პრორუსული და რადიკალური გზავნილები – სამირა ბაირამოვას სახლის კართან რუსული დროშა და შავი ჯვარი დაუხატეს

„არ ვიცი, რა დავწერო, არც მინდოდა დილიდან ჩემი დღის გაფუჭება. დილით ადრე სავარჯიშოდ გავდიოდი სახლიდან და ნახევრად მძინარე ჯერ ვერ მივხდი რა არის და ასეთი ამბები დამხდა. თქვენ იდიოტებო, გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ არა კულტურობაა და არაჰუმანირობა რელიიგის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია. მე ხელს არ მიშლის არც-ერთი რელიგიური სიმბოლიკა.

შინ ევროპისკენის და ქალთა ძალის სიმბოლიკა მქონდა კარზე, შეღებეს. დროშის ადგილზე კი “გახსოვდეს აგვისტოს ომი” ლოგო. ეს მოიპარეს თუ რა ქნეს არ ვიცი. არადა მარნეულიდან თბილისში უსაფრთხოების მხრივ გადმოვედი. სახლი ჩემთვის იყო ერთად ერთი ადგილი, სადაც დაცულად და მშვენივრად ვგრძნობდი თავს. ასე მომილოცეს ჩემი 35-ე დაბადების დღე! შინაგან საქმეთა სამინისტრო, თქვენ გააგრძელებთ მოძალადების დამალვას და მხარდაჭერას!“ — წერს აქტივისტი სამირა ბაირამოვა.

 

QvemoQartli.ge