სახელმწიფო რწმუნებულს ქვემო ქართლის რეგიონში, გასულ წელს, 4 ცეცხლსასროლი იარაღი აჩუქეს

30 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს, აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის შედეგად, მისმა სახელფასო შემოსავალმა შეადგინა 62 615 ლარი.

ასევე, სახელმწიფო რწმუნებულმა გასულ წელს, „მეგობრისგან“ საჩუქრად მიიღო 4 ცეცხლსასროლი იარაღი. მათი მოდელები და ღირებულება ასეთია: Beretta – APX, 2000 ლარი;  Alfa Stainess 1900 ლარი;  FRANCHI  4000 ლარი;   RIZZINI, 8500 ლარი.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი მედია. ხელს ვუწყობთ სოციალურ სამართლიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.

ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე.