სტატისტიკაც მეტყველებს, რომ აუცრელებში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკი იყო მკვეთრად მაღალი ვიდრე აცრილებში – ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი
მსოფლიოში ჯამში, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრების, 10 885 785 936 დოზა არის გამოყენებული. ვაქცინაცია მიმდინარეობს 233 ქვეყანაში. ამ დროისთვის მსოფლიოს 77 ქვეყანას ჰყავს მინიმუმ ერთი დოზით აცრილი, საკუთარი მოსახლეობის 75% და მეტი.
არსებული მონაცემებით გამოყენებული ვაქცინებით ლიდერი ქვეყნების/გაერთიანებების ათეული ასეთია: ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირი, აშშ, ბრაზილია, ინდონეზია, პაკისტანი, ბანგლადეში და ვიეტნამი (წყარო: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი).
ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაშიც, თუმცა არ იკლებს ამ საკითხზე მითების გავრცელების მცდელობები. ხშირად ვაქცინების შესახებ სკეპტიციზმს ავრცელებენ ადამიანები, რომელთაც ამ თემაზე შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს. QvemoQartli.ge ინტერესდება, როგორი განწყობებია ვაქცინაციის თაობაზე მარნეულის მუნიციპალიტეტში. ამასთან ერთად გთავაზობთ ინფექციონისტის შეფასებას.
კომენტარები ვიდეო ფორმატით:
ინფექციონისტი Covid 19 –ის ვაქცინაციის შესახებ
„კოვიდმა ჩვენ ათასობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა.17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა კოვიდით. სამწუხაროდ, მათგან უმრავლესობა იყო აუცრელი. კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ბევრი სკეპტიციზმი არსებობს ვაქცინაციის დაწყების დღიდან. გავიდა უკვე იმდენი დრო, რომ თუნდაც პრაქტიკაში დავრწმუნებულიყავით, რომ ვაქცინები არის უსაფრთხო, გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ აქვს და მან დაიცვა ადამიანები მძიმე გართულებებისგან-სიკვდილისგან. სტატისტიკური მონაცემებიც აშკარად მეტყველებს, ჩვენ უკვე ვხედავთ, აუცრელებში გართულებების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის რისკი იყო მკვეთრად მაღალი ვიდრე აცრილებში.
ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმს ისიც განაპირობებდა, რომ ადამიანები ამბობდნენ – აცრილებსაც ხომ ემართებათ კოვიდი?! – დიახ, ეს ასეა ვაქცინაციამ შეიძლება არ დაიცვას ადამიანი ვირუსის ინფიცირებისგან, თუმცა სამ/ოთხჯერ მაინც ამცირებს ინფიცირების რისკებს. ვაქცინირებულებს ემართებათ დაავადება მსუბუქი ფორმით, როგორც ჩვეულებრივი სასუნთქი გზების ინფექცია. სამაგიეროდ არა ვაქცინირებულებში, როგორც ვიცით მაღალია გართულებების რისკი. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება და ვინც არის ხანდაზმული. ჩვენთან ცოტა პირიქით არის შეხედულება, თუ ადამიანს აქვს რომელიმე დაავადება გულსისხლძარღვთა, ნერვროლოგიური, დიაბეტი – მათ ეშინიათ აცრის, რომ გამოიწვევს გართულებებს. სინამდვილეში რადიკალურად საწინააღმდეგოა რეალობა. თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვს ადამიანს, სწორედ ეს ადამიანი კიდევ უფრო მეტად უნდა აიცრას, იმიტომ რომ მას ვაქცინა არაფერს დაუშავებს და ასეთი ჯგუფის ადამიანებში კიდევ უფრო მძიმედ მიმდინარეობს კოვიდი.
მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონმა გარკვეულ წილად სიმშვიდე დაბადა მოსახლეობაში, რომ ომიკრონით ინფიცირებისას დაბალია გართულებები და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ სამწუხაროდ, თუ სტატისტიკას ჩავხედავთ მაინც გვაქვს გართულებების და ლეტალური შემთხვევებიც კი. ამიტომ ვაქცინაციას აქტუალობა არ დაუკარგავს და ისევ რჩება მოწოდება აცრის შესახებ, აცრილებში კი ბუსტინგის შესახებ.
ჩვენ მაინც არ გვაქვს გარანტია, რომ ასე დავასრულებთ პანდემიას და ჯერ კიდევ მაინც არსებობს რისკები, რომ ახალი შტამი შემობრუნდეს, იმედია ასე არ იქნება, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად მზად უნდა დავხვდეთ“, – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
მარნეულის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი Covid 19 -ის ვაქცინაციის შესახებ
„ ვაქცინაციის შესახებ მარნეულში, კიდევ არის სტერეოტიპები და ხალხის უმეტესი ნაწილი ამიტომაც არ არის აცრილი. აცრა ჩემი აზრით საჭიროა. რაც შეეხება პოპულარიზაციის კამპანიებს, ადრე ტარდებოდა ახლა ნამდვილად არ ვიცი. სამოქალაქო სექტორი სხვადასხვა რესურსით ცდილობს გაავრცელოს ინფორმაცია ვირუსზე და ვაქცინაციის აუცილებლობაზე. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით მსგავს კამპანიებში პანდემიის პერიოდში” , – არამ აკოპიანი, ახალგაზრდული განვითარების ცენტრი.
