვის შედეგად მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი იმ მამაკაცებისა და ქალების დახმარება, რომლებ-საც ამ ეტაპზე ამ პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. თავშესაფარი მათ პირადი ჰიგიენის საშუალებებითა და ღამის გასათევი პირობებით უზრუნველყოფს. სოციალური კონსულტაციების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციისა და კონტაქტების საშუალებით თავშე საფარი მათ ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.

საკონტაქტო ცენტრი Vážka

საკონტაქტო ცენტრი Vážka ემსახურება არალეგალური ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის მომხმარებლებს, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების რისკის ქვეშ მყოფ პირებს, აზარტულ თამაშებს დამოკიდებულ ადამიანებსა და მათ ახლობლებს. დახმარება მოიცავს პროფესიულ კონსულტაციებს, ნარკოტიკული საშუალე ბების ჩანაცვლების პროგრამას, ჰიგიენური საშუალებებითა და კვებით უზრუნველყოფას, ინფექციურ დაავადებებზე შემოწმებას, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე შემოწმებასა, და სხვ. მომსახურება უფასო და ანონიმურია. ის ტარდება როგორც ამბულატორიულად, ასევე სახლის პირობებში. მომსახურება ხორციელდება სერვისით მოსარგებლის ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად, მიზნად ისახავს მისი რთული სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული შემდგომი პრობლემების წარმოქმნის თავიდან აცილებას.

ჰოდონინის სოციალურ-სამედიცინო კლუბი Pohoda

ჰოდონინის სოციალურ-სამედიცინო კლუბი Pohoda არის სოციალური სერვისების შესახებ კანო-ნის No. 108/2006 Coll. თავი 62-ის შესაბამისად რეგისტრირებული სოციალური სერვისი, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებს ამბულატორიულ და ადგილზე მომსახურებას უწევს.

ჰოდონინის სოციალურ-სამედიცინო კლუბი Pohoda-ს მისიაა ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება და მხარდაჭერა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ასეთი ბავშვების აღმოჩენა და მათო ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკების შემცირება.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები, რომლებიც რთულ სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან (პრობლემები ოჯახში, მეგობრებთან, სკოლაში, ინსტიტუციურ დაწესებულებაში, ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომა რეობა და ა.შ.), არიან უარყოფითი სოციალური მოვლენების რისკის ქვეშ (სკოლის მიტო-ვება, ნარკოტიკული ნივთიერებების გასინჯვა, კრიმინალური მოქმედება, აზარტული თამაშები და ა.შ.), არიან 11-21 წლის და ცხოვრობენ ჰოდონინის რაიონში.

ცენტრი რუბიკონი

ცენტრი რუბიკონი არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 1994 წლიდან ადამიანებს კრიმინალური წარსულის დაძლევაში ეხმარება. ის ცდილობს მოხსნას ის წინაღობები, რომლებიც მათ ამაში ხელს უშლიან. ცენტრი მუშაობს:

  • ინდივიდუალურ დონეზე – კომპლექსური კონსულტაცია და პირდაპირი მუშაობა სერვისით მოსარგებლეებთან და მათ გარემოსთან;
  • სისტემურ დონეზე – ინოვაციური გადაწყვეტილებების აპრობირება, კარგი პრაქტიკის სახელმწიფოსთვის გაზიარება, ადვოკატირება და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • საზოგადოების დონეზე – ცნობიერების ამაღლება, კამპანიები, ღონისძიებები, კოტლასკის ბაღში საზოგადოებრივი ცენტრის ფუნქციონირება;

ცენტრ რუბიკონს აქვს 7 ფილიალი პრაღაში და კარლოვი ვარის, მორავიასილეზიისა და ცენტრა-ლური ბოჰემიის რეგიონებში. ორგანიზაციაში დასაქმებული ქალებისა და მამაკაცების 32%-ს კრიმინალური წარსული აქვს.

რუბიკონი არის RESCALED-ის – სასჯელაღსრულების საზოგადოებრივი დაწესებულებების განვითარების ქსელის – ჩეხეთის ოფისი. ის ასევე არის სასჯელაღსრულების საქმეებზე მომუშავე ორგანიზაციები ასოციაციის (AOOV) წევრი, დასაქმების ტრენინგის PLATZ პლატფორმისა და სასჯელ აღსრულების რეფორმის საერთაშორისო ქსელის წევრი.

წმინდა ოჯახის სახლი

წმინდა ოჯახის სახლში ჩვენ გონებრივი და კომბინირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ვზრუნავთ. სახლს აქვს ორი კორპუსი ორ მისამართზე: Prague-Petřiny (Ulrychova 1874/10) და Prague-Liboc (Libocká 6/43). აქ ცხოვრება ჩვეულებრივ ოჯახში ცხოვრებას ჰგავს. სახლი ბინები საგან შედგება. სახლის ბინადრების საოჯახო საქმეებში საკუთარი შესაძლებლობე-ბის შესა ბა მისად მონაწილეობენ. როდესაც მათი მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, ისინი სამუშა ოდ თერაპიულ სახელოსნოებში ან სამზარეულოში დადიან.

ჩვენ ვუვლით 70-ზე მეტ ადამიანს. ზოგიერთი შედარებით დამოუკიდებელია, უმეტესობას მუდმივი დახმარება სჭირდება. მაგრამ ყველას თბილი, კეთილი და მოთმინებით სავსე ზრუნვა სჭირდება. ასეთი მზრუნველობა ჩვენი თანამშრომლების ცხოვრების მისიაა. მათი მეოთხედი სახლში 10 წელზე მეტი ხანია მუშაობს. რამდენიმეს 1991 წელს სახლის დაარსებაც კი ახსოვს.

განვითარების დარღვევების მქონე პირებს სახლი უქმნის შესაძლებლობას, იმუშაონ, შეინარჩუნონ ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები და ჰქონდეთ ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანმრთელი ადამიანებისთვის.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

ფოტო: მარიკო წიქორიძე

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.