ოჯახში დასაქმებულების შრომის პრაქტიკა საქართველოში – არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები

ოჯახში დასაქმებულების შრომის პრაქტიკა საქართველოში, რა პასუხისმგებლობები აკისრიათ დამსაქმებლებს და როგორია დასაქმებულთა უფლებები. როგორ შეუძლია დასაქმებულს დაიცვას საკუთარი უფლებები, მაშინ როდესაც, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე შრომის პირობები ძირითადად ორმხრივ სიტყვიერ შეთანხმებას ეფუძნება და არ არსებობს ხელშეკრულება. რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ – და რა უნდა გაკეთდეს საოჯახო შრომის უკეთესი პრაქტიკის დანერგვისთვის – თემაზე საოჯახო შრომის მკვლევარი და საქართველოს ძიძების ასოციაციის თანადამფუძნებელი ინა ჩარკვიანი საუბრობს.