დმანისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხში სამოქალაქო საზოგადოების როლზე იმსჯელეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველმა ევროპელმა“ პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან – ნინო ომაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საკითხი: “კულტურული მემკვიდრეობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები”.
„ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობას. განვიხილეთ საერთაშორისო დონორებისა და ადგილობრივი აქტორების როლი აღნიშნულ თემაზე. ასევე, გამოიკვეთა, თუ რა როლი შეაქვს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. შეხვედრა ორგანიზებული იყო ორგანიზაცია ,, პირველი ევროპელის” მიერ პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში“ – ორგანიზაცია ,, პირველი ევროპელი.“
პროექტი 4 წლის განმავლობაში ორი რეგიონის ქვემო ქართლის (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რვა მუნიციპალიტეტში იმუშავებს და უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად.
პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან – კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) და პირველ ევროპელთან (FE), ერთად.