QvemoQartli.ge-მ ამჯერად უკვე გარდაბნის მერიას მოუგო სასამართლო დავა
ქვემო ქართლის მედიამ Qvemoqartli.ge-მ გარდაბნის მერიას სასამართლო დავა მოუგო. ორგანიზაცია თვითმმართველობისგან მოითხოვდა, შიდა აუდიტის დასკვნების/ანგარიშების გასაჯაროებას. სასამართლომ, სადაც აღნიშნული საქმე განიხილებოდა, სრულად დააკმაყოფილა რეგიონული მედიის მოთხოვნა. საქმის მოსამართლე გახლდათ ნატა თედეშვილი.
ქვემო ქართლის მედიის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისი იცავდა. საქმეზე კი ადვოკატი ნანა ტყაბლაძე მუშაობდა.
აქვე ინფორმაციისთვის, Qvemoqartli.ge, შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროების მოთხოვნით სასამართლო დავას აწარმოებს, ასევე რუსთავის მერიის წინააღმდეგ. ამავე საკითხზე, სასამართლო დავა კი ორგანიზაციამ უკვე მოუგო, პირველ ინსტანციაში, მარნეულის მერიას.
მერიის შიდა აუდიტის ანგარიშების საჯაროობის საკითხზე, რეკომენდაციები გასცა საქართველოს სახალხო დამცველმაც. რეკომენდაციის თანახმად, მსგავსი ტიპის დოკუმენტი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მედიისთვის, მასზე წვდომაზე ხელის შეშლით, ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია.
ამ დროისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა შემდგომ ინსტანციაში გადაწყვეტილებას გარდაბნის მერია.
Qvemoqartli.ge-ელის თვითმმართველობისგან შიდა აუდიტის ანგარიშებს/დასკვნებს.