„მარნეულში უარყოფითადაა ხალხი განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. ფიქრობენ, რომ ეს მათ ჯანმრთელობაზე აისახება სამომავლოდ, მათი ცხოვრების ხანგრძლივობა შემცირდება, იმოქმედებს შვილოსნობაზე და ა.შ ძალიან ბევრი მითი არსებობს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ თემასთან დაკავშირებით და არაერთი კამპანია ჩაგვიტარებია, მაინც უარზეა დიდი ნაწილი მოსახლეობისა აცრების“, – ნათია ოქროპირიძე, შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი.
„ცნობიერება დაბალია შედარებით, ჩემი აზრით უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილები და მასობრივად არ არიან ჩართულები ვაქცინაციის კამპანიაში. უფრო აცრების დაწყებისას აქტიურობდა ხალხი და ახლა არა. ზოგადად ვირუსის არსებობის არ სჯერა მოსახლეობას, პირბადეებსაც არ იყენებდა მოსახლეობა მაშინ როცა მთელ საქართველოში ასე თუ ისე იცავდნენ ამ წესს, მარნეულში ამ მხრივ სულ სხვა სიტუაცია იყო, ხალხს არ სჯეროდა ვირუსის არსებობის. ამიტომაც არ მიმართავენ ვაქცინაციას. იყო ძალიან ბევრი კამპანია, მაგრამ ხალხი მაინც არ ჩაერთო ვაქცინაციაში, ძალიან რთულია ხალხის დარწმუნება“, – მარიამ სამხარაძე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
მასალა მომზადებულია „ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ -მიერ პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.
ავტორი: ნინო ბერიძე
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით
QvemoQartli.ge
Statistika da göstərir ki, peyvənd olunmayan şəxslərdə xəstəxanaya yerləşdirilmə-ölüm riski peyvənd olunanlara nisbətən daha yüksək idi – infeksionist Maia Budzaşvili
Dünyada ümumilikdə, COVİD-19-a qarşı peyvəndlərin 10 885 785 936 dozasından istifadə olunub. Peyvənd 233 ölkədə aparılır. Hazırda dünyanın 77 ölkəsi öz əhalisinin 75% və daha artığını ən az birinci doza ilə peyvənd edib.
Mövcud göstəricilərə görə, istifadə olunmuş peyvəndlərlə bağlı lider ölkələrin/birliklərin onluğu belədir. Çin, Hindistan, Avropa İttifaqı, ABŞ, Braziliya, İndoneziya, Pakistan, Banqladeş və Vyetnam (Mənbə: Gürcüstanın Xəstəliklərə Nəzarət və Milli İctimai Sağlamlıq Mərkəzi).
Peyvənd prosesi bizim ölkədə də aparılır. Ancaq bu məsələ ilə bağlı miflərin yayılması azalmır. Bu mövzuda müvafiq səriştəsi olmayan insanlar əksər hallarda skeptisizm yayırlar. QvemoQartli.ge Marneuli bələdiyyəsinə peyvəndlə bağlı vəziyyətlə maraqlandı. Bununla yanaşı, səriştəli infeksionistin qiymətləndirməsini sizə təqdim edirik.
İnfeksionist Covid-19 peyvəndi barədə
“Kovid bizdən minlərlə insan həyatı aldı. 17 mindən artıq adam koviddən dünyasını dəyişdi. Təəssüf ki, onlardan əksəriyyəti peyvənd olunmamışdı. Peyvənd prosesi başlayan gündən çox sayda spektisizm (şübhə ilə yanaşma) var. Artıq təcrübədə əmin olmağımız üçün kifayət qədər vaxt keçib ki, vaksinlər təhlükəsizdir, yan təsirləri praktiki olaraq yoxdur və o insanları ağır vəziyyətdən-ölümdən qoruya bildi. Statistik göstəricilər də aydın şəkildə göstərir, biz də artıq başa düşürük ki, peyvənd olunmayan şəxslərdə ağırlaşma, xəstəxanaya yerləşdirilmə və ölüm riski peyvənd olunmuş şəxslərə nisbətən daha çox idi.
