ბოლნისის საკრებულო თვითმმართველობის ინდექსის შედეგების გაუმჯობესებას ცდილობს
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის მონაცემების თანახმად, ბოლნისის საკრებულოს შეფასება 12%-ია. ინდექსი იკვლევს, რამდენად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეთა მიმართ.
შეფასება, ძირითადად მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე დაკვირვებით ხდება. ინდექსის ბოლო ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საიტზე, არ აქვს სრულფასოვნად განთავსებული რიგი მნიშვნელოვანი ინფორმაციები.
2021 წლის ინდექსის შედეგების თანახმად, ბოლნისის საკრებულოს, ყველაზე დაბალი შეფასება აქვს, სხდომის ოქმების გამოქვეყნების კრიტერიუმში – 0%, თუმცა წინა 2019 წლის ანგარიშში, მისი შეფასება 30% იყო; 0%-ია ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ კრიტერიუმშიც;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა წინა ანგარიშში 60%-ით ფასდებოდა, თუმცა ბოლო ინდექსის ანგარიშის მიხედვით, ამ კრიტერიუმში 0%-ია; ასევე, დაბალი შეფასებაა საკრებულოს წევრების საქმიანობის ანგარიშების მოსმენაზეც – 0%;
არსებული შედეგების გამოსასწორებლად, ბოლნისის საკრებულოში უკვე მუშაობს სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
ჯგუფში პროექტის – „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის“ ფარგლებში შეიქმნა. იგი დაკომპლექტებულია ბოლნისის საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებისგან. მათ სამუშაო პროცესში კონსულტირებას უწევს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, მერაბ ცინდელიანი.
საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ასათიანი აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა და შედეგების გამოსასწორებელი ღონისძიებებიც დაგეგმეს.
„ პროექტის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საკრებულოს შესახებ ინფორმაციის განახლება. ამ ეტაპზე, განახლდა საკრებულოს 2021 – 2024 წწ შესახებ ინფორმაცია, შემდეგ თემატურ ველებში: საკრებულოს თავმჯდომარე; თავმჯდომარის მოადგილეები; საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები; საკრებულოს ფრაქციები; საკრებულოს უმრავლესობა; საკრებულოს უმცირესობა; საკრებულოს პროპორციული შემადგენლობა; საკრებულოს მაჟორიტარული შემადგენლობა; საკრებულოს წევრები. ასევე, მიმდინარეობს სხვა საჯარო ინფორმაციის განახლების პროცესი“, – აღნიშნავს საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი თამარ ასათიანი.
ავტორი: ნინო ბერიძე
მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით