„ნებისმიერი 500 ადამიანის აცრა გვაძლევს ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს“ – ექიმი ეპიდემიოლოგი/“İstənilən hər hansı 500 adamın peyvənd olunması bir insan həyatını xilas edir” – həkim epidemioloq
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, ჩვენს ქვეყანაში, უკვე ერთ წელზე მეტია ხელმისაწვდომია და არაერთი ჩვენი თანამოქალაქეც აიცრა. თუმცა, მაინც რჩება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ვაქცინის გაკეთება, სხვადასხვა მიზეზის გამო არ სურს.
სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ გარდაბნის მოსახლეობის ნაწილი. ვიდეოში ნახავთ, შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხული მოქალაქეების კომენტარებს. ასევე, მოისმენთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე დარგის სპეციალისტების განმარტებებს.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები Covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ
“ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ქვეყანამ დაძლიოს კოვიდით გამოწვეული სირთულეები. მხოლოდ ვაქცინაციის დახმარებით შევძლებთ, დროულად დავამარცხოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მხოლოდ პირადი აცრა არის გარანტორი იმის, რომ თქვენ არ გახდებით კოვიდით ავად, ან თუ გახდებით, თქვენ არ დაგჭირდებათ ჰოსპიტალური მკურნალობა და თქვენს სიცოცხლეს არ დაემუქრება სასიკვდილო საფრთხე. ნებისმიერი 500 ადამიანის აცრა საბოლოო ჯამში იძლევა ერთ გადარჩენილი სიცოცხლეს. ყოველი 500 აცრილი არის გარანტი იმის, რომ ერთით ნაკლებ სიკვდილიანობას მივიღებთ. მოდით, ვიყოთ იმ ხუთასიდან ერთ-ერთი, რომელიც უზრუნველყოფს თუნდაც, ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას.
საქართველოში დათვლილია ასე, რომ მოზრდილი მოსახლეობის სულ ცოტა 60% მაინც უნდა აიცრას, რომ მეტ-ნაკლებად მშვიდად ვიგრძნოთ თავი და თუ აიცრება უფრო მეტი 70/75%, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის, რომ ჯერჯერობით, ვაქცინა არ არის ბავშვთა ასაკის, რომლებიც აუცრელი მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენს. ამიტომ რეკომენდებულია, რომ სულ ცოტა მოზრდილი მოსახლეობის, 18 წელს ზევით 1 600 000 ადამიანის აცრა მაინც მოხდეს, რათა მცირე ცვლილება შევიტანოთ კოვიდის გავრცელებაში ქვეყანაში.
მოსახლეობის სადღაც 30/40%-ის მოავადეების შემთხვევაში, დაავადების გავრცელების ინტენსივობა როგორც წესი იკლებს. იკლებს მანამ, სანამ ისევ არ დაგროვდება არაიმუნური ფენა. ანუ, არ გაუქრება იმუნიტეტი იმ ადამიანებს ვინც გადაიტანა ვირუსი ან არ ჩამოყალიბდება ახალი თაობა, ახალი ნაკადი ადამიანებისა, რომელთაც უბრალოდ არ აქვს იმუნიტეტი. მაშინ ისევ თავიდან იწყება პროცესი . ანუ, ეს არის გაუთავებელი პროცესი სანამ არ არის დაავადება ვაქცინით მართული. სწორედ ეს განსხვავება იქნება ეპოქაში, ვაქცინამდე და ვაქცინაციის შემდეგ. ვაქცინა საშუალებას გვაძლევს ვმართოთ ეს პროცესი და შესაბამისად არ დაგროვდეს ის კრიტიკული მასა არაიმუნური ადამიანებისა, რომლებიც დაავადების სწრაფ და უმართავ გავრცელებას მოგვცემს ქვეყნის შიგნით.
ვირუსების ახალი ვარიანტები როგორც ჩანს შეიქმნა იმ მცირე პერიოდის მანძილზე, რა დროშიც კოვიდი მსოფლიოში მძვინვარებს და ეს ვარიანტები შეიქმნება მომავალშიც. დღეს არსებული ყველა ვარიანტის მიმართ, როგორც ამბობენ დარგის ექსპერტები, მოქმედი არსებული ვაქცინები არის ეფექტური, ეს ეფექტურობა შეიძლება იყოს მერყევი, მაგრამ ყველა არის ეფექტური და იძლევა ზოგი ცოტა ნაკლებ, ზოგი ცოტა მეტ, მაგრამ საიმედო დაცვას კოვიდის მძიმე ფორმებისგან“, – ხათუნა ზახაშვილი ექიმი ეპიდემიოლოგი.
„ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ჩვენ უნდა გავიკეთოთ ვაქცინაცია. პირველი – ვაქცინაცია უნდა გავიკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ ვიყოთ დაცულები ამ ვერაგი დაავადებისგან. მეორე – ვაქცინაცია უნდა გავიკეთოთ იმისთვის, რათა დავიცვათ ის ადამიანები რომელთა აცრაც არ შეიძლება, მათ ვისაც აქვთ წინაღობა, ისინი ასაკობრივად პატარები არიან ან ისეთი დაავადება აქვთ, რომლის გამოც აცრა ვერ კეთდება. შესაბამისად, ჩვენი აცრით ჩვენ გვაქვს ორი პასუხისმგებლობა, ერთი საკუთარ თავზე და მეორე საზოგადოების მიმართ.
ალერგიული ადამიანებისთვის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაკეთება ნებადართულია. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვთ კვებითი ალერგია, მედიკამენტური ალერგია, ბრონქული ასთმა.
რაიმე კონკრეტული სამედიცინო ანალიზი რომელიც მოგვეთხოვება, ვაქცინაციის წინ არ არსებობს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა მსგავს ანალიზებს არ იცნობს.
ნებისმიერი წამალი და მათ შორის ანტიჰისტამინური მედიკამენტები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და არავითარი წინაღობა აცრასთან არ გააჩნიათ.
თუ პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, განვითარდა ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ანაფილაქსია, ანუ განვითარდა ვაქცინის გამოყენების შემდგომ კანზე გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, გულის აჩქარება, წნევის ვარდნა, ასეთ დროს ვაქცინაციის მეორე დოზა არ გამოიყენება. პაციენტი იგზავნება ალერგოლოგ იმუნოლოგთან და შემდგომ გადაწყდება სხვა ალტერნატიული ჯგუფის ვაქცინებით ამ ადამიანების ვაქცინაცია.
ვაქცინების უდიდესი ნაწილი რადგანაც არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. არსებობს ზოგადად ვაქცინები,რომლებიც არის ცოცხალი ვირუსებით დამზადებული და ჩვენ ამას ცოცხალ ვაქცინებს ვეძახით, ყველა არსებული ვაქცინა დღეს რაც კი არსებობს სამყაროში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში არცერთი მათგანი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს. შესაბამისად, ვაქცინაციის შემდგომ კორონავირუსის განვითარების ალბათობა არ არსებობს. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა რათა დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი.
მასალა მომზადებულია „ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ -მიერ პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.
ავტორი: ნინო ბერიძე
თარგმანი: აინურა ალიევა
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით
QvemoQartli.ge
Bizim ölkədə koronavirusa qarşı peyvəndlər artıq bir ildən artıqdır əlçatandır və çox sayda vətəndaşlarımız da peyvənd olunub. Ancaq yenə də müxtəlif səbəblərdən peyvənd vurdurmayan əhali qismi qalmaqdadır.
Qardabani əhalisinin bir qismi də peyvəndə şübhə ilə yanaşır. Videoda təsadüfi prinsiplə seçilərək sorğuda iştirak etmiş vətəndaşların şərhlərini görəcəksiniz. Eləcə də koronavirusa qarşı peyvəndlə bağlı sahə mütəxəssislərinin açıqlamalarını dinləyəcəksiniz.
Tibb sahəsinin nümayəndələri Covid-19-a qarşı peyvənd barədə
“Peyvənd ölkənin kovidə görə yaranmış çətinlikləri aşması üçün yeganə yoldur. Yalnız peyvəndin köməyi ilə pandemiyaya vaxtında qalib gələ və adi həyat rejiminə qayıda bilərik. Yalnız şəxsi peyvənd sizin kovidə yoluxmayacağınıza və ya yoluxsanız da sizə xəstəxanada müalicə almağın lazım olmayacağına, ölüm təhlükənizin olmamasına zəmanətdir. İstənilən 500 adamın peyvənd olunması yekun nəticədə bir həyatın xilas edilməsidir. Hər peyvənd olunmuş 500 adam bir ölüm halının az olmasına zəmanətdir. Gəlin, həmin 500-dən biri biz olaq və heç olmasa bir nəfərin həyatının xilas edilməsini təmin edək.
Gürcüstanda belə nəzərdə tutulub, yetkin yaşda olan əhalinin ən az 60% peyvənd olunmalıdır ki, az-çox özümüzü sakit hiss edək və əgər daha çox, 70/75% peyvənd olunarsa, bu daha yaxşı olar. Eləcə də nəzərə alınmalıdır ki, hələlik, uşaqlar üçün uyğun peyvənd yoxdur. Uşaqlar isə əhalinin kifayət qədər böyük qismini təşkil edirlər. Ona görə də yetkin yaşda olan əhalinin, 18 yaşdan yuxarı 1 600 000 nəfərin peyvənd olunması tövsiyə olunur. Belə halda ölkədə kovidin yayılmasında kiçik dəyişiklik edə bilərik.