Peyvəndə qarşı spektisizmə insanların – “axı peyvənd olunanlar da kovidə yoluxur?!” deməsi də səbəb olurdu. Bəli, bu belədir, peyvənd insanı virusa yoluxmaqdan qorumaya bilər, ancaq yoluxma riskini üç/dörd dəfə azaldır. Peyvənd olunanlar xəstəliyə yüngül formada, adi tənəffüs yolları infeksiyası kimi tutulurlar. Peyvənd olunmayanlarda isə bildiyiniz kimi ağırlaşma riski yüksəkdir. Bu hər hansı xroniki xəstəliyi olan və yaşlı adamlara aiddir. Bizdə baxış bir az əksinədir. Əgər adamın hər hansı ürək-damar, əsəb, diabet kimi xəstəliyi varsa onlar peyvənddən qorxurlar ki, ağırlaşmaya səbəb olacaq. Həqiqətdə isə reallıq tam bunun əksidir. Əgər adamın hər hansı xroniki xəstəliyi yoxdursa, məhz həmin adam daha çox peyvənd olunmalıdır, çünki peyvənd ona heç nə edə bilməz və belə qrupun adamlarında kovid daha ağır vəziyyətdə davam edir.
Baxmayaraq, “omikron” əhalidə müəyyən qədər sakitlik yaratdı ki, “omikrona” yoluxan zaman ağırlaşma halları aşağı olur və bu həqiqətən belədir. Amma təəssüf ki, statistikaya baxsaq yenə də ağırlaşma və ölüm hallarının olduğunu görərik. Ona görə də peyvənd öz aktuallığını itirmir və yenə də peyvəndə çağırış, peyvənd olunanların isə bustinqə çağırışı davam edir.
Bizim yenə də pandemiyanı belə başa vuracağımıza dair zəmanətimiz yoxdur və hələ də yeni ştammın qayıtma riskləri var. Ümid edirəm belə olmayacaq, amma biz hamımız bunu hazırlıqlı qarşılamalıyıq” – İnfeksionist Maia Budzaşvili.
Marneulinin vətəndaş cəmiyyətinin bir qismi Covid-19 peyvəndi barədə
“Marneulidə peyvənd vurdurmaqla bağlı yenə də stereotiplər var və əhalinin əksər hissəsi buna görə peyvənd vurdurmayıb. Mənim fikrimcə peyvənd lazımdır. Məlumatlandırma kampaniyaları əvvəl aparılırdı, indi bilmirəm. Vətəndaş sektoru müxtəlif resurslarla virus və peyvəndin vacibliyi haqqında məlumat yaymağa çalışır. Biz pandemiya dövründə bu kimi kampaniyalarda fəal iştirak edirdik” – Aram Akopyan “Gənclərin İnkişaf Mərkəzi” (Marneulidə fəaliyyət göstərən mülki təşkilat).
“Marneulidə əhali peyvəndlə bağlı mənfi fikirdədir. Düşünürlər ki, bu gələcəkdə onların sağlamlığına təsir göstərəcək, onların ömrü qısalacaq, uşaq dünyaya gətirməyə təsir göstərəcək və.s. Çox sayda miflər mövcuddur. Baxmayaraq ki, biz, qeyri-hökumət təşkilatları bu mövzu ilə bağlı çox işləyirik, dəfələrlə kampaniya aparmışıq, yenə də əhalinin böyük qismi peyvənddən imtina edir”- Natia Okropiridze Şaumiyani İcma Təhsil Mərkəzi.
“Müqayisədə məlumatlandırma aşağı səviyyədədir, mənim fikrimcə daha spektik əhval-ruhiyyədədirlər və peyvənd kampaniyasına kütləvi olaraq qoşulmayıblar. Əhali peyvənd vurulmağa başlayanda daha çox fəal idi, indi deyil. Əhali ümumiyyətlə visrusun mövcud olduğuna inanmır. Bütün Gürcüstanda az-çox bu qaydanı bilsələr də, əhali maskadan istifadə etmirdi. Marneulidə bu baxımdan tam başqa vəziyyət idi, əhali virusun mövcudluğuna inanmırdı. Ona görə də peyvəndə müraciət etmirlər. Çox sayda kampaniyalar oldu, amma əhali yenə peyvənd prosesinə qoşulmadı, onları inandırmaq çox çətindir” – Mariam Samxaradze Marneuli Mülki Məşğulluq Mərkəzi.
Material “Kvemo Kartli regionunda peyvənd prosesinə dəstək göstərmək” tərəfindən „Vaccination4Georgia” layihəsi çərçivəsində hazırlanıb. Layihə Almaniya Beynəlxalq Əməkdaşlıq Təşkilatı (GIZ) tərəfindən Gürcüstan Strategiya və İnkişaf Mərkəzi ilə tərəfdaşlıqla həyata keçirilir. Layihə Almaniya Federal İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf Nazirliyi (BMZ) tərəfindən maliyyələşdirilib.
Müəllif: Nino Beridze
Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz
QvemoQartli.ge