“ბოლნისის ახალგაზრდული სახლი” ახალ პროექტს იწყებს

“ბოლნისის ახალგაზრდული სახლი” იწყებს პროექტს ახალგაზრდა ფემინისტები ცვლილებებისთვის, რომელიც   ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს  ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტში მცხოვრები გოგონების  ცნობიერების ამაღლებას ფემინისტურ საკითხებში, ინტერკულტურული დიალოგის მხარდაჭერასა და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების ცვლილებებს.

პროექტი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  •  სამ დღიანი ბანაკი დაბა სურამში 9,10,11 თებერვალი – ბოლნისის, თეთრიწყაროსა და დმანისში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სამიზნე ჯგუფები: ეთნიკურად ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი 15 დან 23 წლამდე გოგონები. თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 5 გოგონა. ბანაკში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორქშოფი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერი, გენდერული დისკრიმინაცია, ფემინიზმის წარმოშობა, ქალთა უფლებები. ერთ დღე მთლიანად დაეთმობა   ფსიქოლოგთან შეხვედრას რომელიც მიმართული იქნება self-care , Healing პრაქტიკებზე.
  • მიღებული ცოდნისა და მენტორების დახმარებით გოგონები დაგეგმავენ თავიანთ თემში განსახორციელებელ მოხალისეობრივ აქტივობებს, რომელიც  მიმართული იქნება გენდერული დისკრიმინციის წინააღმდეგ.  რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს..

QvemoQartli.ge