Əhalinin təxminən 30/40%-nin xəstələnməsi halında xəstəliyin yayılmasının davamlılığı bir qayda olaraq azalır. Bu qeyri-immun təbəqə toplanana qədər azalır. Yəni, virus keçirmiş adamların immuniteti itməyəcək və ya sadəcə immuniteti olmayan yeni nəsil, yeni adamlar toplusu formalaşmayacaq. O zaman proses yenidən başlayır. Yəni, bu xəstəlik peyvəndlə idarə olunmayana qədər başa çatmayacaq. Məhz peyvəndə qədər və peyvənddən sonrakı dövrdə fərq bu olacaq. Peyvənd bu prosesi idarə etməyə və müvafiq olaraq, xəstəliyin sürətlə, idarə olunmadan, ölkə daxilində yayılmasına səbəb olacaq, qeyri-immun adamların ciddi kütləsinin toplanmamasına şərait yaradır.
Göründüyü kimi, virusların yeni variantları yaranıb və kiçik vaxt ərzində, dünyada kovid dolaşdığı halda bu variantlar gələcəkdə də yaranacaq. Sahə ekspertlərinin dediyinə görə, bu gün mövcud olan bütün variantlara qarşı istifadə olunan peyvəndlər təsirlidir. Bu təsirlilik dəyişə bilər, amma hamısı təsirlidir və bəzisi bir az az , bəzisi bir az çox təsir göstərsə də kovidin ağır formalarından qorumaq üçün ümidvericidir” – Xatuna Zaxaşvili həkim epidemioloq
“Peyvənd vurdurmağımız üçün bir neçə səbəb var. Birinci – özümüz bu xəstlikdən qorumaq üçün peyvənd olunmalıyıq. İkinci – peyvənd oluna bilməyən, əks-müqaviməti olan, yaş baxımından kiçik və ya mövcud xəstəliklərinə görə, peyvənd vurdura bilməyən adamları qorumaq üçün peyvənd olunmalıyıq.
Müvafiq olaraq, biz peyvənd olunmağımızla iki öhdəlik götürürük, biri özümüz və digər ictimaiyyət üçün.
Allergiyası olan adamlar üçün kovid-19-a qarşı peyvənd vurdurmağa icazə var. Xüsusilə qidaya allergiyası, dərman allergiyası, bronxial astması olan adamlara icazə verilib.
Peyvənddən əvvəl tələb olunan hər hansı konkret tibbi analiz yoxdur. Dünyanın heç bir ölkəsi belə analizləri tanımır.
Hər hansı dərman və həmçinin, antihistaminik dərmanlar mütləq davam etdirilməlidir və onların peyvəndlərə qarşı heç bir müqaviməti yoxdur.
Əgər birinci dozanı vurdurduqdan sonra anafilaksiya, yəni peyvənddən istifadə etdikdən sonra dəridə səpgilər, tənəffüsün ağırlaşması, ürək döyüntüsü, təzyiqin düşməsi kimi allergik reaksiyalar yaranarsa bu halda peyvəndin ikinci dozası vurulmur. Xəstə allerqoloq-immunoloqun yanına göndərilir və sonra başqa alternativ qrupların peyvəndi ilə həmin adamların peyvənd olunmasına qərar verilir.
Peyvəndlərin böyük qismi canlı virus daşımır. Ümumi peyvəndlər var ki, canlı viruslardan hazırlanıb və biz bunları canlı peyvənd adlandırırıq. Bu gün dünyada mövcud olan bütün peyvəndlər və həmçinin, bizim ölkədə istifadə olunanların heç biri canlı virus daşımır. Müvafiq olaraq, peyvənddən sonra koronavirusun inkişaf etmək ehtimalı yoxdur. Peyvənd pandemiyanı bitirmək və normal həyat tərzinə qayıtmaq üçün yeganə yoldur”- Bidzina Kulumbekovi, Allergiya və İmmunologiya Mərkəzinin həkimi.
Material “Kvemo Kartli regionunda peyvənd prosesinə dəstək göstərmək” tərəfindən „Vaccination4Georgia” layihəsi çərçivəsində hazırlanıb. Layihə Almaniya Beynəlxalq Əməkdaşlıq Təşkilatı (GIZ) tərəfindən Gürcüstan Strategiya və İnkişaf Mərkəzi ilə tərəfdaşlıqla həyata keçirilir. Layihə Almaniya Federal İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf Nazirliyi (BMZ) tərəfindən maliyyələşdirilib.
Müəllif: Nino Beridze
Tərcüməçi: Aynurə Əliyeva
Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz.
QvemoQartli.ge